ინტერვიუ აბიტურიენტებთან ,,ძნელია თუ არა აბიტურიენტობა?”

არის თუ არა აბიტურიენტობა ძნელი? ეს ის კითხვაა , რომელიც ხშირ შემთხვევაში აწუხებთ ახალგაზრდებს და განსაკუთრებით აშინებთ ეს პერიოდი ,რადგან ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიან. სტატიაში გიზიარებთ აბიტურიენტების აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით ,ასევე ისინი გაგაცნობენ მათ შეხედულებას 2021 წლის ეროვნული გამოცდების შესახებ.

 

ნინი გორგოძე ,18წლისNo description available.

აბიტურიენტობა ნამდვილად არ იყო მარტივი, თუმცა არც „ავი“ აბიტურიენტი არ ვიყავი. ზოგადად აბიტურიენტობის პერიოდი ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ჩემთვის განსაკუთრებულად რთული ახალ რეჟიმში გადასვლა და რელევანტური მიზნების დასახვა იყო. 2021 წლის ეროვნული გამოცდები არც თუ ისე რთული იყო, წელს განსაკუთრებულად მარტივი იყო ქართული და ინგლისური , რაც შეეხება მათემატიკას შედარებით რთული აღმოჩნდა… რაც ალბათ შედეგებზეც აისახება.ჩემი მომავლის გეგმები შედეგებთანაა დაკავშირებული შესაბამისად ჯერ არ მინდა გეგმებზე საუბარი… ჩემს თანატოლებს ვურჩევ რომ შემართებით იყვნენ და ახსოვდეთ, რომ შედეგები მათ ცხოვრებას არ წყვეტს. აბიტურიენტებს კი ვურჩევ ადეკვატურად შეაფასონ თავიანთი შესაძლებლობები და რეალობას თვალი გაუსწორონ.

 

 

რეზი მსხვილიძე,18წლისNo description available.

აბიტურიენტობის პერიოდი საკმაოდ დატვირთული იყო, დღის უმეტეს ნაწილს მეცადინეობას ვუთმობდი , ამიტომ დრო არ მრჩებოდა სხვა რამით დავკავებულიყავი. ყოველი დღე, გათენებისთანავე მასწავლებელთან წასვლით იწყებოდა და დროის დიდ ნაწილს იქ ვატარებდი , საღამოს კი ვმეცადინეობდი. საკმაოდ რთული აღმოჩნდა აბიტურიენტობა ,ყოველდღე ახალის აღმოჩენა ჯამში ძალიან მომეწონა. კონკრეტულად ჩემი საგამოცდო საკითხები ქართულსა და ინგლისურში საკმაოდ მარტივი იყო ჩემი აზრით,ხოლო მათემატიკის გამოცდა შედარებით რთული და ალბათ ბევრსაც გაუჭირდა.შედეგების დადებამდე პერიოდი ვფიქრობ რთული იქნება იმის გამო , რომ გაინტერესებს რა შედეგი გამოიღო მთელი წლის ნაშრომმა და არის თუ არა ის, რასაც ელოდი ვვარაუდობ ,რომ კარგი შედეგები უნდა მქონდეს და იმედიც მაქვს ამის.ჩემი მომავლის გეგმები გრძელვადიანია და უმთავრესია პირველ რიგში მოვხვდე იმ უნივერსიტეტში, სადაც ვხედავ ჩემი ამ მხრივ განვითარების საშუალებას.ჩემს თანატოლებს ვურჩევ, რომ მაქსიმალურად გაამახვილონ ყურადღება მცირე დეტალებზეც კი, რადგან „ყველაფერი მარტივი გენიალურია“ და უფრო მეტი და მეტი ისწავლონ, რათა განვითარების უმაღლეს საფეხურს მიაღწიონ.

 

 

მაიკო მეკოკიშვილი,18წლის შეიძლება იყოს 1 ადამიანი, თმა, მდგომარე და გარეთა ჩასაცმელი-(ი)ს გამოსახულება

აბიტურიენტობა მართლაც, რომ დაუვიწყარი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. ამ დროს მაქსიმალურად გავიაზრე პასუხისმგებლობის მთელი არსი და მივხვდი, რომ ბევრი რამ, თურმე ჩემზეა დამოკიდებული. ეს ის დროა, როდესაც შეგიძლია შენი თავი ძალიან დიდ საქმეში გამოიწვიო და შემდეგ ამ გამოწვევას როგორ გადალახავ შენზეა დამოკიდებული. არასდროს ვარიდებდი თავს სირთულეებს და არც არასდროს მეშინოდა არაფრის. შესაბამისად, აბიტურიენტობისას სერიოზული პრობლემები ნაკლებად მქონდა. ერთადერთი, რაც მაწუხებდა იყო დროის კარგვის შიში, რომელსაც პასუხს დღემდე ვერ ვუძებნი. სულ მინდოდა, რომ მეცადინეობისთვის დამეთმო დრო და ნაკლებად გამომეყენებინა ის სხვა რაღაცებისთვის, თუმცა ბოლოს მივხვდი, რომ დასვენებაც საჭიროა ფიქრისთვის. 2021 წლის გამოცდებს,რაც შეეხება მოლოდინებს გადააჭარბა(რა თქმა უნდა ირონიულად). თუმცა, მოველოდი სასკოლო პროგრამასთან შეუსაბამოდ შედგენილ ტესტებს, რომელიც ბევრად რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმოვიდგენდი. სირთულეების არ მეშინია თქო, მაგრამ პირველად ავღელვდი და შემეპარა ეჭვი საკუთარ შესაძლებლობებში, ისიც წამიერად. რთულია, როცა ყველაფერზე უარს ამბობ, რომ გამოცდებზე შენი მაქსიმუმი გააკეთო და როდესაც ფიქრობ ყველაფერი წყალში ჩაგეყრება, ეგ უფრო გაძლიერებს. მიუხედავად ამისა, მაინც ვფიქრობ, რომ მაქსიმალური შევძელი და კარგ შედეგებსაც ველოდები. ჩემს თავს დავუმტკიცე, რომ თურმე ბევრი რამ შემძლებია და არაფრით არ ვარ ნაკლები სხვაზე. სამომავლოდ, მინდა საუნივერსიტეტო ცხოვრებასთან ერთად, კიდევ ბევრი რამ გავაკეთო მომავალი თაობის განვითარებისთვის, რადგან ის გზა რაც მე რთულად გამოვიარე სხვას კიდევ უფრო გაუმარტივო. რჩევის მიცემასთან დაკავშირებით, როდესაც მეკითხებიან არ ვიცი ხოლმე რა ვთქვა, რადგან სულ მგონია ვიღაცას ინდივიდუალურ ხედვას ვუკარგავ. მთავარია შენი მიზანი იპოვო და ამ მიზნის მისაღწევად კიდევ სხვა მიზნები დაისახო. მე ვთვლი, რომ ჩემი გზა მარტივად არ მიპოვია და შესაბამისად, თქვენც ნუ დაელოდებით, რომ წარმატება თვითონ მოვა თქვენთან.

 

 

ლიკა გოგოლაძე ,18წლის No description available.

აბიტურიენტობა დაკავშირებულია ბევრ შრომასა და ნერვიულობასთან , ბევრი უძილო ღამეები მახსოვს სულ ვცდილობდი მეტი მესწავლა, რომ გამოცდა წარმატებით ჩამებარებინა. 2021 წლის გამოცდები კარგი იქნებოდა , პირბადის გარეშე ,გამიჭირდა იმდენხანს მისი ტარება და ხელი შემიშალა . იმდენი ვწერე გამოცდაზე იმედი მაქვს, რომ მაღალ შეფასებას მივიღებ, მომავალში მსურს ვიყო ფილოლოგი. ,,ჰელფინგ ჰენდის“ „მოხალისე ვარ“ და ამ პროექტის ფარგლებში მინდა ხელი შევუწყო ბავშვების განვითარებას .ჩემს თანატოლებს ვურჩევ იყვნენ მიზანდასახულები და იშრომონ იმისთვის , რომ წარმატებას მიაღწიონ.

 

 

ია ბლიაძე,18წლის No description available.

სიმართლე გითხრათ აბიტურიენტობა ცოტა რთული იყო ,თუნდაც ამ პანდემიიდან გამომდინარე გვიწევდა, ხოლმე ონლაინ გაკვეთილები , რაც ნამდვილად არ არის სარგებლიანი. ასევე ჩემთვის რთული იყო ისიც, რომ რეპეტიტორებთან ,როცა მივდიოდით 2-3საათი პირბადით ვიჯექით, რაც არასასიამოვნოა ნამდვილად. ტესტებს, რაც შეეხება ვფიქრობ, რომ არ იყო გააზრებულად შექმნილი, რადგან თუნდაც ისტორიის გამოცდაზე ძალიან ორაზროვანი შეკითხვები შეგვხვდა. ვფიქრობ, პანდემიის ფონზე ასეთი ტესტები არ უნდა შეედგინათ. ძალიან დამაბნეველი შეკითხვები იყო და ზოგიერთი კითხვა უაზროდაც დასმული. შედეგებს, რაც შეეხება არ ვიცი წინასწარ  , მაგრამ ძალიან დაბალ ქულებსაც არ ველოდები. ძალიან დიდი გეგმები მაქვს და მინდა, რომ წარმატებული გამომძიებელი გავხდე. თანატოლებს ვურჩევ, რომ ყოველთვის იბრძოლონ მიზნის მისაღწევად და არასდროს ჩაიქნიონ ხელი.

 

 

 

ლანა ბაქანიძე,18წლის ფოტოს გახსნა

თავიდან, როცა დავიწყე იოლი მეგონა აბიტურიენტობა. ვფიქრობდი, რომ ყველაფერი ადვილია, თუმცა თანდათან მიხვდი, რომ ეგრეც არ იყო საქმე, ამ 10 თვის განმავლობაში ბევრ რამეს შევეჯახე, ბევრ სირთულეს გადავაწყდი და გადავლახე კიდეც! უბრალოდ ერთი მთავარი ისაა, რომ ამ ყველაფერს იმ მიზნის მისაღწევად აკეთებ, რაც დასახული გაქ და ამისთვის ყველაფერს გააკეთებ. საბოლოოო ჯამში, აბიტურიენტობა საუკეთესო პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. რაც შეეხება 2021წლის გამოცდებს ყველასათვის ინდივიდუალურია, მაგრამ ვიტყვი რომ წინა წელთან შედარებით ოდნავ რთული იყოო. თუმცა არა ისეთი რთული, რომ რამე გამჭირვებოდა. სამივე გამოცდით ასე თუ ისე კმაყოფილი ვარ. მოლოდინიც შესაბამისი მაქვს. ჩემი მომავლის გეგმაა უნივერსიტეტი წარმატებით დავამთავრო. ჩემს თანატოლებს კი ვურჩევ რო არაფერზე არ ინერვიულონ, პირიქით. აქ არაფერია საპანიკო, ყველაფერს ადვილად მიუდექით და მუშაობაც გაგიიოლდებათ!( სწავლასთან ერთად ,არც გართობაა მოიკლოთ, ეს ჩემი რჩევა იქნება.)

ყველაფერი გამოგივა ,როცა ,რაღაც მიზნისკენ ისწრაფვი! საკუთარი თავის ირწმუნეთ! თქვენ შეუძლებელს შეძლებთ!.

 

 

 

 

 

ირაკლი ნიკოლაშვილი ,18 წლისNo description available.

აბიტურიენტობის პერიოდი, არც თუ ისე ადვილი გამოდგა ჩემთვის, მუდმივი მომზადება და რეპეტიტორებთან სიარული ძალიან დამღლელია. ასევე თავისუფალი დრო თითქმის არც მქონია, კონცენტრირებული ვიყავი ეროვნულ გამოცდებზე, რადგან ჩემი ოჯახის წევრებისთვის და მეგობრებისთვის იმედი არ გამეცრუებინა. რაც შეეხება გამოცდებს, ყველაფერი კარგად იყო ორგანიზებული, ყველანაირი კოვიდ რეგულაციების დაცვით, რაც დღევანდელ რეალობაში მთავარია. ხოლო გამოცდის საკითხები სტანდარტული სირთულის იყო, საერთო ჯამში ყველაფერმა კარგად ჩაიარა. შედეგებს რაც შეეხება, ველოდები დადებით პასუხს. სამომავლოდ სპორტული კარიერის გაგრძელება მსურს.ჩემს თანატოლებს ვურჩევდი, რომ გამოცდების დროს არ ინერვიულონ და უფრო თავდაჯერებულნი იყვნენ თავიანთ თავში.

 

 

 

მარიამ ბარბაქაძე,17წლისNo description available.

უპირველესყოვლისა მინდა აღვნიშნო, რომ აბიტურიენტობის პერიოდი მოითხოვს დიდ შრომას, დაკვირვებას და სირთულეების გადალახვას, აბიტურიენტმა დაუღალავი შრომის შედეგად უნდა მიაღწიოს დიდ წარმატებას, ამ პერიოდში არაერთ სირთულესთან გამკლავება მომიწია, ეს იყო: სიზარმაცის დაძლევა, დროის სწორად განაწილებაა, უამრავი მასალის შესწავლა და სხვ.2021წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩემთვის წარმოადგენს საშუალო სირთულის ტესტების კრებულს, რა თქმა უნდა თუ მთელი წელი არაფერი გისწავლია ვერ დაწერდი, მაგრამ თუ ისმენდი მაინც მასწავლებლის ნათქვამს, ნაამბობს მაშინ ბარიერის გადალახვა არც კი გაგიჭირდებოდა, წლევანდელი გამოცდები საბოლოო ჯამში არ იყო რთული. საკუთარ თავზე ვერ ვიტყვი, რომ მაქსიმალურ ქულას ველოდები, მაგრამ მაქსიმალური ქულის 50%ზე მეტს აუცილებლად ველი, რის შემდეგაც მომავალში მინდა ჩავირიცხო ქართული ენის ფილოლოგიაზე და საზოგადოებაში დავიმკვიდრო თავი, როგორც ღირსეულმა პედაგოგმა.

და ბოლოს მინდა მომავალ აბიტურიენტებს ვურჩიო, რომ აბიტურიენტობის დროს აუცილებლად უნდა დაისახონ მიზანი,მოინდომონ,თითოეული საკითხი კარგად განიხილონ და დაუღალავად ისწავლონ, რაც მთავარია სჯეროდეთ საკუთარი თავის!.

 

 

ნინო კალანდაძე, 18 წლის No description available.

აბიტურიენტობის პერიოდი ჩემთვის ნაწილობრივ სირთულეებთან იყო კავშირში, თუნდაც იმიტომ, რომ მასწავლებელთან საათობით მიწევდა ჯდომა პირბადით, რთული იყო შეჩვევა… კიდევ ერთი ფაქტი ის არის, რომ სკოლა რადგან ონლაინ იყო გადასული, რეპეტიტორები დილაობით მიბარებდნენ და იყო ხშირად პერიოდები, როცა გვავალდებულებდნენ ,,ონლაინ გაკვეთილებზე“ შესვლას, რასაც ვერანაირად ვერ ვახერხებდი, როცა შევდიოდი მაინც არაფერი ხდებოდა საინტერესო და მხოლოდ იმის გამო გვავალდებულებდნენ, რომ ვაიდა სამინისტროს შეემოწმებინა ყველაფერი წესრიგში ყოფილიყო და მოსწავლეებზე არც ფიქრობდნენ ხშირ შემთხვევაში…  ერთ-ერთი ფაქტორი კოვიდიცაა, რამდენიმე ჯგუფელს დაუფიქსირდა კორონა და მაშინაც იძულებულები ვიყავით ონლაინზე გადავსულიყავით გარკვეული პერიოდით რაც, რა თქმა უნდა, ხელის შემშლელია, რთულია კონცენტრირდე ონლაინ გაკვეთილზე.

2021 წლის გამოცდები გართულებული იყო წინა წლებთან შედარებით, ვფიქრობ, ასე არ უნდა ყოფილიყო, ჯერ იქიდან დავიწყოთ, რომ წელევანდელ აბიტურიენტებს 2წლის განმავლობაში სკოლაში არ უვლია, ონლაინ უმეტესობა ვერ იღებს შესაბამის განათლებას, ზოგი საერთოდ უსახსრობის გამო ვერ ემზადება და ზოგჯერ სკოლაზეა დამოკიდებული… ქართული დიდად არ წარმოადგენდა სირთულეს, მაგრამ ინგლისურის რამდენიმე ვარიანტი შედარებით რთული იყო, მოსასმენი მეტწილად ხარვეზიანი ,ზოგს ხმამაღლა უფრო კარგად ესმოდა,ზოგს ხმადაბლა… დამკვირვებლებს კარგად ვერ ატრენინგებენ… ვიცი რამდენიმე შემთხვევა, როცა დამკვირვებლებმა არ მიცეს უფლება ბავშვებს გადაეხედათ ინგლისურის მოსასმენის კითხვებისთვის, როცა სპეციალურად ის 20წამი მაგისთვისაა გამოყოფილი და ზოგს მაგის გამო ხელი ეშლება და კარგად ვერ იაზრებს…ისტორიაც საკმაოდ გართულებული იყო… ხშირი იყო ორაზროვანი კითხვები… მოკლედ ყველანაირად უკმაყოფილოვარ წლევანდელი გამოცდებით… და საერთოდაც მიმაჩნია, რომ ბავშვებს არ უნდა სჭირდებოდეთ რეპეტიტორებთან სიარული! სკოლამ უნდა მისცეს ბავშვს შესაბამისი განათლება…ზოგი დადის კერძო სკოლაშიც ყრის ფულს და მაინც ცალკე რეპეტიტორთან უწევს სიარული, არა მგონია საქართველოში ამდენი ,,მილიონერი“ იყოს… მოლოდინები დიდად კარგი არ მაქვს როგორც აღვნიშნე წლევანდელი შედარებით გართულებული იყო, რამდენიმე უსამართლო შემთხვევაც იყო… არ იღებს განათლების სისტემა შესაბამის პასუხისმგებლობას, აბიტურიენტების ჯგუფებში იმდენი საჩივარი იწერება, ზოგს ოპერაცია დასჭირდა და ვერ მიდიოდა გამოცდაზე მაგრამ ყურიც არ ,,შეიპარტყუნეს“… მომავლის გეგმებზე ბევრს ვერ ვისაუბრებ, ისეთი რთულია სიტუაციაა ჩვენს ქვეყანაში, რომ მე თვითონაც მიჭირს რაიმე გადაწყვეტილების მიღება…

ჩემს თანატოლებს აუცილებლად ვურჩევდი, რომ არ იზარმაცონ… შეძლებისდაგვარად ყველაფერი ისწავლონ მათი მომავლისთვის, თუ რაიმე უსამართლობას გადააწყდებიან აუცილებლად გააპროტესტონ, მაგრამ სამწუხაროდ სანამ სახელმწიფოში ნორმალური წამყვანი ადამიანი არ გვეყოლება და სანამ განათლების სისტემას არ მიხედავენ, ეჭვი მეპარება, რომ რამე გამოვიდეს…

 

 

დიანა გაბაიძე,17წლისNo description available.

ჩემთვის აბიტურიენტობა იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერიოდი იმიტომ, რომ გავიცანი საუკეთესო რეპეტიტორები, ასე ვე ჯგუფელები, რომლებიც ისე მეგობრულად და თბილად შემხვდნენ, მეტი რომ არ შეიძლებოდა. ყველაზე დიდ მოტივაციას მაძლევდნენ ჩემი რეპეტიტორები, რომლებიც ყოველდღე ახლ და საინტერესო თემებს მიხსნიდნენ. რაც ყველაზე მთავარია ეს ცოდნა მხოლოდ ეროვნული გამოცდებისთვის კი არა, ცხოვრებისეულადაც გამომადგება. დაახლოებით 2 წლის წინ რომ გეკითხათ ვაპირებდი თუ არა სწავლის გაგრძელებას, გიპასუხებდით, რომ არა, მაგრამ ახლა ეს ყველაფერი ჩემთვის ისეთი საინტერესო და მრავალფეროვანი გახდა, რომ იგივე შეკითხვა რომ დამისვათ გიპასუხებთ „დიახხხხხ“. 2021 წლის გამოცდები, პირადად ჩემთვის იყო, ძალიან მარტივი, არც კი მოველოდი ასე თუ გამიადვილდებოდა, რადგანაც 12 წელი მართლაც, რომ ზარმაცი ვიყავი. ბოლო 3 თვეში გადავწყვიტე წიგნი ამეღო და დამეწყო მეცადინეობა. ამ ყველაფრის სწავლა 3 თვეში, რთული კი იყო, მაგრამ დარწმუნებული ვარ შედეგით კმაყოფილი ვიქნები! უამრავი გეგმები მაქვს, მრავალფეროვანი და მრავლის მომცემი. ჩემს თანატოლებს ვეტყვი, რომ არასოდეს არ არის გვიანი, არაფერია შეუძლებელი! მთავარია მონდომება! მიზანდასახულობა და ყველაფერი უცებ გამოვაა! წარმატებებს ვუსურვებ თითოეულ აბიტურიენტს! ჩვენ აუცილებლად გავხდებით სტუდენტები! რაც შეგეხებათ მომავალ აბიტურიენტებს, არ დაგეზაროთ და ყველაფერი გამოგივათ!

 

მომზადებულია: Studyprogrammes.Ge მიერ