რას ფიქრობენ ახალგაზრდები არაფორმალურ განათლებაზე?

ჩვენ ჩავატარეთ გამოკითხვა ახალგაზრდებში ( კატეგორია 16დან-19წლამდე )თემაზე არაფორმალური განათლება . მათ მოუწიათ პასუხი გაეცათ კითხვებზე: რა არის არაფორმალური განათლება? მნიშვნელოვანია თუ არა არაფორმალური განათლება ? დადებითი პასუხის შემთხვევაში რატომ მიიჩნევთ ასე?

გამოკითხვამ დაადასტურა, რომ ახალგაზრდების უმრავლესობა ფლობს ინფორმაციას არაფორმალურ განათლებასა და მის საჭიროებებზე.

გიზიარებთ არაფორმალურ განათლებაზე რამდენიმე ახალგაზრდის შეხედულებას

 

 

ლედი სახამბერიძე ,17 წლისNo description available.

არაფორმალური განათლება უშუალოდ ეხება ადამიანის უნარ-ჩვევების, კომპეტენციების, ღირებულებების განვითარებასა და ჩამოყალიბებას, რათქმაუნდა მნიშვნელოვანია, რადგან ცხოვრებაში, რომელიც ბორცვებიან გზას ჰგავს, წარმატების მიღწევა არაფორმალური განათლების გარეშე ძალიან ძნელია. ფორმალური და არაფორმალური განათლება ერთმანეთს ავსებს, ამიტომ სკოლის, უნივერსიტეტის და მსგავსი დაწესებულებების გარდა განათლება უნდა ვეძებოთ ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ ასაკში.

 

 

მერაბი გორელიშვილი , 17წლისNo description available.

არაფორმალური განათლება არის ის ,რაც სასკოლო დაწესებულების გარეთისწავლება და ეხმარება ახალგაზრდებს განვითარებაში. ჩემთვის არაფორმალური განათლება პრიორიტეტულია, ისევე როგორც ფორმალური. არაფორმალური განათლების გარეშე რთულია წარმატების მიღწევა.

 

 

ლიზი მსხვილიძე ,17წლისNo description available.

არაფორმალური განათლება არის შანსი ისწავლო მთელი ცხოვრების მანძილზე, გაიუმჯობესოთ უნარ-ჩვევები და ცოდნა ,ასევე არაფორმალური განათლება გვეხმარება ფასეულობების ჩამოყალიბებაში. არაფორმალური განათლება ვფიქრობ აუცილებელია რადგან ყველა ადამიანს ეხმარება ახალი რაღაცეების სწავლაში და ღირებულებების სწორად გადაფასებაში.

 

 

 

 

მარიამ მსხვილიძე,16წლის

არაფორNo description available.მალური განათლება ჩემთვის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ფორმალური, არაფორმალური განათლების დროს ვიგებ ძალიან ბევრ ჩემთვის უცნობ და საინტერესო ინფორმაციას, რაც შემდეგში აუცილებლად მადგება, მაგალითად დასაქმების მხრივ. არაფორმალური განათლება ჩემი აზრით ძალიან პრიორიტეტულია, რადგან ამ დროს ჩვენ ვუმკლავდებით ჩვენს კომპლექსებს, აუდიტორიასთან საუბარს ვეჩვევით და რაც მთავარია ბევრ საინტერესო თემას ვიგებთ.

 

 

 

ნინი ქობალია,16წლისNo description available.

არაფორმალური განათლება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და დიდი ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში. ის ისეთ რამეს გვასწავლის , რასაც სკოლაში ვერ ვისწავლით, ის ძალიან გამოსადეგი და საჭიროა დღევანდელობაში. არაფორმალური განათლება მაძლევს საშუალებას უფრო აქტიურად ჩავერთო და ჩემი წვლილი შევიტანო საზოგადოებრივ ცხოვრებაში, არაფორმალური განათლება მთელი ცხოვრება გრძელდება. არაფორმალური განათლება ეს არის გზა წარმატებისა და განვითარებისაკენ!

 

 

 

მომზადებულია: Studyprogrammes.Ge მიერ