ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია

21 წლის ლაშა ბექაური, ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, მან ტოკიოს მსოფლიო ოლიმპიადაზე ფინალში გერმანელი ედუარდ ტრიპელი დაამარცხა, ამ გამარჯვების შემდეგ მას სამშობლო 1 მილიონ ლარს ჩუქნის ხოლო, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ • Georgian National University SEU-ს და SEU Developmen სეუ დეველოპმენტი-ს ერთობლივი საჩუქარი ლაშა ბექაურსთვის კი 100 კვ.მ ბინა იქნება საბურთალოზე.

სეუ-ს რექტორის, ბატონი გია კავთელიშვილის გადაწყვეტილებით, SEU-ს სტუდენტს და ახლა უკვე ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ბექაურს საჩუქრად გადასცემს სეუ დეველოპმენტის დასრულებულ კომპლექსში საბურთალოზე.

Რაც შეეხება იმას, თუ რაში გამოიყენებს ის კუთვნილ ფულს, მან განაცხადა რომ დეიდას და ბებიას ჩამოიყვანს ემიგრაციიდან.

მომზადებულია: Studyprogrammes.Ge მიერ