,,ჰელფინგ ჰენდის”ფარგლებში პროექტი ,,განვითარდი და განავითარე” გაიმართა

7 ივლისს „ჰელფინგ ჰენდის“ საკვირაო კლუბის ფარგლებში, თეიმურაზ ხოჯაშვილის ინიციატივითა და ორგანიზებით ღონისძიება „განვითარდი და განავითარე“, გაიმართა. დახურვის ცერემონიალს ახალგაზრდობის სააგენტო მასპინძლობდა.

პროექტის „განვითარდი და განავითარეს“ მიზანია ახალგაზრდებში ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა. აღნიშნულის ფარგლებში, კონკურსის მონაწილეებმა საქართველოს განათლების სისტემის შესახებ თავიანთი ხედვები წარმოადგინეს. მოწვეული ჟიურის გადაწყვეტილებით, რომელიც გახლდათ გიორგი კეკელიძე, თამარ კანაშვილი, მერი ტარიელაშვილი, შორენა ხუხუა და ნინო თოდუა, გამოვლინდა გამარჯვებული.

საუკეთესო მოხსენების ავტორად დასახელდა გვანცა ყველაშვილი. ღონისძიების მხარდამჭერებმა მონაწილეებსა და გამარჯვებულს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

გთავაზობთ თეიმურაზ ხოჯაშვილის -პროექტის ორგანიზატორის ინტერვიუს

-ვინ იყო პროექტის სამიზნე ჯგუფი?

-პროექტი „განვითარდი და განავითარე“-მ მოიცვა თითქმის მთელი სქართველო. თბილისი, ბათუმი, ქუთაისი და სხვა.

-რას ისახავს ღონისძიება მიზნად?

– მიზნად ისახავს მოზარდებში ლიდერული უნარ-ჩვევებისა და პრობლემების შემოქმედებითი გზით გადაჭრის ხელშეწყობას, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების გაუმჯობესებას.

-შენ,როგორც ორგანიზატორს რა დაგანახა ამ პროექტმა?

-ამ პროექტმა დამანახა,რომ შეუძლებელი არაფერია. მთავარია გინდოდეს, იცოდე „გინდას“ რა „უნდა“ , გქონდეს მიზანი, იმედი, თავდაჯერებულობა. თუ ეს ყველაფერი გაქვს მაშინ ყველაფერი გამოვა. მე სულაც არ მქონდა იმედი იმისა, რომ ჩემს პროექტში ჟიურში მოვიდოდა- გიორგი კეკელიძე, თამარ კანაშვილი, მერი ტარიელაშვილი, შორენა ხუხუა, ლევან ლორია და სხვა. მაგრამ გამოვიდა! გამოვიდა, იმიტომ რომ მე ვიყავი თავდაჯერებული და იმედიანი იმისა, რომ მე ეს ღონისძიება გამომივიდოდა.

-რას ურჩევდი ახალგაზრდებს?

-რას ვურჩევდი ახალგაზრდებს ?! ცოტა არ იყოს რთული კითხვაა! მე მათ მოვუწოდებ ბრძოლისკენ, არ დანებებისკენ, შრომისაკენ და წარმატებისკენ. იცოდეთ, რომ თქვენი ცხოვრების შემქმნელები თქვენვე ხართ. მე ჩემს ცხოვრებას ვქმნი, შენ შენსას. ყველა ჩემს თანატოლს, უფროსსა თუ უმცროსს მოვუწოდებ იმისკენ, რომ შექმნათ თავგადასავლებით სავსე ცხოვრება! შეიტანოთ სხვის ცხოვრებაში მცირედი წვლილი, რომელიც შემდეგ სხვისთვის დიდი მოტივაცია იქნება. მე, შენ, ჩვენ…  ჩვენ ვართ ის მომავალი თაობა, რომელიც მომავალს შეცვლის უკეთესობისკენ. იშრომეთ! ვიშრომოთ!.“

 

No description available.

 

მომზადებულია: Studyprogrammes.Ge მიერ