გოგონა,რომელმაც დიდი ხნის ოცნება აიხდინა

ნატალია ვარდიძე , 18 წლის გოგონა სამცხე-ჯავახეთიდან,რომელმაც თავისი დიდი ხნის ოცდება აიხდინა და თვლის ,რომ მისი უმთავრესი მიღწევა ,, წიგნების თაროში ‘’ წარმატებით ასპარეზობაა,სწორედ ამ ნაბიჯმა ,კიდევ უფრო მიაახლოვა წარმატებასთან და ეს იქცა მის მოტივაციად, აესრულებინა დიდი ხნის ოცნება და ლიტერატურული კლუბი შეექმნა იმ უნივერსიტეტში , სადაც სწავლობს. ნატალიას სურვილი აქვს მისი ინტერვიუ იქცეს , ვინმესთვის , თუნდაც მცირე დოზით, მოტივაციის წყაროდ და დაეხმაროს წარმატებისკენ გადაადგმევინოს მცირე ნაბიჯი.                                                                                                                                                   ყველგან და ყოველთვის შეიძლება წარმატების მიღწევა, მთავარია მოტივაცია და შემართება,შეუძლებელი კი არაფერია!

სტატიაში გთავაზობთ ნატალიას ინტერვიუს მის წარმატებასთან დაკავშირებით , ასევე მის მოლოდინებს სტუდენტობის პერიოდის შესახებ.

 

ნატალია ვარდიძე,18 წლის

,,პირველი კურსი ახლახანს დავამთავრე და გადავედი მეორეზე,ბევრი იმედგაცრუება თუ ტკივილი გამოვცადე,მაგრამ ვფიქრობ,რომ რაღაცის გაკეთება მაინც შევძელი,როგორც საკუთარი თავის,ასევე უნივერსიტეტისათვის. მჯერა,ჯერ კიდევ ბევრი მაქვს მისაღწევი და გასაკეთებელი,მაგრამ არის რაღაც რის გამოც შემიძლია ვიამაყო,ვარ სტუდენტური თვითმმართველობისა და ფაკულტეტის საბჭოს წევრი,თუმცა ეს მხოლოდ მცირედია იმ დიდი ბედნიერებისა და სიამაყის,რაც გამოვცადე ბოლო პერიოდის განმავლობაში,ჩემს უმთავრეს მიღწევად ვთვლი პროექტ „წიგნების თარო“-ში მონაწილეობას, გრძნობას,რომელიც ამ ხანგრძლივი ოცნების ასრულების შემდეგ დამეუფლა ვერ აღვწერ სიტყვებით,ეს იყო გრძნობა და ემოცია,რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გამყვება,ასეთი რამის განცდა ხელმეორედ შეუძლებელია. სასიამოვნოა,როცა ქუჩაში უნივერსიტეტის დერეფნებსა თუ ეზოში გცნობენ და ინტერესს გამოთქვამენ (ცოტათი უხერხულიც). მიღწეული წარმატების ნაწილია ყურადღება უნივერსიტეტის პერსონალისგან, ლექტორების,დეკანისა თუ თავად რექტორის მხრიდან. უნივერსიტეტის გაზეთში დაიბეჭდა ჩემი სტატიები,რამაც ერთი ნაბიჯით უფრო მიმაახლოვა ცხოვრების უმნიშვნელოვანეს მიზანთან. ჩამოვაყალიბეთ ლიტერატურული კლუბი,სადაც მოვიწვიეთ არაერთი ცნობილი და ბევრისთვის საყვარელი მწერალი, სასიამოვნო და ამაღელვებელია იმის გახსენება,თუ როგორი მნიშვნელოვანი იყო მათგან მოწვევაზე თანხმობის მიღება და მადლიერების გამოხატვა. მიუხედავად ამისა და კიდევ სხვა ბევრი მეტად თუ ნაკლებად დიდი წარმატებისა,რაც სტუდენტობის პირველმა წელმა მომცა, ვფიქრობ,რომ ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმატება მაინც ის ურთიერთობები და მეგობრებია,რომლებიც შევიძინე, ჩემს ცხოვრებაში ეს იმდენად დიდ როლსა და ადგილს იკავებს,რომ ამის გახსენებაზეც კი უნებლიე ბედნიერების გრძნობა მეუფლება, რაღაც მხრივ ამ პერიოდის განმავლობაში გამოვლილი სიყვარული,მეგობრობა და დადებითი ემოციები ალბათ გადაფარავს მთელი ცხოვრების განმავლობაში გამოვლილს. ვფიქრობ,რომ ჩემს თითოეულ გრძნობას,ემოციასა და განცდას გაიგებს ის ადამიანი,რომელმაც მიაღწია სანუკვარ ოცნებასა და მიზანს,აჯობა საკუთარ თავს,შიშებსა და დაძაბულობას,რადგან მჯერა,წინ კიდევ უფრო საინტერესო და წარმატებული წელი მელოდება.

თავდაპირველად,როგორც რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდათა უმეტესობას,მეც მქონდა სურვილი თბილისში წავსულიყავი და იქ მესწავლა, სამედიცინო ფაკულტეტზე მინდოდა ჩაბარება და სიმართლე,რომ ვთქვა,რაღაც მხრივ ახლაც ძალიან მინდა. ერთის მხრივ სპონტანურადაც კი გადავწყვიტე,რომ ჩამებარებინა ჩემს რეგიონში,რადგან აქ უფრო მარტივია წარმატების მიღწევა და თავის დამკვიდრება,ჩავთვალე,რომ ჯერ არ ვიყავი მზად საიმისოდ, რომ გადამედგა ასეთი დიდი ნაბიჯი,არა სისუსტის გამო,ან იმის გამო,რომ მეშინოდა, უბრალოდ ჩავთვალე,რომ ჩემი თბილისის რომელიმე უნივერსიტეტში სწავლა უნდა დაკავშირებოდა სამედიცინოს. რაც შეეხება ფაკულტეტს,ბოლო სემესტრში გადავწყვიტე,რომ სწორედ ბიზნესის ადმინისტრირების განხრით მინდოდა სწავლა,რაიმე განსაკუთრებული ინტერესი ან სურვილი არ მქონია მესწავლა აქ, ბავშვობაში განსაკუთრებული მოწიწება გამაჩნდა ამ განხრის სტუდენტების მიმართ და ალბათ ამანაც იქონია გავლენა. ჩავთვალე,რომ შესაძლებლობა,რასაც „საუნივერსიტეტო ქალაქი“ მაძლევდა ბოლომდე უნდა გამომეყენებინა და სწორედ ამიტომ ჩავაბარე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

უნივერსიტეტთან დაკავშირებით რაიმე განსაკუთრებული მოლოდინი არ მქონია, უბრალოდ ვიცოდი,რომ აქ უნდა ჩამებარებინა და ჩავაბარებდი კიდეც,რადგან მთელი აბიტურიენტობა არ მქონია ეჭვისა და შიშის ფაქტორი. იმედი გამიცრუვდა იმ კუთხით,რომ გრანტი ვერ ავიღე,სხვა მხრივ პირიქით,არ ველოდი ასეთ გარემოს. ჩვენი უნივერსიტეტი არც თუ ისე დიდი პოპულარობით სარგებლობს სტუდენტთა გარკვეულ კატეგორიაში ,ამიტომ ვიცოდი,რომ განსაკუთრებული მოლოდინი თუ მექნებოდა შეიძლება გამცრუებოდა. არც სხვა უნივერსიტეტებისათვის გაჯიბრებისა და სხვათათვის იმის დამტკიცება არ მდომებია,რომ მაგარი ვიყავი მეც და სჯუნიში სწავლაც სასწაული იყო,მარტივად გავაანალიზე,რომ ბევრი მიზეზი იყო,რის გამოც შემეძლო მეამაყა საკუთარი თავით და გადაწყვეტილებით. მიუხედავად ყველაფრისა,მაინც იყო ფაქტორები,რის გამოც თავს ცუდად ვგრძნობდი, გამიჭირდა გადამელახა იმედგაცრუება იმასთან დაკავშირებით,რომ ახალი გარემო,ხალხი,ჯგუფელები,თუ მაღალკურსელები და მათთან ურთიერთობა არ აღმოაჩნდა ისეთი,როგორიც წარმომედგინა. თუმცა,ჩემდა გასაკვირად ძალიან გახსნილი და სასიამოვნო აურა იყო ლექტორების მხრივ, მიუხედავად გაცრუებული მოლოდინებისა,მაინც შევძელი გამომენახა და მეპოვა საერთო ენა,მათთან,ვინც დამეხმარებოდა და ვისთან ერთადაც შევძლებდი უფრო მეტის მიღწევას, საბოლოო ჯამში,მაინც სხვანაირ ფერებში წარმომედგინა ჩემი სტუდენტობა, გადამეტებული იქნება იმის თქმა,რომ იმედი გამიცრუვდა,ან სასწაულად გადააჭარბა მოლოდინს, უბრალოდ ვიტყოდი,რომ ჯერ კიდევ სწავლის პროცესში ვარ და ნელ-ნელა ვითვისებ ყველაფერს (პანდემიამ ძალიან დაგვაზარალა).

სანამ ჩავაბარებდი გარშემომყოფთაგან მესმოდა,რომ მნიშვნელოვანი, განსაკუთრებული, საოცარი და რთული პერიოდი მელოდა წინ. ვიტყოდი,რომ სტუდენტობა ნამდვილად არის რთული,ძნელი კი უფრო ნაკლებადაა. რთულია იმ კუთხით,რომ ნებისმიერი დამოუკიდებლობისა,თუ პასუხისმგებლობის მიუხედავად,სკოლაში მაინც „პატარები“ ვართ და ვიყავით. სკოლის მერე იხსნება დიდი,ფართო ასპარეზი, სადაც მხარდაჭერის მიუხედავად თითოეული ჩვენგანი ვართ მარტო,გვიწევს სრულიად ახალ სამყაროში თავის დამკვიდრება და ჩვენი ადგილის პოვნა. სტუდენტობა ბევრად მეტია,ვიდრე უბრალოდ სემესტრში ოცი გამოცდის ჩაბარება,აქ ახალ და უფრო მნიშვნელოვან ცხოვრებას სწავლობს თითოეული ახგაზრდა,წყვეტს თუ ვინ უნდა,რომ იყოს (რაც ძალიან რთულია). სტუდენტობას ზოგი სრულიად მოუმზადებელი ხვდება და მათთვიის განსაკუთრებით ძნელია ამ ყოველივესთან გამკლავება,რადგან ძალიან კონკურენტული გარემოა, უამრავი სირთულითა და დაძაბულობით, ვფიქრობ მთავარია საკუთარ თავში ძალის პოვნა,რადგან ყველაფერი ჩვენშია. სტუდენტურ ცზოვრებაზე საუბრისას ხშირად უთქვამთ ხოლმე,რომ ის ისეთი არის,როგორსაც შენ შექმნი და დაინახავო, ვფიქრობ რაღაც კუთხით მართლაც ასეა,რადგან ცხოვრების ამ ეტაპზე აღარავის აღარაფერი აღარ მოაქვს „ლანგრით“,გინდა გააკეთე,იბრძოლე,იშრომე,გამოიმუშავე ახალი უნარები და შეძლებ.

სტუდენტობა არის იმდენად რთული რამდენადაც ვართულებთ ჩვენ,რადგან თავისთავად რთული და მარტივი არ არსებობს,ყველაფერი პირობითი და შედარებითია. თუ გინდა მიაღწევ კიდეც.

ალბათ ცოტა შაბლონურია,მაგრამ ახალგზარდობა არის ის პერიოდი,როდესაც ყველაზე მეტად ვართ თავისუფლები,თუმცა ყველაზე მეტად ვიზღუდავთ თავს, უამრავი არ არსებული კომპლექსითა და სტანდარტით,ბევრი რამის მარტივად მიღება გვიჭირს და ყველაფერში ვეძებთ სირთულეს. ახალგაზრდებს ვურჩევდი,რომ საკუთარი თავი დააფასონ ისე,როგორც ამას იმსახურებენ,ნუ ელიან სხვისგან გაკერპებასა და სიყვარულს მაშინ,როდესაც თავად არ უყვართ საკუთარი თავი. ვურჩევდი,რომ მოესმინათ ყველასთვის,მაგრამ დაეჯერებინათ მხოლოდ საკუთარი თავისთვის,გადაედგათ მცდარი ნაბიჯი,რათა შემდეგ ენანათ,საკუთარ შეცდომებზე ესწავლათ და არ დალოდებოდნენ სხვის წაფორხილებას. სჯეროდეთ,რომ რა აზრიც არ უნდა მოუვიდეთ თავში, მნიშვნელოვანია და ნებისმიერი ოცნება შეიძლება ახდეს,უფრო მეტად მოუსმინონ საკუთარ თავს და უფრო ნაკლებად სხვებს იმის შესახებ,თუ როგორები არიან ისინი. ნებისმიერ ახალგაზრდას ვურჩევდი,რომ მიიღოს და შეიყვაროს საკუთარი თავი,რადგან ამ პერიოდში სწორედ ეს გვიჭირს,საკუთარი თავის დაფასება,მიღება და პატივისცემა,ამ პერიოდში ვყალიბდებით სრულფასოვან ადამიანებად და პიროვნებებად. თუ გინდა საკუთარი თავის შეცვლა და გაუმჯობესება,პირველ რიგში ის ისეთი უნდა მიიღო,როგორიც არის. გააზრებას საჭიროებს ის ფაქტიც,რომ არავის არავისთთვის დასამტკიცებელი არაფერი არ აქვს,გარდა საკუთარი თავისა. არ არსებობს პრობლემა,რომელიც არ გადახდენია სხვას,არ დაუძლევია და არ გადაულახავს,ყოველგვარი სიმდიდრე,ცოდნა და პასუხი ჩვენს შიგნით არის და გარეთ პასუხების პოვნა შეუძლებელია. შეიყვარე საკუთარი თავი ისე,როგორც გინდა,რომ უყვარდე შენთვის ყველაზე ძვირფას ადამიანს. გირჩევთ, რომ ნაკლებად შეეზღუდოთ საკუთარი თავი,მარტივად შეეხედათ ნებისმიერი პრობლემისათვის,მეტი ღიმილი,სითბო და სიყვარული აჩუქოთ ერთმანეთს და მეტად დააფასოთ საკუთარი პიროვნება.“

 

 

მომზადებულია:Studyprogrammes.Ge მიერ