5 რჩევა, რომელიც სასწავლო პროგრამის მარტივად ათვისებაში დაგეხმარებათ

მეცადინეობა ხშირ შემთხვევაში პრობლემურია, რადგან ამ დროს, უპირატესობას ვანიჭებთ მეგობრებთან გართობას, ოჯახთან საუბარს, ფილმების ყურებას, თამაშს… მაგრამ, იმისათვის, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი უკან არ დაგვრჩეს, უნდა შეგვეძლოს გავუმკლავდეთ სიზარმაცეს და მეცადინეობასთან დაკავშირებულ სტრესს.

სტატიაში გთავაზობთ რჩევებს, რომელიც დაგეხმარებათ დაძლიოთ სიზარმაცე და მარტივად აითვისოთ პროგრამა.

1.შეარჩიეთ სწორი დრო

დროის შერჩევას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მეცადინეობა ბოლო დღემდე არ უნდა გადავდოთ ,რადგან ეს თავისთავად ზრდის სტრესს. მნიშვნელოვანია გადავანაწილოთ დღეების მიხედვით,ასე მასალაც ნაკლები დაგროვდება და შესწავლაც გაგვიიოლდება. ასევე შესაძლებლობა გვქნება თავი ნაკლებად დავიტვირთოთ.

 

2.გაწერე გეგმა

გეგმის დასახვა და ფურცელზე გადატანა დაგვეხმარება ,რომ საკუთარ თავს ორგანიზება გავუწიოთ და დათქმულ დროში მოვახერხოთ სწავლა, დავახარისხოთ სასწავლო მასალა და მივანიჭოთ შესაბამისი დრო, რამდენსაც ვფიქრობთ ,რომ დაგვჭირდება მის ასათვისებლად. ასე ნაკლებად იფიქრებთ სწავლის პროცესში სხვა საგნებსა თუ მოვლენებზე და მაქსიმალურად კონცენტრირდებით სწავლაზე.

 

3.წაახალისეთ საკუთარი თავი

ერთ-ერთი რამ, რაც ნებისმიერ სიტუაციაში გვჭირდება მოტივაციაა. მოტივატორი შეიძლება ნებისმიერ, რამ იყოს. ამ შემთხვევაში ,თუნდაც სასუსნავი .ეს დაგეხმარებათ ,რომ სწავლის პროცესი უფრო გაიიოლოთ და საკუთარი თავი წაახალისოთ.

 

4.გამოიყენეთ ფერადი მარკერები და წებოვანი ფურცლები

სასწავლი მასალის ფერადი მარკერებით მონიშვნა და წებოვანი ფურცლების გამოყენება, თუნდაც საკვანძო სიტყვებისთვის უფრო ხალისიანს და საინტერესოს გახდის მეცადინეობას.

 

5.გამეორება

ყველაზე მნიშვნელოვანი სწავლის პროცესში ისაა,რომ ნასწავლი დიდხანს გაგვყვეს და არ დაგვავიწყდეს . ამისათვის კი მთავარია,რამდენჯერმე გავიმეოროთ, გარკვეული დროის შუალედით მასალა.

გისურვებთ წარმატებებს!

მომზადებულია:Studyprogrammes.Ge მიერ