,,როგორც ბაბუას სურდა მე გავხდები სტუდენტი“…

ცხოვრებას , ყოველთვის ახლავს სირთულეები. მუდმივად გვიწევს ახალი გამოწვევის წინაშე დავდგეთ ,მაგრამ, რაც არ უნდა იყოს მნიშვნელოვანია ბრძოლის უნარიანობა გაგვაჩნდეს! მთავარია , გამოწვევებს სათანადოდ ვუპასუხოთ და ხელი არასოდეს ჩავიქნიოთ !

ამ სტატიაში გაგაცნობთ გოგონას აჭარიდან, რომელიც მაგალითია არ დანებების , მას სურვილი აქვს ,რომ თავისი სიტუაცია ,რომელშიც აღმოჩნდა, სხვებისთვის მოტივაციის მიმცემი იყოს.

 

ნინო ბერიძე ,17წლის

იყო აბიტურიენტი ნიშნავს იბრძოლო მომავლისთვის, რადგან სწორედ ამ პერიოდში თუ არ იშრომებ შედეგი არ გექნება. პირადად ჩემთვის აბიტურიენტობის პერიოდი იყო თავგადასავლებით სავსე რთული იყო იმ მხრივ, რომ სკოლაში სიარული და მეცადინეობა ერთდროულად მიწევდა, სამეცადინოდ არ წავსულვარ ქალაქში, მაგრამ ონლაინ საუკეთესო მასწავლებლებთან ვემზადებოდი. ჩემს სოფელში ცოტა რთულია გამოცდებისთვის მოემზადო ისე, რომ უმაღლესი შედეგი აიღო მეცადინეობის გარეშე. რაც შეეხება 2021 წლის გამოცდებს ჩემთვის პირადად საშუალო სირთულის იყო, მართალია ისტორიაში ცოტა ორაზროვანი კითხვები იყო, მაგრამ ლოგიკით შეიძლებოდა დაწერა. შედეგებზე ასე პირდაპირ არ შემიძლია დასკვნების გაკეთება, რადგან ძალიან ცუდი პერიოდი მქონდა რამდენიმე კვირის წინ გარდამეცვალა ჩემი საყვარელი ბაბუა და მთავარი მოტივატორი. შეიძლება წელს გამოცდებზე არ გავსულიყავი, მაგრამ ჩემმა ოჯახმა, ახლობლებმა და მასწავლებლებმა, განსაკუთრებით კი ისტორიის რეპეტიტორმა, შაკო დარბაიძემ, არ მომცა დანებების უფლება, მაგრამ რთულია დაწერო გამოცდები, მაშინ როცა გუშინ ბაბუ გარდაგეცვალა, მაშინ როცა ორი დღის წინ გეგმავდით, რომ გამოცდაზე ერთად წახვიდოდით და გამოცდიდან გამოსულს ბაბუს ჩაეხუტებოდი. სამწუხაროდ ბაბუს გარეშე მომიწია გამოცდებზე გასვლა. არ ვიცი რა ქულებს მივიღებ, მაგრამ ვიცი, რომ ჩემი მასწავლებლების შრომა ჩემდამი დაფასდება და როგორც ბაბუს სურდა მე გავხდები სტუდენტი. მომავალში ალბათ ვიქნები სტუდენტი ჩემს სასურველ ფაკულტეტზე და მჯერა შევძლებ იმდენს, რომ ჩემით იამაყებენ მშობლები განსაკუთრებით კი ბაბუ ზეციდან. მინდა ვურჩიო ჩემს თანატოლებს, რომ არ დანებდბენ, რადგან ეს ცხოვრება ომია, რომელშიც ჩვენ მეომრები ვართ და მუდამ უნდა ვიბრძოლოთ დიდი ილიაც ხომ ამას მოგვიწოდებდა „მოძრაობა და მარტო მოძრაობა“, მთავარია არ გავჩერდეთ, რადგან ჩვენზე დგას მომავალი, ჩვენ ვართ საქართველოს იმედი. მართალია მე ცუდ სიტუაციაში აღმოვჩნდი, მაგრამ ეს ყველა აბიტურიენტისთვის იყოს მაგალითი, შეიძლება თქვენც გტკივათ, გენატრებათ და გგონიათ, რომ ვერ შეძლებთ, მაგრამ იცოდეთ მომავალი წინაა. მე სწორედ, ამიტომაც ვაგრძელებ სწავლას, რომ გავახარო ბაბუ, რომელიც ზეციდან დამყურებს.  ჩემი მთავარი მოწოდება არის            „არ დანებდეთ!“.

 

 

მომზადებულია:Studyprogrammes.Ge მიერ