წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 3400-მა სტუდენტმა დაამთავრა

წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 3400-მა სტუდენტმა დაამთავრა. პანდემიის გავლენით, თსუ-მ 2021 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება ჰიბრიდული ფორმატით გამართა.
 კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტის დასრულება თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, ფაკულტეტების დეკანებმა, აკადემიური საბჭოს წევრებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა უნივერსიტეტელებმა მიულოცეს.
თუმცა, საზეიმო ღონისძიებები ამით არ დასრულებულა.
შეგახსენებთ, რომ 6 აგვისტომდე შესაძლებლობა გაქვთ:
🔹 თსუ I, II, X (მაღლივი) კორპუსებისა და ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის წინ სპეციალურად თქვენთვის განთავსებულ ფოტოზონებში სამახსოვრო ფოტოები გადაიღოთ;
🔹 რეალურ მანტიებთან ერთად, Snapchat-თან კოლაბორაციით, მოირგოთ ვირტუალური მანტიები და ჩარჩო – მე თსუ კურსდამთავრებული ვარ;
🔹 რეალური დიპლომების გადაცემამდე კი, უკვე შეგიძლიათ
 http://gifme.ge/index/en_US -დან სოციალურ ქსელში სახელობითი დიპლომები გააზიაროთ.
🔹 ამასთან ერთად,  https://bullettime.ge/ -დან შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ 30 ივლისს თსუ I კორპუსის წინ 360 გრადუსის რეჟიმით გადაღებული ფოტო გ
იფი;
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გილოცავთ უნივერსიტეტის დასრულებას! წარმატებებს გისურვებთ!