„ქვეყანაში 100 ათასზე მეტი სტუდენტია და მათთვის ორჯერადად აცრის მოთხოვნა ახალი ველოსიპედის გამოგონებას არ ნიშნავს“

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, სასურველია შემოდგომისთვის სასწავლო დაწესებულებების აღმზრდელები, მასწავლებლები და პროფესორ- მასწავლებლები ორჯერადად იყვნენ აცრილი.

ეს განცხადება ამირან გამყრელიძემ 7 ივლისს, საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე გააკეთა.

მისივე თქმით, ქვეყანაში 100 ათასზე მეტი სტუდენტია, მათთვის ფოტოს გახსნაორჯერადად აცრის მოთხოვნა კი ახალი ველოსიპედის გამოგონებას არ ნიშნავს.

,,დღეს ძალიან კარგი ინიციატივით გამოვიდა სამედიცინო უნივერსიტეტი, რომელმაც დააანონსა რომ სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ძირითადად ყველა შემოდგომისთვის იყვნენ აცრილი და მოუწოდა ეს სხვა უნივერსიტეტსაც. ეს ძალიან კარგი ინიციატივაა, მოგეხსენებათ, ქვეყანაში 100 ათასზე მეტი სტუდენტია და ეს არაფერი ახალი ველოსიპედი არ არის. იგივე ჩვენი სტუდენტები რომ მიდიან უცხოეთში სასწავლებლად, ყველას სთხოვენ რომ ორჯერ აცრილი უნდა იყვნენ. ამიტომ, სასურველია შემოდგომაზე ჩვენ შევხვდეთ უსაფრთხო უნივერსიტეტებით, უსაფრთხო სკოლებით, უსაფრთხო ბაღებით, რაც ნიშნავს რომ ბაღის ყველა აღმზრდელი, სკოლის ყველა მასწავლებელი, სტუდენტი და პროფესორ-მასწავლებლები უნდა იყოს ორჯერადად აცრილი”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

 

Studyprogrammes.Ge