აბიტურიენტები, რომლებმაც ყველაზე მაღალი ქულები აიღეს ქართულ ენაში – 2021 წლის ეროვნული გამოცდები

2021 წლის ეროვნული გამოცდები, როგორც უკვე ცნობილია დასრულდა, დღეს კი აბიტურიენტება გაიგეს თუ რა ქულები აიღეს ქართული ენის გამოცდაში, აბიტურიენტებმა  რომლებმაც მაქსიმალური ქულა ან მასთან მიახლოებული აიღეს, ჩვენთან გააკეთეს კომენტარი, თუ ვინ არიან ისინი, რამდენ ხანს ემზადებოდნენ, რას აპირებენ სამომავლოდ და რა განიცადეს როცა ქულა გაიგეს, იხილეთ სტატიაში

ანი ჩარკვიანი, 17 წლის თბილისიდანფოტოს გახსნა

ქართულის გამოცდაში, მაქსიმალური 70 ქულა ავიღე. გამოცდისთვის 1 წელი ვემზადებოდი და თავი არ დამიზოგავს. სიმართლე გითხრათ, ასეთი მაღალი ქულის აღებას არ ველოდი და ყველაზე მეტად სწორედ ქართულზე ვნერვიულობდი მთელი წელი. რაც შეეხება მომავალ პროფესიას, სამედიცინოზე ვაბარებ და მინდა, ცხოვრებისეული ოცნება ავიხდინო, ექიმი გავხდე. ქულის გაგების შემდეგ, ძალიან გაოცებული ვიყავი და რა თქმა უნდა, პირველ რიგში დედას დავურეკე ისიც ემოციებში იყო ჩემსავით.

 

ნატა კენჭაძე, 17 წლის, ცაგერის რაიონი სოფელი ზოგიდანფოტოს გახსნა

გამოცდაში, 68 ქულა ავიღე, რეპეტიტორთან კი ქართულის გამოცდისთვის მხოლოდ მეთორმეტე კლასში მოვემზადე. რაც შეეხება მოლოდინებს, სამოც ქულაზე მეტს ველოდი, თუმცა 68-ს ნამდვილად არა. მედიცინაზე ვაბარებ სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, საბოლოოდ ქირურგობას ვაპირებ. ქულის გაგება, ძალიან სასიამოვნო გრძნობა იყო, რადგან ყველაზე მეტად ამ გამოცდის ქულაზე ვნერვიულობდი და უდიდესი შვება ვიგრძენი. პირველად დედაჩემმა და ჩემმა დამ გაიგეს ჩემი შედეგის შესახებ.

 

ფოტოს გახსნა

ამინა ხანგოშვილი, პანკისი ხეობა, ახმეტის რაიონიდან

67 ქულა ავიღე, სიმართლე გითხრათ ნამდვილად ველოდი და სხვანაირად არც კი შეიძლებოდა რომ ყოფილიყო, უბრალოდ როცა ვნახე და ფაქტის წინაშე დავდექი ეს სულ სხვა გრძნობა იყო, “გრძნობა” ეს კიდევ რბილი ნათქვამია, უბრალოდ” გავაფრინე”. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, არაადეკვატური ემოციური ქცევა დავიწყე, თან ბოლო ხმაზე ვიცინოდი, თან ვტიროდი, თან ვწიოდი, და თანაც ვკივოდი, არ ვიცი, ვერ აღვწერ ეს რა იყო, უბრალოდ იმდენად დიდი ბედნიერება იყო. ჩემმა ბედნიერებისგან ყვირილმა კი მთელი სამეზობლო. ბედნიერების საზომი აქამდე ჩემთვის უცნობი ყოფილა თურმე. ეს უბრალოდ წარმოუდგენლად დიდი და აღუწერელი გრძნობაა, როცა დღეში 22 მუშაობ და შედეგს თავად ხედავ.  იმის გააზრებაც, რომ ზედ “გადათენებული” ღამეები ამად ღირდა, ერთგვარი სიამოვნებაა. პრინციპში ჩემს ქულას მთელი ოჯახი ერთად შევხვდით და მე სანამ მდგომარეობიდან გამოვიდოდი უკვე დროც გასულიყო და მაშინვე დავურეკე ჩემს ქართულის მასწავლებელს, რომელზეც უბრალოდ ,,ვაბოდებ”.

 

მარიამ ჯიქურაშვილი, თელავის რაიონ სოფელ სანიორიდანფოტოს გახსნა
ქართულის გამოცდაში 68 ქულა ავიღე, ერთწლიანი მომზადების შედეგად. მაღალ ქულას ველოდი, თუმცა, ვფიქრობ, ყოველგვარ მოლოდინს გადავაჭარბე. მომავალში ქირურგობას ვაპირებ, კერძოდ, კარდიოქირურგია მიზიდავს ძალიან, ცხოვრების მთავარი მიზანია. ქულის გაგებისას ენით აღუწერელ ბედნიერებას ვგრძნობდი, რა თქმა უნდა, ზღვა ემოციები მომაწვა ერთიანად. პირველი, ვისაც შედეგი გავაგებინე, ბებო იყო, ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი.
მარიამ ფიცხელაური, 18 წლის თბილისიდანფოტოს გახსნა
გამოცდაში, 67 ქულა ავიღე ვემზადებოდი მხოლოდ ბოლო 1 წელი, მე-12 კლასში მაღალ ქულას დიახ, ველოდი, მედიცინაზე ვაბარებ ქულის გაგება, საოცარი შეგრძნებაა, 3 წუთის დადებული იყო როდესაც ვნახე. ჩემს დაქალთან ერთად ვიყავი და პირველი მშობლებს გავაგებინე. არაამქვეყნიური ბედნიერებაა, როდესაც ჩადებული დრო, ენერგია და რესურსი გიფასდება და მოსალოდნელ შედეგს შენი თვალით უყურებ.
გიორგი კავთელაძე, თბილისიდან 17 წლისფოტოს გახსნა
გამოცდაზე, 67 ქულა ავიღე რისთვისაც 10 თვე ვემზადებოდი მაღალი ქულის მოლოდინი მქონდა ,თუმცა დარწმუნებული არ ვიყავი.მომავლის პროფესია – ეკოლოგია. ქულის გაგება, კარგი შეგრძნებაა ძალიან , ამდენი ხნის მოლოდინის შემდეგ სასიხარულო შედეგი, ქულის გაგების შემდეგ მაშინვე სახლში დავიყვირე
ნინი თათარიშვილი,18წლის, რუსთავიდანფოტოს გახსნა
ქართულის გამოცდაში 70ქულა ავიღე, რისთვისაც 1 წელი ვემზადებოდი რა თქმა უნდა, იმედი მქონდა რომ დაბალს არ ავიღებდი, მაგრამ ამ შედეგს ნამდვილად არ ველოდი. ფსიქოლოგია იქნება ჩემი მომავალი პროფესია. იმდენად ვნერვიულობდი, რომ ქულა პირველმა მე ვერ ვნახე. დაბადების დღე მაქვს და ქულების დადებას ახლა ნამდვილად არ ველოდი, ამიტომ შედეგის ნახვა მეგობარს მივანდე და პირველიც ის იყო, ვინც ქულა გაიგო. ამის შემდეგ კი შედეგი, პირველ რიგში, დედას და რეპეტიტორს ვაცნობე.
მეგი შვანგირაძე 17 წლის ხონიდანფოტოს გახსნა
გამოცდაში, 67 ქულა ავიღე. ქართული ენის გამოცდისთვის მომზადება მე-11 კლასიდან დავიწყე, მაგრამ შემდეგ პანდემიის გამო რამდენიმე თვეში შევწყვიტე, ამიტომ აქტიურად მეცადინეობა მაინც ბოლო წელს დავიწყე. სიმართლე გითხრათ ქულას, უფრო ნაკლებს ველოდი…უფრო მეტად შიშის და სტრესის გამო, მაგრამ გამოცდიდან მაინც კმაყოფილი გამოვედი. არქიტექტურაზე მინდა ჩაბარება ძალიან. ქულის გაგების, შოკი მქონდა, მთელ სხეულში ჟრუანტელმა დამიარა და თავისით დამეწყო ტირილიც, არადა მეგონა ძან მტკიცედ შევხვდებოდი პირველი ვისაც ვუთხარი დედაჩემი იყო , ვუთხარი კი არა მემგონი კივილით ვახარე.
რუსუდან კიკნაძე, თბილისიდანფოტოს გახსნა
ქართულის გამოცდაში, ავიღე 70 ქულა ვემზადებოდი 9 თვე, ქულაა მაღალს ველოდი მაგრამ ამდენად კარგ ქულასაც ვერ წარმოვიდგენდი არქიტექტურაზე მინდა რომ ჩავაბარო, ქულას ცოტა ხანი ვერ ვიჯერებდი, ემოციებისგან ცუდათაც გავხდი, მაგრამ შემდეგ რომ გავაანალიზე რა ხდებოდა ძალიან გამიხარდა და პირველად საუკეთესო მეგობარს ვუთხარი.
მარი ჭურღულაშვილი. 18 წლის, თბილისიდანფოტოს გახსნა
გამოცდაში, ავიღე 70იდან 67 ქულა. ვემზადებოდი დაახლოებით 10 თვის განმავლობაში და მინდა, ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს რეპეტიტორს. საერთოდ არ ველოდი ასეთ მაღალ ქულას. ძალიან მოულოდნელი იყო. მარტივი საკითხები იყო და თავიდანვე გახარებული ვიყავი, თუმცა ამდენს მაინც არ ველოდი.პროფესიად არჩეული მაქვს არქიტექტურა. დღეს არ მეგონა, თუ ქულები დაიდებოდა და გვიანაც ვნახე შედეგები. ემოციური იყო ძალიან, ტირილიც კი დავიწყე სიხარულისგან. პირველი, რა თქმა უნდა, მშობლებსა და ჩემს ძმას ვუთხარი.
თამაზ რევაზიშვილი, 17 წლის, საგარეჯოს მუნიციპალიტეტ სოფელ უჯარმიდანფოტოს გახსნა
გამოცდაში, ავიღე 65 ქულა. ვემზადებოდი დაახლოებით 9 თვე, თუმცა ძირითადად ონლაინ. ქართული ისეთი საგანია, ქულის პროგნოზირება საკმაოდ რთულია, ამიტომ ნამდვილად არ ველოდი ამ ქულას. ვფიქრობ, სამედიცინო სფეროს გავყვები, ამჯერად არჩევანი არ მაქვს გაკეთებული კონკრეტულად რომელ დარგს ავირჩევ. ქულის გაგების შემდეგ, პირველი იყო გაკვირვება, არ მეგონა საგამოცდო პროცესის დასრულებისთანავე ქულას თუ დადებდნენ. თან ინფორმაციაც არ ყოფილა ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული. უბრალოდ შევედი, რადგან ჭორის დონეზე იყო ცნობილი გამოცდის შედეგების გამოქვეყნების შესახებ. ქულის ნახვისას მანქანაში ვიჯექი და ინსტინქტურად, ბოლო ხმაზე დავიყვირე ჩემი ქულა, ამიტომ პირველად დედამ, მამიდამ და ჩემმა მეგობარმა გაიგეს.
ქრისტინე ვარდოსანიძე. 18 წლის, ქალაქი ტყიბული

ფოტოს გახსნა

გამოცდაზე 70 ქულა ავიღე. რეპეტიტორთან მხოლოდ ერთი წელი ვემზადებოდი სიმართლე გითხრათ,არ ველოდი ამ ქულას წლის დასაწყისშიც ვიცოდი,რომ უმაღლეს შეფასებას მხოლოდ ერთეულები იღებდნენ,თანაც არც მარტივი ვარიანტი შემხვდა და არაპროგრამული ტექსტი ავირჩიე,მაღალ ქულას მართლაც ველოდი,მაგრამ ამ ქულამ სასიამოვნოდ გამაკვირვა. პროფესიას რაც შეეხება ბავშვობიდან მინდა,რომ ექიმი გავხდე.თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ვაბარებ,დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიან პროგრამაზე. ქულა დედასთან ერთად ვნახე,გაოცებული ვიყავი,მაშინვე მასწავლებელს დავურეკე და ყველაფრისთვის მადლობა გადავუხადე.

 

ქრისტინე მახატლიშვილი, კახეთი ახმეტის მუნიციპალიტეტი სოფელი ზემო ხოდაშენი
ქართული ენისა და ლიტეარტურის გამოცდაში 70-დან 69 ქულა ავიღე, რაც ძალიან ამაღელვებელი იყო ჩემთვის. ვთვლი, რომ ამ შედეგს მე და ჩემმა რეპეტიტორმა, ქეთევან შიუკაშვილმა, 10 თვის განმავლობაში დაუღალავი შრომითა და დიდი მონდომებით მივაღწიეთ. გამოცდიდან გამოსვლის წუთიდან მქონდა მაღალი ქულის მოლოდინი და უდიდესი ბედნიერებაა ეს მოლოდინი რეალობად რომ იქცა. მინდა, რომ სწავლა თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების ფაკულტეტზე გავაგრძელო. ვფიქრობ, რომ თავისუფალი უნივერსიტეტი საუკეთესო ადგილია საქართველოში განათლების მიღებისა და თვითრეალიზაციისთვის. დღეს შედეგების გამოქვეყნებას რატომღაც არ ველოდებოდი, განსაკუთრებით ქართულში. ჩემთვის ვიჯექი, როცა ჩემმა დამ მითხრა, რომ შედეგები დაიდო. აი, მაგ დროს ამიჩქარდა გულისცემა, გამიოფლიანდა ხელები… სანამ კომპიუტერი ჩავრთე და შევედი საიტზე ვერ გეტყვით რა დამემართა იმ წამებში. საოცრად გამიხარდა 69 ქულის დანახვა, ჩემი და მყავდა გვერდზე, რომელსაც ჩემზე მეტად გამოხატა სიხარული… მაშინვე დავურეკე ჩემს მასწავლებელს, რადგან რომ არა ის, ასეთ შედეგზე ვერც ვიოცნებებდი. საბოლოოდ ვიტყვი, რომ შრომა ყოველთვის ფასდება და ეს ქულა ამ ფაქტის დადასტურებაა. წარმატებას ვუსურვებ ყველა აბიტურიენტს!
ფოტოს გახსნა
სალომე ჟოჟაძე, 17 წლის ბათუმიდან
ქართულის გამოცდაში 70 ქულა ავიღებ ვემზადებოდი ბოლო ერთი თვე ადრეც მიმიღია 70 მეცადინეობის დროს, მაგრამ ახლა ნამდვილად არ ველოდი, ვაბარებ სამედიცინოზე ქულა,მანქანაში ვიჯექი როცა გავიგე რომ ქულები გამოცხადდა, ჩემმა მეგობარმა ნახა ჩემ მაგივრად და როცა იყვირა ჩემი ქულა მთელმა ოჯახმა გაიგო მანქანაში ძალიან კარგი გრძნობა იყო, სიხარულისგან ვიტირე კიდეც.
ბექა ჩორგოლიანი-გელაშვილი , 18 წლის, თბილისიფოტოს გახსნა
ავიღე 68 ქულა, ქართულ ენასა და ლიტერატურას სკოლაში კარგად ვსწავლობდი. წინა წლებში მიღებულმა ცოდნამ საგრძნობლად შემიმსუბუქა აბიტურიენტობის პერიოდი, რომელიც, როგორც წესი, სტრესთან და ნერვიულობასთან ასოცირდება. მართალია, Covid-19-ის პანდემია დიდი გამოწვევა იყო განათლების სისტემისთვის, თუმცა ამ რთულ პერიოდშიც შევძელი ხარისხიანი განათლების მიღება, რისთვისაც ჩემს მშობლიურ ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების საშუალო სკოლა “ნინოს” და მის არაჩვეულებრივ პედაგოგს, ქალბატონ ნაირა ჩოდრიშვილს, ვემადლიერები. სწორედ ქალბატონმა ნაირამ შემაყვარა ეს საგანი და დიდწილად მისი დამსახურებაა ჩემი წარმატება ერთიან ეროვნულ გამოცდებში. ჩემი ოჯახი , მასწავლებელი თუ მეგობრები მარწმუნებდნენ ჩემს შესაძლებლობებში, ამიტომ გამოცდაზე გასვლისას თვითრწმენა არ დამიკარგავს და მაღალ შედეგსაც ველოდი. თუმცა ბუნებრივია, სხვების მსგავსად, მეც ვნერვიულობდი. ჰუმანიტარული საგნები ადრეული ასაკიდან მაინტერესებდა. ამიტომაც, გადავწყვიტე ისტორიის პროგრამაზე ჩაბარება, რადგან ის საკმაოდ მრავლისმომცველი მეცნიერებაა და აერთიანებს ლიტერატურას, ენათმეცნიერებასა თუ არქეოლოგიას. ამ ეტაპზე მიჭირს ჩემი პროფესიის ზუსტად დასახელება, თუმცა ვიცი, რომ ის ამ დარგებთან იქნება დაკავშირებული. მე და დედაჩემმა ერთად ვნახეთ ქულა და ორივეს ძალიან გაგვიხარდა. სასიამოვნო და კმაყოფილების მომგვრელია, როცა როგორც საკუთარ, ისე სხვების მოლოდინს ამართლებ.  ნუ ისწავლიან მხოლოდ იმიტომ, რომ გამოცდა ჩააბარონ. ეს სწავლის პროცესს რთულსა და დამღლელს გახდის. ისწავლონ პიროვნული განვითარებისა და გონებრივი თვალსაწიერის გასაფართოებლად. გარდა ამისა, იფიქრონ ამ საგნის პრაქტიკულ ღირებულებაზეც. მისი ცოდნა დაეხმარება მათ, შეძლონ საკუთარი აზრის გამართულად გამოთქმა ზეპირად თუ წერილობით, რაც თითქმის ყველა პროფესიის ადამიანს სჭირდება. მინდა, წარმატება ვუსურვო მომავალ აბიტურიენტებს. ეროვნული გამოცდები არც ისე რთულია, თუ სათანადოდ მოემზადები.
მომზადებულია:Studyprogrammes.Ge მიერ