ქართველი ბიჭი, რომელიც აზერბაიჯანში წარადგენს მოკლე მეტრაჟიან სიუჟეტს ,,მედია პრობლემებზე და მათი თავდაცვის“ შესახებ

პროექტის ,,დემოკრატიის გაძლიერება მედია წიგნიერების ამაღლებით“ ფარგლებში დოკუმენტური ფილმების ჩვენება – განხილვა განხორციელდა. პროექტის მიერ შერჩეული 5 დოკუმენტური ფილმის ანალიზით აზერბაიჯანული ეთნოსის ქალებისა და ახალგაზრდების ჯგუფებმა აიმაღლეს ცოდნა და გაიუმჯობესეს მედია წიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების უნარები. პროექტის აქტივობებში ჩართულია 30 აზერბაიჯანული ეთნოსის ქალი და ახალგაზრდა.

აღნიშნულ პროექტში კი მონაწილეობას ქართველ ბიჭი, ნიკო კოკაია იღებდა, რომელმაც წარმატებით გამოიჩინა თავი ზემოთხსენებულ პროექტში და USAID-ის მიერ მოიპოვა დაფინანსება, რომლის მეშვეობითაც იგი, პოსტკოვიდური კრიზისის დასრულებისა და პირველივე შესაძლებლობისთანავე გაემგზავრება აზერბაიჯანში და წარადგენს მოკლე მეტრაჟიან სიუჟეტს ,,მედია პრობლემებზე და მათი თავდაცვის“ შესახებ.

ნიკო, ასევე გახლავთ საქართველოს სტუდენტური პარლამენტის, იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული და რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე. ნიკო აზერბაიჯანში პროექტს ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“-ის სახელით წარადგენს.

 

გთავაზობთ ნიკოს ინტერვიუს მის წარმატებასთან დაკავშირებით

-გვიამბეთ ამ პროექტის შესახებ და პროექტის სამიზნე ჯგუფზე

-პროექტი, რომელიც ჩატარდა ,,დემოკრატიის გაძლიერება მედია წიგნიერებისთვის“ ფარგლებში, ნაჩვენები იყო 5 დოკუმენტური ფილმი, სადაც ფილმის ანალიზით აზერბაიჯანული ეთნოსის ქალებისა და ახალგაზრდების ჯგუფებმა აიმაღლეს განათლება და უკეთ გაიგეს ნადვილი და ყალბი ინფორმაციის, პროპაგანდისა და მანიპულაციის, კიბერბულიგის იდენტიფიცირება და პრევენცია, კიბერუსაფრთხოების დაცვასთან დაკავშირებით. როგორც აღვნიშნე, პროექტმა აზერბაიჯანული ეთნოსის ქალები და ახალგაზრდების ჯგუფი მოიცვა.

-გვესაუბრეთ თქვენს წარმატებაზე ამ პროექტში

-რაც შეეხება ჩემს წარმატებას, მე პროფესია ჟურნალისტიკაში ვარ უკვე მეექვსე წელი დაიწყო (ტელეოპრატორი) და ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის პირადად აღნიშნული პროექტი, სადაც მე ვისაუბრე დღევანდელი ქართული მედიის შევიწროვებაზე და მათ შესაძლო ჩახშობაზე კონკრეტული პოლიტიკური თუ ,,არასამთავრობო“ ორგანიზაციების მხრიდან, რამაც ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია იქ მყოფ და დამსწრე საზოგადოებაში, საიდან გამომდინარეც USAID-მა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დავეფინანსებინე და აზერბაიჯანში გავიტანო ჩემი პროექტი სახელწოდებით ,,მედია პრობლემებზე და მათი თავდაცვის“ შესახებ, რომლის ესე ვთქვათ პრეზენტაციასაც მე მსოფლიოში არსებული პოსტკოვიდური სიტუაციის დაწყნარებისთანავე შევძლებ, რომ წარვადგინო მეზობელ ქვეყნებში.

-და ბოლოს, რას ურჩევდით ახალგაზრდებს?

-ახლაგაზრდებს კი ვურჩევდი და ვეტყოდი იმას, რომ ისინი არიან მომავალი თაობა, ისევე როგორც მე და მათ/ჩვენ უნდა შევძლოთ ყველაფერი, რომ ჩვენი ქვეყანა წავიდეს წინ და დატოვოს თავისი სახელი ყველგან და ყველაფერში, ჩვენი ახალგაზრდების იდეა და აზრი არის უმნიშვნელოვანესი საქართველოში დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის, მედიის თავისუფლებისთვის და იმისთვის, რომ საზოგადოება იყოს ინფორმირებული ყველა სახის სიახლეში, იქნება ეს პოზიტიური თუ ნეგატიური ხელი უნდა შევუწყოთ ნებისმიერ მედიას ჩვენ და არ უნდა ვუწყობდეთ ხელს მათ ,,ჩახშობას“ მათი კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის და მიუხედავად, რადგან ყველა დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ მედიას აქვს უფლება იყოს თავისუფალი და თავისი მაყურებლის მიმართ ერთგული და მართალი, სწორებ ეს არის ის მთავარი ძალა და მიზეზი რის გამოც მედია არის ხელშეუხებელი, ვურჩევ ახალგაზრდებს, რომ იყვნენ სიმართლის მხარეს და სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი ახალგზარდა დღეს ძალადობას ,,აპრავებს“ და ხელს უწყობს ძალადობას რაც ყოვლად მიუღებელია პირადად ჩემთვის ნებისმიერი სახის ძალადობა მედიაზე და არამხოლოდ მედიაზე. მადლობა და წარმატებებს გისურვებთ.

 

მომზადებულია:Studyprogrammes.Ge მიერ