სამვხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთათვის მიღებას აცხადებს

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 12 ივლისიდან დაიწყო და 20 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია შესაძლებელია როგორც ონლაინ, ვებგვერდზე – vet.emis.ge, ასევე, საქართველოს მასშტაბით მოქმედ რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში.
მიღებას აცხადებს 2021 წელს პროფესიულ პროგრამებზე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაციის ვადები – 12.07.2021 20.08.2021
🔹ბუღალტრული აღიცხვა – მეხუთე დონე (უმაღლესი); 20-ადგილი
🔹საბაჟო საქმე – მეხუთე დონე (უმაღლესი); 6-ადგილი
🔹მებოსტნე – მესამე დონე (უმაღლესი); 20 ადგილი
🔹კომპიუტერული ქსელი და სისტემები – მეოთხე დონე(საშუალო); (სრული ზოგადი განათლების მქონე პირთათვის) 20 ადგილი
🔹კომპიუტერული ქსელი და სისტემები -მეოთხე დონე (საშუალო); (პროგრამა,რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები. მხოლოდ საბაზო განათლების მქონე პირთათვის): 20 ადგილი
🔹სატყეო საქმე- მეოთხე დონე (საშუალო); (სრული ზოგადი განათლების მქონე პირთათვის) 20 ადგილი
🔹სატყეო საქმე – მეოთხე დონე (საშუალო); (პროგრამა,რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები. მხოლოდ საბაზო განათლების მქონე პირთათვის): 20 ადგილი
🔹ელექტროობა – მეოთხე დონე (საშუალო) ,(სრული ზოგადი განათლების მქონე პირთათვის) 15 ადგილი
🔹ელექტროობა – მეოთხე დონე (საშუალო), (პროგრამა,რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები. მხოლოდ საბაზო განათლების მქონე პირთათვის): 15 ადგილი
რეგისტრაციის ვებ- გვერდი : www.vet.emis.ge/
🔹მეხუთე დონის პროფესიულ პროგრამებზე სწავლების მსურველებისთვის სავალდებულოა პროფესიულ ტესტირების გავლა საგამოცდო ცენტრებში, ზოგიერთ პროგრამაზე დამატებით ჩატარდება გასაუბრება.
🔹მესამე დონის და მეოთხე დონის პროფესიულ პროგრამებზე სწავლების მსურველების შერჩევა განხორციელდება უნივერსიტეტის მიერ.
შერჩევის თარიღები და შეფასების მეთოდები გადმოგეგზავნებათ იმ ელექტრონულ ფოსტაზე, რომლითაც დარეგისტრირდით პროგრამის არჩევისას.
🔹პროფესიულ პროგრამებზე სწავლა დაწყება 25.10.2021
მომზადებულია:Studyprogrammes.Ge მიერ