,,ისიამოვნეთ წამით და წუთით,იმით,რასაც აკეთებთ.”-ინტერვიუ ალექსანდრა პაიჭაძესთან

Studyprogrammes.ge  გთავაზობთ ახალ რუბრიკას- ბლიც ინტერვიუს სხვადასხვა წარმატებულ ადამიანებთან . ჩვენი რუბრიკის პირველი რესპოდენტია ცნობილი ქართველი მოდელი და ინფლუენსერი ალექსანდრა პაიჭაძე.

გთავაზობთ ინტერვიუს ალექსანდრასთან:

-რა გინდოდა, რომ გამოსულიყავი ბავშვობაში?

-მომღერალი, მოდელობა მოგვიანებით მომინდა.

-რა პროფესია აირჩიეთ და სად ისწავლეთ ?

-იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო წელს აღმოვაჩინე , თურმე მათემატიკა ვიცი, გადავწყვიტე, რომ მამასაც გავახარებდი და ჩავაბარებდი ბიზნესის მიმართულებით. ჩავაბარე შავი ზღვის უნივერსიტეტში – ბიზნესის ადმინისტრირებასა და სოციალურ მეცნიერებებზე. საბოლოო ჯამში პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტი გამოვედი.

-რა გახსენდებათ ყველაზე დადებითად სტუდენტობის პერიოდში?

– ყველაზე დადებითად სტუდენტობის პერიოდში მახსენდება პიარის ლექტორი, რომელმაც ძალიან დიდი ცოდნა მომცა სხვადასხვა საკითხის პრეზენტირების თვალსაზრისით.

-რას საქმიანობთ ახლა ?

-ამჟამად ბევრ რამეს ,მრავალ პროფილში. ძირითადად მარკეტინგისა და პიარის მიმართულებით, როგორც საკუთარი თავი მყავს ჩართული , ასევე სხვა ბრენდებიც ანუ არაოფიციალური მენეჯერი ვარ.

-გაგვიზიარეთ თქვენი სამომავლო გეგმები

-ჩემი სამომავლო გეგმები არის საოცრად მაშტაბური და საინტერესო. ამ თემაზე ჯერ არ მსურს საუბარი, სანამ არ გავაკეთებ იმას, რაც მინდა, თუმცა სილამაზისა და ესთეტიკის სფეროში მინდა ვცადო ბედი.

-როგორ მიაღწიეთ წარმატებას , რას ურჩევთ ახალგაზრდებს?

– ისიამოვნეთ პროცესით! თუ არ გსიამოვნებთ, შეეცადეთ იპოვოთ სასიამოვნო პროცესი, იმიტომ რომ სიამოვნებას უფრო მეტი დადებითი მუხტი მოაქვს ჩვენს ცხოვრებაში.შესაძლოა ფინანსურად ამ შემთხვევაში არ მოგიტანოთ ის, რაც გსურთ, თუმცა გააძლიერებს თქვენს ენერგო ველს, ეს გაძლევთ საშუალებას, რომ ერთი წლის მერე თუ ორი წლის მერე, უფრო მეტი რესურსი დააგროვოთ იმისათვის ,რომ ფინანსები მოიზიდოთ ანუ ისიამოვნეთ წამით და წუთით,იმით,რასაც აკეთებთ.

 

 

მომზადებულია:Studyprogrammes.Ge მიერ