თითქმის უფასო სწავლა და ექსკლუზიური საუნივერსიტეტო დაფინანსების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისთვის

გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტი წელს განსაკუთრებულ საუნივერსიტეტო დაფინანსების პროგრამას ახორციელებს, რომლის მიზანია ახალგაზრდების განათლების მიღების შესაძლებლობების გამრავალფეროვნება და ხელშეწყობა.

ამისთვის შეიქმნა სპეციალური საუნივერსიტეტო დაფიანსების პროგრამა, ერთგვარი ფონდი, რომელიც სკოლის მოსწავლეების, აბიტურიენტების, სტუდენტებისა და მაგისტრანტების საგანმანათლებლო და გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერას ემსახურება.

ამასთან დაკავშირებით, ჩვენ უნივერსიტეტის კანცლერს ელი ელისაშვილს ვესაუბრეთ.

მისი განცხადებით, უნივერსიტეტი პანდემიის დროს აქტიურად უჭერდა მხარდს ახალგაზრდების განვითარებას, ამიტომ გადაწყვიტა სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შეექმნათ ერთგვარი „ფონდი“, რომელიც ყოველწლიურად გამოყოფს ბიუჯეტს ახალგაზრდების განვითარების ხელშესაწყობად.

ფონდის საქმიანობა უკვე დაწყებულია და 2021 წლის შემოდგომის სემესტრზე აბიტურიენტებისთვის სასწავლო გადასახადის დაფინანსებასაც ისახავს მიზნად. აბიტიტურიენტები რომლებიც უნივერსიტეტს პირველ ან მეორე პრიორიტეტად აირჩევენ, სწავლის გადასახადი მცირდება და მოსახერხებელი გადახდის პირობით თვეში სულ რაღაც 22 ლარიდან იქნება, ეს ყველაფერი კი აბიტურიენტების გრანტზე და მიღებული ქულების რაოდენობაზეა დამოკიდებული. იხილეთ შეთავაზებები

გარდა ფინანსური შეღავათებისა, საუნივერსიტეტო ფონდის დაფინანსებით ხორციელდება შემდეგი პროექტები:

პროფესიული ორიენტაცია – პროექტები უფროსკლასელებისა და აბიტურიენტებისთვის, რაც ხელს უწყობს მათ პროფესიულ ორიენტაციას, მომავალი პროფესიების გაცნობას, უნდა აღინიშნოს რომ პროექტში უკვე 500 ამდე ახალგაზრდაა ჩართული საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან.

გამოცდებისთვის მომზადება – ერთიანი ეროვნული და სამაგისტრო გამოცდებისთვის მოსამზადებელი კურსები – სადაც 400 ამდე ახალგაზრდა იღებს რჩევებს და ცოდნას პროფესიონალი პროფესორ-მასწავლებლებისგან.

გაცვლითი პროგრამები – ისწავლე ჩინური და წადი მოკლედ და გრძელვადიან კურსებზე სასწავლებლად. ყველა სასწავლო პროგრამაში ინტეგრირებულია ჩინური ენა, შესაბამისად ენის წარმატებით შესწავლის შემდეგ სტუდენტებს საშუალება ექნებათ გაეგზავრონ ჩინეთში.

“ვაფინანსებთ მოკლე და გრძელვადიან პროექტებს, რაც ასობით ახალგაზრდას ეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში, პროფესიულ ორიენტაციაში და წარმატებული კარიერის დაგეგმვაში.”

გიზიარებთ მიმდინარე პროექტების მოკლე ჩამონათვალი:

მოსამზადებელი ცენტრი აბიტურიენტებისთვის – სადაც 3 თვის მანძილზე აბიტურიენტებს უტარდებოდათ ექსპრესს კურსები ისტორიის, ქართული ენისა და ლიტერატურის, ინგლისური ენის მიმართულებებით, და ვინც ერთია ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგებს დააფიქსირებს 1500 ლარიან სასწავლო გრანტს მიიღებს.

მოსამზადებელი კურსი მაგისტრობის მსურველებისთვის – კურსი სრულიად დაფინასნებულია ფონდის მიერ და 200-ზე მეტ სტუდენტს აერთიანებს.

სასკოლო პროექტები სკოლის მოსწავლეებისთვის – 1 თვიანი პროფესიული ორიენტაციის პროგრამა: ბიზნესის, ტურიზმის, სამართლის, ჟურნალისტიკისა და ფსიქოლოგიის მიმართულებით. პროექტის წარჩინებით დამთავრების შემთხვევაში კი პროგრამის გამარჯვებული მოსწავლეები გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტის სახელობის სასწავლო გრანტს მიიღებენ.

და ეს კიდევ დასაწყისია.

 

მომზადებულია: Studyprogrammes.Ge მიერ