ესეების კონკურსი ,,სირთულეები პროფესიის არჩევისას”

კარიერული განვითარების ექსპერტი, მერი ტარიელაშვილი, რომელიც ყოველდღიურად ეხმარება ასობით ადამიანს წარმატების მიღწევაში; ოცნების კარიერის შექმნაში, პროფესიის არჩევა/შეცვლაში, სამსახურის ძებნაში, დაწინაურებასა თუ პერსონალური ბრენდის შენებაში , აცხადებს ესეების კონკურსს თემაზე ,,სირთულეები პროფესის არჩევისას”. მას სურს შექმნას სახელმძღვანელო  ,,როგორ ავარჩიოთ სწორად პროფესია და დავგეგმოთ კარიერა”, რაზეც ის სოციალურ ქსელში წერს.
,,გინატრია შენი ნაშრომი წიგნში გეხილა? მითუმეტეს წიგნში, რომელიც თაობებს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება!
ჩემი ბოლო პოსტებიდან ალბათ იცი,რომ პროფესიული ორიენტაციის კუთხით წლების შრომას მალე სახელმძღვანელოს ფორმატით წარმოვადგენ. ამგვარად გაცილებით სწრაფად და მეტ ახალგაზრდას ექნება შესაძლებლობა სწორი სტრატეგიით, სავარჯიშოებით, ნაბიჯ-ნაბიჯ აარჩიოს პროფესია და დაგეგმოს კარიერა. გადავწყვიტე წიგნი ჩემი ონლაინ მეგობრების, კარიერული კლუბის წევრების ჩართულობით შევქმნა.  ამიტომ პოსტებში და სთორებში მომდევნო კვირების განმავლობაში მუდმივად მოვაგროვებ საკითხებს, რომლებზეც საკუთარი აზრის დაფიქსირება შეგეძლებათ, მოვაგროვებ კითხვებს, რომლებზე პასუხებსაც წიგნში შევიტან და თქვენს საჭიროებებს მაქსიმალურად გავითვალისწინებ, რომ ზუსტად ის შევქმნა, რაც ნამდვილად გამოგადგებათ.
ახლა კი მთავარი: ესეების კონკურსს ვაცხადებ თემაზე “სირთულეები პროფესიის არჩევისას” და რჩეული ესე ჩემს წიგნში მოხვდება, მის განხილვას შესაბამისი ადგილი დაეთმობა.
ჩემთვის საინტერესოა როგორ დაინახავთ ამ საკითხს, რამდენად შემოქმედებითად მიუდგებით, არანაირი შეზღუდვები, მხოლოდ სათაური. დანარჩენი თქვენთვის მომინდია.
ესე ავტორის მცირე ბიოგრაფიასთან ერთად გამომიგზავნეთ ელ-ფოსტაზე: meri.tarielashvili@gmail.com
2 აგვისტოს ჩათვლით. გპირდებით, ყველა ესეს თავად გავეცნობი.”