,,შრომა,სწავლა და თავისუფლების განცდა!”- გიორგი კეკელიძე

studyprogrammes.ge აგრძელებს რუბრიკას ბლიც-ინტერვიუს ინფლუენსერებთან და წარმატებულ ადამიანებთან. ჩვენი რუბრიკის შემდეგი სტუმარია ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, კინოსცენარისტი, ესეისტი, ლექტორი, ტელეწამყვანი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი – გიორგი კეკელიძე.

გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს გიორგისთან:

-რა გინდოდა, რომ გამოსულიყავი ბავშვობაში?

-ბავშვობაში ერთდროულად მინდოდა კოსმონავტობა, მღვდლობა და დიპლომატობა.

-რა პროფესია აირჩიეთ და სად ისწავლეთ ?

-საბოლოოდ ავირჩიე ფილოლოგია და ვისწავლე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

-რა გახსენდებათ ყველაზე დადებითად სტუდენტობის პერიოდში?

-ყველაზე დადებითად სტუდენტობის პერიოდში მახსენდება ის ადამიანები, ვინც გავიცანი.

-რას საქმიანობთ ახლა ?

-ახლა ვუძღვები ეროვნულ ბიბლიოთეკას.

-გაგვიზიარეთ თქვენი სამომავლო გეგმები

-სამომავლო გეგმებს, რაც შეეხება კინორეჟისორობა მინდა.

-და ბოლოს, რას ურჩევთ ახალგაზრდებს?

-შრომა, სწავლა და თავისუფალების განცდა!

 

მომზადებულია:Studyprogrammes.Ge მიერ