ეროვნულ გამოცდებზე ინგლისური ენა 32 500 -მდე აბიტურიენტს აქვს არჩეული – სხვა ენების სტატისტიკა

დღეს, 7 ივლისს აბიუტურიენტები გამოცდას კვლავ უცხო ენაში აბარებენ. აპლიკანტები საგამოცდო ტესტებს არჩევანისფოტოს გახსნა მიხედვით ინგლისურში, გერმანულში, ფრანგულში და რუსულ ენებში წერენ.

 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ინგლისური ენა ჩასაბარებლად წელს 32 500-მდე აბიტურიენტმა აირჩია. გერმანულ ენას 550-მდე გამოსაცდელი, რუსულს – 2 700-მდე, ფრანგულს კი 50-ზე მეტი გამოსაცდელი აბარებს. ტესტის მაქსიმალური ქულაა 80, საგამოცდო დროის ხანგრძლივობაა 2 საათი და 30 წუთი.

 

უცხოურ ენებში გამოცდას აბიტურიენტები 7 და 8 ივლისსაც ჩააბარებენ. 9 ივლისს საგამოცდო პროცესი მათემატიკის გამოცდით გაგრძელდება. 2021 წლიე ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საქართველოს მასშტაბით 25 საგამოცდო ცენტრია გახსნილი.

 

საგამოცდო ცენტრები მოეწყო და გამოცდები ტარდება თბილისში, რუსთავში, გორში, ახალციხეში, თელავში, ოზურგეთში, ქუთაისში, ბათუმში, ხულოში, ფოთსა და ზუგდიდში.

 

2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. 14 ივლისიდან გამოცდებში მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველი პირები ჩაერთვებიან. 28 ივლისს სტუდენტთა საგრანტო კონკურსი ჩატარდება, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდას მაგისტრანტობის კანდიდატები 27-30 ივლისს ჩააბარებენ. წელს პირველად ტარდება გამოცდა სპეციალური მასწავლებლებისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლებისთვის.

პირებს, რომლებსაც საგამოცდო პერიოდში კოვიდ-19 გამოუვლინდებათ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საგანგებოდ შედგენილი ცხრილის მიხედვით, გამოცდას შესაბამის საგანში ჩაუტარებს არაუადრეს 2 კვირისა. მნიშვნელოვანია, რომ გათვალისწინებული იქნება გეოგრაფიული დაფარვაც. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის მიერ ასევე შემუშავდა: საგამოცდო ცენტრებიდან მიღებული ნამუშევრების უსაფრთხოდ დამუშავების, საგამოცდო ცენტრების დალაგების, სანიტარიული კვანძის/საპირფარეშოების დალაგება/დეზინფექციის, ცენტრის პერსონალის მუშაობის პირობები.

 

წყარო : edu.aris.Ge