ინგლისური ენის გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტების საბოლოო კომენტარი

8 ივლისს, ინგლისურ ენაში ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა, ჩვენ კი ტრადიციულად გთავაზობთ მათ კომენტარებს, თუ რამდენად კმაყოფილები არიან აბიტურიენტები გამოცდით იხილეთ სტატიაში.

 

მაიკო მეკოკიშილი- საგარეჯოფოტოს გახსნა
ინგლისურის გამოცდა, არ გამჭირვებია, მარტივი იყო, დროც მეყო და ნახევარი საათით ადრე გამოვედი გამოცდიდან, ტესტების ნაწილი საერთოდ არ გამჭირვებია, ესეც ჯერ შავ ფურცელზე დავწერე და მერე გადავიტანე საბოლო ჯამში კარგად დავწერე, რაც შეეხება მოსასმენს ისიც არ გამჭირვებია.

 

ბაქარ ბანძელაძე- ქუთაისიფოტოს გახსნა

გამოცდა ჩემთვის მარტივი იყო,თავიდან მოსასმენმა დამაბნია,მაგრამ შემდეგ ყველაფერი მარტივად წავიდა,საბოლოო ჯამში კმაყოფილი ვარ და მაღალ ქულასაც ველოდები.

 

 

 

მარიამ გენაგაშვილი- საგარეჯოფოტოს გახსნა
ინგლისურის გამოცდით კმაყოფილი ვარ, რთული საკითხები არ მოსულა, არც მინერვიულია, უცნაურად უემოციოდ ჩაიარა ამ გამოცდამ ჩემთვის. ესეს რაც შეეხება, იყო: ,,დღესდღეობით ექიმობა საკმაოდ რთულია” და რა თქმა უნდა დავეთანხმე, საკმაოდ აქტუალური თემაა, მითუმეტეს, დღეს, როცა მსოფლიოში პანდემიაა. ვაპირებ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩაბარებას (სპორტის განხრით) და სწავლის ნახევარი დაფინანსების იმედიც მაქვს.

 

 

ნია დიღმელაშვილი-სგარეჯო
ჩემი აზრით, ადვილი ტესტი იყო, რადგან კარგად ვიცი ინგლისური. არ გამჭირვებია. დროც საკმარისადაა. სანამ ესემდე და წერილამდე მივიდოდი, 3-3ჯერ გადავამოწმე თითოეული დავალება და პასუხებიც ფრთხილად გადავიტანე. ესეს სათაური აქტუალურ თემას შეეხებოდა – ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, ონლაინ სწავლება მეტად ეფექტურია. ამ მხრივ თითოეულ აბიტურიენტს დიდი გამოცდილება აქვს, არა მგონია, რომელიმეს გასჭირვებოდა არგუმენტების მოყვანა მოცემულ საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება მოლოდინს, საკმაოდ მაღალი მაქვს, მაქსიმალურს ან მაქსიმალურთან მიახლოებულ ქულას ველი.

 

 

 

თორნიკე ბიბილაშვილი- გორიფოტოს გახსნა
მინდა ავღნიშნო,რომ მოსასმენი დავალება ძალიან კარგად ისმოდა და ცუდი აქცენტითაც არ საუბრობდნენ,დავალებები არ ყოფილა განსაკუთრებული სირთულის,დროს, ნახევარი საათი დამრჩა დრო,რაც შეეხება სამომავლო გეგმებს,ვაპირებ კომპიუტერულ ინჟინერიას გავყვე.

 

 

 

 

გიორგი ბიბილაშვილი- გორიფოტოს გახსნა
გამოცდაზე დრო მეყო,სპორტ დარბაზში მქონდა,ამიტომ მოსასმენივერ გავიგე ექო 3ჯერ მეორდებოდა დანარჩენი არაფერი გამჭირვებია,ყველაფერს გავართვი თავი. 1:40 წუთში გამოვედი და საბოლოოდ ყველაფერი დავწერე.

 

 

ლუკა ფიდიური- გორი

ფოტოს გახსნა

დრო მშვენივრად მეყო,დაბნეულიც არ ვყოფილვარ ,ესე შემხვდა -საუკეთესო ადგილი დაბადების დღის აღსანიშნავად არის გარეთ,ღია სივრცეში.გარემო იდეალური ძალიან კარგი დამკვირვებლებით,მოსასმენიც კარგად ისმოდა.

 

 

 

 

 

მომზადებულია:Studyprogrammes.Ge მიერ