ქართველი ბიჭი,რომელიც ბაიერნის მსოფლიო გუნდში მოხვდა

სტატიაში გაგაცნობთ 17 წლის ქართველ ბიჭს ნიკა ნოზაძეს,რომელიც ბაიერნის მსოფლიო გუნდში მოხვდა.ის თვლის ,რომ წარმატების საიდუმლო საქმისადმი პროფესიონალური მიდგომა და დისციპლინაა.მის ინტერვიუში იხილავთ – როგორ მოახერხა და რა გზა გაიარა მან საფეხბურთო კარიერაში წარმატების მისაღწევად.

No description available.

-მოგვიყევით, თქვენზე და თქვენი ბოლო დროინდელი წარმატების შესახებ, რა ნაბიჯები გადაგიდგამთ რომ მისთვის მიგეღწიათ?
მე ვარ ნიკა ნოზაძე, 17 წლის. ფეხბურთის თამაში დავიწყე 9 წლის ასაკში, წლების განმავლობაში ვთამაშობდი ქართულ გუნდებში, პარალელურად კარგად ვსწავლობდი სკოლაშიც. 1 თვის წინ მოვხვდი ბაიერნის მსოფლიო გუნდში. გერმანული კლუბი ეძებდა 15 ნიჭიერ მოთამაშეს, საჭირო იყო გაგეგზავნა შენი თამაშის საუკეთესო მომენტები და შემდეგ მწვრთნელები აირჩევდნენ რჩეულ ფეხბურთელებს. საბედნიეროდ მეც მოვხვდი ტოპ 15-ში.

 –გვესაუბრე შენი ინტერესის სფეროზე
 ამჟამად ჩემი ინტერესის სფერო ბოლომდე მიმართულია ფეხბურთისკენ. ბავშვობაშიც ყოველთვის მიზიდავდა სპორტი და სპორტის გარეშე ვერც წარმომიდგენია ჩემი თავი.

 -როგორც ვიცით წელს დაამთავრე სკოლა და მოგვიყევი ცოტა რამ აბიტურიენტბის შესახებ.
წელს დავამთავრე სკოლა, აქტიურად ვემზადებოდი მთელი წელი გამოცდებისთვის თუმცა ზუსტად ამ პერიოდს დაემთხვა ჩემი წარმატება ფეხბურთში და გერმანიაში წასვლა, რის გამოც წელს ვერ მოვახერხე ჩაბარება. თუმცა მომავალ წელს აუცილებლად ვგეგმავ გამოცდებზე გასვლას.

-დაახლოებით, სად და როგორ ხედავთ საკუთარ თავს რამდენიმე წელში?                                                     რთულია წინასწარ ამის თქმა, თუმცა ვიმედოვნებ, რომელიმე წამყვან ევროპულ კლუბში ვითამაშებ.

-ვინ არის შენი ინსპირაციის წყარო?
გამორჩეულად ინსპირაციის წყარო არ მყავს. თუმცა არიან ფეხბურთელები, მაგალითად ლიონელ მესი და ანდრეს ინიესტა, რომლებმაც ბავშვობაში მოახდინეს ჩემზე გავლენა და გამიჩინეს მოტივაცია.

 -რა რჩევას მისცემდი ადამიანებს, იმისათვის რომ აიწყონ წარმატებული კარიერა?
ჩემი აზრით წარმატების საიდუმლო არის საქმისადმი პროფესიონალურად მიდგომა და დისციპლინა. რაც მოითხოვს ბევრ რამეზე უარის თქმას და ბოლომდე შენს საქმეზე კონცენტრირებას.

 

მომზადებულია: Studyprogrammes.Ge მიერ