,,ცხოვრება შეცნობაა, აღმოჩენაა, თავისუფლებაა”-ეკა კოჭლამაზაშვილი

ეკა კოჭლამაზაშვილი, გოგონა რომელმაც კურსელთან ერთად, მარკეტინგის ოქროს კალმის სერთიფიკატები მოიპოვა.

გაიცანით, ეკა კოჭლამაზაშვილი, სიღნაღის რაიონიდან რომლმაც კურსელთან ერთად მარკეტინგის ოქროს კალმის სერთიფიკატები მოიპოვა, სტატიაში მას უფრო ახლოდან გაიცნობთ, გაიგებთ თუ რა განცდა, ჰქონდა მას ამ არაჩვეულებრივი ამბის აგების შემდეგ, ასევე გაიგებთ თუ რატომ აირჩია მან შავი ზღვის უნივერსიტეტი და რას საქმიანობს ამჟამად გოგონა.

 

1.მოგესალმებით, პირველრიგში მომიყევით, ვინ ხართ საიდან და რას საქმიანობთ ამჟამად

მე ვარ ეკა (ეკატერინე) კოჭლამაზაშვილი, ვცხოვრობ სიღნაღის რაიონ სოფელ ქვემო ბოდბეში. ვსწავლობ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე, მარკეტინგის პროგრამაზე, მე-2 კურსზე გადავედი.

 

2.გვითხარით, რა არის თქვენი ინტერესების სფერო?

ინტერესის სფერო გახდა წერა, სტატიების წერა, საიდანაც უდიდეს სიამოვნებას ვიღებ. მომავალში რასაც გავაკეთებ ალბათ ისევ და ისევ ვეცდები, რომ კიდევ უფრო დავხვეწო წერის კულტურა და მარკეტინგი სიღრმისეულად შევისწავლო.

 

3.გვიამბეთ, თქვენი ბოლო დროინდელი წარმატებების შესახებ

დავიწყებ იქიდან,რომ უნივერსიტეტის პირველი კურსი წარმატებით დავხურე,უმაღლეს ქულებზე.რაც შეეხება ბოლოდროინდელ წარმატებებს მონაწილეობა მივიღე ჩემივე ფაკულტეტის ბიზნეს ქეისების შეჯიბრზე,სადაც შევქმენით ძლიერი გუნდი და პირველი ადგილი დავიკავეთ ეს იყო იანვარში,დაახლოებით ერთი კვირის წინ მე და ჩემმა კურსელმა მონაწილეობა მივიღეთ მარკეტინგის ესეების ოლიმპიადაში,რომელიც ორგანიზებული იყო მარკეტინგის სახლის მიერ და აქაც ჩვენმა სტატიამ პირველი ადგილი მოიპოვა და დაგვაჯილდოვეს მარკეტინგის ოქროს კალმის სერთიფიკატებით.

 

 

4.შეგიძლია ის გრძნობა გაიხსენოთ რაც გამარჯვების გაგების შემდეგ დაგეუფლათ?

საოცარი გრძობაა, როცა არ ელოდები და უეცრაად აღმოაჩენ, რომ ყველაფერი იცვლება რაღაცნაირად. ლექტორმა გვითხრა გამარჯვების შესახებ დილით ლექციაზე და უსაზღვრო ემოცია გეუფლება. თავიდან ვერ გავაანალიზე, მაგრამ მერე რომ უფიქრდები და ხვდები, რომ შრომა გიფასდება, შრომა, რომელიც მთელი კურსის განმავლობაში დააგროვე. თავიდან ამ ოლიმპიადაზე გვესაუბრებოდა ლექტორი და წარმოუდგენლად მიმაჩნდა ჯერ ზოგადად, მეორე, მესამე ადგილზე გასვლაც კი და ამ დროს გამარჯვება მართლა არ მეგონა. რომ იხედები შენს ირგვლივ, თითქოს ამდენი ნიჭიერი კონკურენტი გყავს გარშემო და მართლა წარმოუდგენლად მიგაჩნია ეს ყველაფერი. იმ დღიდან რაღაცნაირად თითქოს ყელაფერი შეიცვალა, ანუ გამარჯვება მართლა არ მიხაროდა ისე, როგორც რომ ვუფიქრდებოდი რამხელა სიამოვნება მივიღე წერისგან. რაღაცნაირად რომ ცდილობ გადამეტებულად არ წარმოაჩინო კონკრეტული ბრედნი, ემოცია ჩადო მასში და კონკრეტულ ჩარჩოებს მოერგო. იმ კუთხით დამიფასდა ყველაზე მეტად, რომ წერის პროცესში კიდევ უფრო გავიზარდე, ბევრ რაღაცაზე დავფიქრდი, გადავაფასე რაღაცები და შემდეგ უკვე თითოეული ადამიანის მოლოცვა და უბრალოდ ერთი სიტყვაც კი უსაზღვრო მოტივაციას მაძლევს. პირველი ჩემი გამარჯვების შესახებ დედაჩემს ვუთხარი, რადგან მშობლები არიან ჩემთვის ყველზე დიდი მოტივატორები. ნუ მოკლედ ძალიან რომ არ გამიგრძელდეს, ზოგადად ემოციებს არ გამოვხატავ იმდენად რასაც გულში ვგრძნობ, ამიტომ მიყვარს წერის პროცესი ემოციების სარკეა თითქოს. ყოველთვის ამაყი ვარ იმით, რომ არსებობენ ჩემს ირგვლივ ადამიანები, რომლებიც იზიარებენ ჩემს ყველა ემოციას და მოტივაციას მაძლევენ.

ზოგადად ემოციებს არ გამოვხატავ იმდენად რასაც გულში ვგრძნობ, ამიტომ მიყვარს წერის პროცესი ემოციების სარკეა თითქოს. ყოველთვის ამაყი ვარ იმით, რომ არსებობენ ჩემს ირგვლივ ადამიანები, რომლებიც იზიარებენ ჩემს ყველა ემოციას და უდიდეს სტიმულს მაძლევენ. გამარჯვება ალბათ რიგითი ფაქტორია უფრო წარმატება გახარებს და მოკლედ საოცარი გრძნობაა.

 

5.ეკა, მოგვიყევით რატომ აირჩიეთ შავი ზღვის უნივერსიტეტი?

თვიდან, ვერცერთ პროფესიაში ვერ ვხედავდი საკუთარ თავს, სხვა პლანეტაზე ვიყავი აბიტურიენტობისას უკვე ფაკულტეტები რომ უნდა ჩამეწერა ასე უეცრად გამიტაცა მარკეტინგმა , მომწონდა რეკლამირება, ბაზრის კვლევები და ნუ მოკლედ გადავწვიტე მარკეტერობა, ისე, რომ სიღრმისეულად არც ვიცოდი რა პროფესია იყო. მაგრამ დღეს რომ მკითხონ რას აირჩევდი დარწმუნებული ვარ რომ კვლავ ამ პროფესიას ავირჩევდი, პირველივე კურსე მივხვდი ამას და აღმოვაჩინე ჩემი თავი. რაც შეეხება შავი ზღვის უნივერსიტეტში რატომაც ჩავაბარე, ძალიან მომწონდა ეს უნივერსიტეტი, მარკეტინგი და მენეჯმენტი როგორც ცალკე პროგარმებად ჰქონდათ, ნუ თავიდან ჩემი ისტორიის მასწავლებლისგან გავიგე ამ უნივერსიტეტის შესახებ და მინდოდა აქ ჩაბარება, ამასთანავე ოქროს მედალი მიფინანსებდა 40%-ს ესეც საკმაოდ კარგი შეთავაზება იყო და ალბათ პირველ რიგში საერთაშორისო განათლება იყო ყველაზე მთავარი, ბევრ გასაქანს გაძლევს ონლაინაც კი აღმოვაჩინე ეს და მოკლედ არ შევმცდარვარ არჩევანში, ძალიან კმაყოფილი ვარ.

 

  1. ეკა, გაქ რაიმე ფრაზა რაც მოტივაციას გაძლევს ხოლმე რთულ დღეებში?

კი, კომბინირებული ფრაზა მიყვარს. არასოდეს, არასოდეს, არასოდეს დანებდე (უისტონ ჩერჩილი), რადგან ,,ცხოვრება შეცნობაა, აღმოჩენაა, თავისუფლებაა” და თოლია, ანუ თავისუფლების დაუოკებელი სურვილი, ყოველ ადამიანში ცხოვრობს (თოლია ჯონათან ლივინგსტონი).

 

 

მომზადებულია:Studyprogrammes.Ge მიერ