ინგლისური ენის გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტების უახლესი კომენტარები

ერთიანი ეროვნული გამოცდები გრძელდება, დღეს აბიტურიენტების ნაწილს ინგლისურში ჰქონდა გამოცდა, რამდენიმემ კი ჩვენთანაც გააკეთა კომენტარი გამოცდის დასრულების შემდეგ, სირთულეებისა და მოლოდინების შესახებ, ეს ყველაფერი კი იხილეთ სტატიაში

მარია შიოშვილი -საგარეჯო
ესე იყო პროფესიებზე . მე მასწავლებლები შემხვდა. რთული არის თუ არა მასწავლებლობაო.

მოლოდინების რა გითხრათ, ზოგადად გამოცდაზე რწმენით შევედი, რა თქმა უნდა, ღმერთის და საკუთარი თავის.
შეფასება სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, თუმცა საბოლოო ჯამში მაღალი შეფასების იმედი მაქვს.

 

 

ბარბარე ჩხეიძე-თბილისი
მე შემხვდა ესე ლიტერატურაზე. ლიტერატურა ადამიანის იდენტობის ჩამოყალიბებაში დიდ როლს ასრულებსო. ვიყავი მეორე ვარიანტი და მე პირადად გამიჭირდა. ანალიზის მხრივაც და ესეს მხრივადაც მერთულა. ისეთი თემები იყო, ნორმალურად არგუმენტი, ვერ მოვიყვანე და ვერც მაგალითი, უფრო ზოგადად ვიმსჯელე. რაც მთელი წელი ვისწავლე იმის გამოყენება ვერ შევძელი და იმედგაცრუებული ვარ საშინლად, პლიუს, ამას მეორე ვარიანტის თემები ყველამ სხვანაირად გაიგო, უმეტესობას, კი საერთოდ არ ეწერა დავალება. აქედან გამომდინარე, მოლოდინი მაქვს, რომ რთულ ვარიანტად გამოცხადდება და შევლენ ჩვენს მდგომარეობაში. მე პირადად მინდა გრანტის მოპოვება და იმედია ამაში ინგლისურიც და ისტორიაც დამეხმარება, ქართულშიც იმედია მაღალ ქულას ავიღებ. ნერვიულობით ძალიან ვნერვიულობდი მთელი წელი, მაგრამ გამოცდაზე შესვლისას ყველაფერი მომეხსნა, სიტუაცია იყო კარგი და დამკვირვებლებიც, პირბადემ ხელი შემიშალა, მაგრამ კონდიციონერი იყო ჩართული, წარმატებას ვუსურვებ ყველას და სასურველ ფაკულტეტზე მოხვედრას.

გვანცა მეზვრიშვილი-საგარეჯო
გამოცდა ნორმალურად დავწერე, ესე მასწავლებლობაზე იყო, ეს ჩემთვის, მართლა ძალიან კარგი და სამსჯელო თემაა იმიტომ, რომ ფაქტობრივად მასწავლებლებზეა დამოკიდებული ქვეყნის მომავალი, როგორ აღზრდის ბავშვს . ვეცადე ყველანაირად, რომ მაქსიმალურად დავხარჯულიყავი და ველოდები მაქსიმალურ შეფასებას.

 

 

ცოტნე აკობია -თბილისი

ესეს სათაური იყო ,,დღესდღეობით მასწავლებლობა არის რთული” თვითონ ესე იყო საშუალო სირთულის, რაც შეეხება სხვა დავალებებს ანალოგიური. კმაყოფილიც დავრჩი და მოლოდინებს, რაც შეეხება ველი 50+ საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას რომ არ გამჭირვებია.

მომზადებულია: Studyprogrammes.Ge მიერ