აბიტურიენტები, რომლებმაც უმაღლესი ქულები მიიღეს უცხო ენის გამოცდაში

2021 წლის 3 აგვისტოს „ნაეკ“-მა უცხო ენის ეროვნული გამოცდების შედეგები გამოაქვეყნა, გთავაზობთ უმაღლესი ქულის მქონე აბიტურიენტების კომენტარებს, თუ რამდენ ხანს ემზადებოდნენ, რა პროფესია სურთ მომავალში და რა გრძნობა დაეუფლათ როდესაც შესანიშნავი ქულის შესახებ გაიგეს, იხილეთ სტატიაში.

 

თამარ ახალკაცი, 18 წლის,  ხაშურიდანფოტოს გახსნა

ავიღე 76 ქულა და ვემზადებოდი ერთი სასწავლო წლის განმავლობაში. ველოდი ამ შედეგს, რადგანაც ჩემმა მასწავლებელმა, ლამზირა სადაღაშვილმა, თავდაუზოგავად იშრომა ჩვენთვის, მოსწავლეებისათვის, და საშუალება მომცა ერთი წლის პერიოდში მოვმზადებულიყავი გამოცდებისათვის. საფუძვლიანად, თუმცა, ვფიქრობ, რომ უკეთესიც შემეძლო. ვაბარებ საერთაშორისო ურთიერთობებზე. ყოველთვის სასიამოვნოა დაინახო საკუთარი შრომის შედეგი და ქულის ნახვა ნამდვილად სიხარულის მომგვრელი იყო. პირველად ქულა ვუთხარი ოჯახს, რომელიც ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარია.

 

ანა-მარია თეთრაძე, 18 წლის, თბილისიNo description available.

78 ქულა ავიღე გამოცდაში, რისთვისაც დაახლოებით 2 თვე ვემზადებოდი და მაღალ ქულას ველოდი. 75-ზე მეტი მინდოდა, რაც შეეხება პროფესიას სამართალზე ვაბარებ, ამიტომაც დრო მაქვს ცოტა ხანი კიდევ ვიფიქრო რომელ განხრას ავირჩევ. სასწაული შეგრძნებაა,როდესაც გიფასდება თავდაუზოგავი შრომა. რა თქმა უნდა, დედას ვუთხარი პირველს, შემდეგ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს.

 

ნინი ქამხაძე, 18 წლის, გორიდანფოტოს გახსნა

76 ქულა ავიღე ინგლისურის გამოცდაში და 7 წელი ვემზადებოდი, რაც შეეხება მოლოდინებს დიახ ნამდვილად ველოდი, პროფესიად სოციოლოგობასს ვირჩევ, ქულის შესახებ კი პირველი მეგობრებს გავაგებინე.

 

 

ნინო ჩილინგარაშვილი, 17 წლის, ახალციხიდანფოტოს გახსნა

ინგლისურის გამოცდაში 78 ქულა ავიღე. სკოლის გარდა არსად მოვმზადებულვარ. შედეგი გამოცდის დასრულებისთანავე ვიცოდი და დაშვებული 2 შეცდომაც მაშინვე გავაანალიზე. მაღალი ქულები სამედიცინო უნივერსიტეტისთვის მჭირდება, რადგან სამომავლოდ ექიმობას ვაპირებ. ამიტომ მიხარია, რომ იმედები გამიმართლდა და ამის შესახებ პირველს ინგლისურის მასწავლებელს ვაცნობე.

 

 

მარიამ ენდელაძე, 17 წლის, ქუთაისიფოტოს გახსნა

ინგლისური ენის გამოცდაში 76 ქულა ავიღე.რეპეტიტორთან ეროვნული გამოცდისთვის ბოლო 1 წელი ვემზადებოდი. სიმართლე გითხრათ, ველოდი ამ შედეგს, რადგანაც მთელი წელი დაუღალავად ვშრომობდი, რომ შესაბამისი შედეგი დამედო. გადავწყვიტე მომავალში ინგლისურ ფილოლოგიას გავყვე, ამიტომ ეს გამოცდა ორმაგად მნიშვნელოვანი იყო. სწავლას “აწსუ”-ში გავაგრძელებ. ქულის ნახვა დიდ ბედნიერებასთან ასოცირდება, რადგანაც ხვდები რომ არა მხოლოდ შენი, არამედ გარშემომყოფების იმედებიც გაამართლე. პირველად ინგლისურის მასწავლებელს მივწერე, რომელმაც მართლაც მაქსიმუმი ჩადო საკუთარ საქმეში. შედეგით საკმაოდ კმაყოფილი ვარ.

 

ლუკა ტუღუში, 17 წლის, სამტრედიიდანფოტოს გახსნა

75 ქულა ავიღე გამოცდაში. მასწავლებელთან ბოლო 2 წელი ვემზადებოდი, მანამდე არ მყოლია რეპეტიტორი არცერთ საგანში. სამწუხაროდ, წლევანდელ წელს გამსწორებლები ძალიან მკაცრები არიან და აბიტურიენტები ვერ ეყრდნობიან თავიან მოლოდინებს, თუმცა ინგლისურში ამ ქულას ველოდი, მეტიც შეიძლებოდა. სამომავლოდ ჩემი პროფესია პოლიტიკას დავუკავშირე, ან სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩავაბარებ, ან დიპლომატი გავხდები. მოგეხსენებათ, ძალიან რთული დღეებია და გვიჭირს ქულების გახსნა, ემოციების კონტროლი, მაგრამ როცა ქულა დავინახე ძალიააან ბედნიერი ვიყავი, ვყვიროდი და, ბუნებრივია, პირველი ჩემს მშობლებთან გავიქეცი, რომ მეხარებინა ეს ამბავი. ეს გრძნობა ისეთია,რომ თუ არ გამოცადე სათქმელად ძალიან რთულია!

 

ანი დავითაია 18 წლის, ზუგდიდის რაიონი სოფელი დარჩელიფოტოს გახსნა

79 ქულა ავიღე გამოცდაში, 1 წელი ვემზადებოდი, უნდა აღინიშნოს, რომ ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა ჩემი შედეგი ვაბარებ,ინგლისური ფილოლოგიაზე მიუხედავად იმისა, რომ ველოდებოდი მაღალ ქულას მაინც ძალიან ემოციური მომენტი იყო ჩემთვის. ვიგრძენი, რომ დამიფასდა ჩემი შრომა და უდიდესი სიამაყის გრძნობა დამეუფლა. პირველ რიგში, დედაჩემს დავურეკე, რადგან ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მისი იმედების გამართლება იყო.

 

ქრისტინე პაპასკირი,სამეგრელო ჩხოროწყუფოტოს გახსნა

79 ქულა ავიღე. მე-6 კლასიდან მე-9მდე, შემდგომ მე10 მე11 არ ვემზადებოდი რეპეტიტორთან, 12ში დაახლოებით სამი თვე ვემზადებოდი მარტო ნოემბერ, დეკემბერ, იანვარში. ქულას, ველოდებოდი, არ გამკვირვებია,რადგან ბავშვობიდან საკუთარ თავზე ვმუშაობ და სიტკომებითა და ფილმებით დავხვეწე ლექსიკა. შავი ზღვის უნივერსიტეტში ვაბარებ დიდი ალბათობით ეკონომიკა-აუდიტზე საოცარი შეგრძნებაა, როდესაც ის გათენებული ღამეები და განვლილი კილომეტრები რეპეტიტორამდე შედეგს გაძლევს და გიფასდება, როგორც საკუთარი ასევე მშობლების ინვესტიცია, პირველად ემიგრანტ დედას დავურეკე და შემდგომ მამას.

 

ნინი გოგოხია, 18 წლის, ზუგდიდიდანფოტოს გახსნა

77 ქულა ავიღე. დაახლოებით 8 თვის განმავლობაში ვემზადებოდი. რადგან დიდი შრომა ჩავდე ამ საგანში და მასწავლებელიც ძალიან მიწყობდა ხელს, სრულიად მოსალოდნელი ქულა იყო. ვაპირებ ვისწავლო მართვასა და საზოგადოებრივ მეცნიერებებზე თავისუფალში, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტულად რომელ პროფესიას გავყვები ვერ ვიტყვი. ნამდვილად ძალიან სასიამოვნო გრძნობაა და ყველას ვუსურვებ ამის გამოცდას! პირველი ჩემი შედეგების შესახებ მეგობრებს გავაგებინე, რომლებიც ჩემი ძალიან დიდი გულშემატკივრები არიან.

 

 

ზურაბი კობალაძე, ქუთაისიდანფოტოს გახსნა

79 ქულა ავიღე გამოცდაში და 2 წელი ვემზადებოდი 80ს ველოდი, მაგრამ ესეში დამაკლეს 1 ქულა და ნუ მაინც გამართლების თემა იყო. სამომავლოდ კომპიუტერულ მეცნიერებაში ვაპირებ გზის გაკვლევას .მაინც გამეხარდა, ქულა თან მთელი ოჯახი იქ იყო, თქმა არ დამჭირვებია.

 

 

მარიამ ბერაძე, 18 წლის, თბილისი, ლილოს დასახლებაფოტოს გახსნა

78 ქულა ავიღე,  არ ვემზადებოდი არასოდეს ინგლისურში დამატებით რეპეტიტორთან, უბრალოდ ძალიან კარგ კერძო სკოლაში ვსწავლობდი… თავიდანვე კარგი საფუძველი მქონდა და დიდად შემიწყო ხელი ბოლო წელს ძალების მოკრებასა და ცოდნის შეჯერებაში. ქულას ველოდებოდი და რატომღაც დილიდანვე ეს რიცხვი მიტრიალებდა თავში განუწყვეტლივ.

 

გვანცა რამაზაშვილი. 18 წლისფოტოს გახსნა

77 ქულა ავიღე. ცალკე რეპეტიტორთან არ ვემზადებოდი, რადგან სკოლაშიც ძალიან კარგი მასწავლებელი მყავდა. ვაპირებ ჩაბარებას სტომატოლოგიაზე. რაღა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა ეს ქულა, ველოდებოდი. პირველი, რა თქმა უნდა, დედას და ოჯახის წევრებს ვუთხარი.

 

ანრი კობალაძე, ბათუმიდანფოტოს გახსნა

75 ქულა ავიღე და 6 თვე ვემზადებოდი ველოდი, მაღალ ქულას, თანაც გაცილებით მეტს (დაახლოებით 78ს) არჩეული მაქვს , სამართლის მიმართულება, კერძოდ, სისხლის სამართალი, ქულის გაგების შემდეგ, თავიდან ვერაფერი ვიგრძენი, დიდი ხანი ვაკვირდებოდი ქულა, მაგრამ შემდგიმ გამიხარდა, პირველი ადამიანი ჩემი და იყო.

 

 

მარიამ სამადალაშვილი, 18 წლის, გორიდან ფოტოს გახსნა

ინგლისურში ავიღე 76 ქულა 80-დან. მთლიანობაში ვემზადებოდი 3 წლის განმავლობაში და ამ ქულას არ ველოდი. რატომღაც მეგონა 65-დან 70-ის ფარგლებში ავიღებდი და გავოცდი 76 რომ დავინახე. გადავწყვიტე სოციოლოგიაზე ჩავაბარო თსუ-ში. ქულის დანახვისას მეგობრებთან ვიყავი, ჯერ მათი ქულები ვნახე, შემდეგ ჩემი და სამივემ 76 ავიღეთ. ჩვენ სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, წივილ-კივილი ავტეხეთ მეგობრების შემდეგ დედას და შემდეგ მასწავლებელს დავურეკე უზომოდ ბედნიერი და გახარებული ვიყავი იმაზე მეტი ავიღე, ვიდრე ველოდი და ძალიან კმაყოფილი ვარ.

 

გოგა ხუტუნიშვილი , 18 წლის, თბილისიNo description available.

75 ქულა ავიღე და ერთი წელი ვემზადებოდი, მაგრამ სიმართლე ,რომ გითხრათ ნახევარი გავაცდინე. ქულას, ველოდი და ზუსტად ვიცოდი ,რომ 75ს ან მეტს ავიღებდი ჟურნალისტიკა მაქვს არჩეული მომავალ პროფესიად, ქულას, ძალიან წყნარად , მშვიდად და აუღელვებლად შევხვდი ამ ამბავს დედაჩემისგან განსხვავებით, რომელმაც რა თქმა უნდა იტირა და ძალიან გაუხარდა.

 

 

სალომე ჯანანაშვილი, გორიNo description available. – გორის N2 საჯარო სკოლა

ავიღე 79 ქულა. ინგლისურში მომზადება დაწყებითი კლასიდან დავიწყე.  ველოდებოდი აღნიშნულ ქულას. ვაპირებ ჩავაბარო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, მედიახელოვნების ფაკულტეტზე. რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა. პირველად ჩემს ძმას შევატყობინე მიღებული ქულა.

 

 

თიკა გელაშვილი, ხაშურიNo description available.

ავიღე 75 ქულა. გამოცდებისთვის 2 წელი ვემზადებოდი. ველოდი 70+ ქულას და ვაპირებ გავხდე სტომატოლოგი ძალიან გამიხარდა ქულის გაგება და პირველი რა თქმა უნდა დედას გავუზიარე ჩემი სიხარული.

 

 

აიტან მეხტიევა, გარდაბნის რ-ნი სოფ. ვახტანგისიNo description available.

77 ქულა ავიღე გამოცდაში, მომზადება ოქტომბრიდან დავიწყე თუმცა მანამდეც კარგი “ბაზა” მქონდა, მაღალ ქულას ველოდი, რომ ვწერდი გასული წლების ტესტებს ამდენი ქულა მქონდა ხოლმე, მომავალში ისტორიკოსობას ვაპირებ, ქულის გაგება  ძალიან გამეხარდა და მაშინვე ჩემს ყველაზე საყვარელ ისტორიის მასწავლებელს ეკა მულაძეს ვუთხარი.

 

 

 

ელენე კოხრეიძე, 18 წლის, თბილისიფოტოს გახსნა

76 ქულა ავიღე. სექტემბრიდან დაწყებული მთელი წელი ვემზადებოდი. საკმაოდ ამბიციური მოლოდინი მქონდა და გაამართლა, ფსიქოლოგია იქნება ჩემი მომავალი პროფესია, ქულის გაგების შემდეგ, კანში ვერ ვეტეოდი, პირველი დედას ვუთხარი შედეგი და იგივე რეაქცია ჰქონდა დედასაც.

 

 

სალომე რუბაშვილი, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ძალისიფოტოს გახსნა

76 ქულა ავიღე გამოცდაში და დაახლოებით 2 წელი ვემზადებოდი. ველოდი ასეთ ქულას, რა თქმა უნდა. აუდიტი ვიქნები პროფესიით. თავიდან როდესაც გავიგე ჩემი ქულის შესახებ გავშეშდი და ვეღარ ვსუნთქავდი, სიმართლე გითხრათ, საკმაოდ იმედგაცრუებული ვიყავი. ასე საშინლად თავი დიდი ხანია არ მიგრძვნია, თავდაპირველად ჩემს მეგობრებს დავუკავშირდი და ერთმანეთს შედეგები გავუზიარეთ, შემდეგ კი მშობელსა და მასწავლებელს.

 

 

ჯუნა წიკლაური, სამტრედიაფოტოს გახსნა

75 ქულა ავიღე მესამე კლასიდან ვემზადებოდი, მაგრამ გამოვტოვე რამდენიმე წელი და ეს ბოლო ორი წელი ვემზადებოდი 75+ ველოდი მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ. საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ვიქნები მომავალში.. დღის მეორე ნახევარში ველოდი და ძალიან მოულოდნელი იყო, უბედნიერესი ვარ, მიხარია რომ შრომა დამიფასდა. ბახმაროში ვართ კლასელები და ერთმანეთს ვუთხარით პირველებმა, ერთად განვიცადეთ ეგ ბედნიერება.

 

 

გიორგი ბრეგვაძე, თბილისიფოტოს გახსნა

ინგლისურში ავიღე 79 ქულა.გამოცდისთვის არ ვემზადებოდი, რადგან FLEX პროგრამით მქონდა ამერიკაში სწავლას გამოცდილება. შესაბამისად, კონცენტრირებული ვიყავი ქართული ენისა და ისტორიის გამოცდებზე. ამ ქულას, ველოდი, რადგან არა მარტო ვფლობ ინგლისურს ენას, არამედ რეპეტიტორიც ვარ და ბავშვებსაც ვუზიარებ ჩემს გამოცდილებას. მიყვარს სოციალიზაცია, ფართო აუდიტორიასთან ურთიერთობა, აზრებისა და გამოცდილებების გაცვლა, შესაბამისად, ჩემი მომავალი პროფესია, ჟურნალისტობა, სწორედ ამის შესაძლებლობას მაძლევს. მოსწავლე მყავდა მაშინ, როდესაც ჩემმა მეგობარმა დამირეკა და აფორიაქებულმა მითხრა, ქულები დაიდოო. მეც იმწამსვე გადავამოწმე ქულა და, რასაკვირველია, ბედნიერების შეძახილები პირველად ჩემმა მოსწავლემ გაიგო. ძალიან სასიამოვნოა, როდესაც დასახული მიზანი დიდი შრომისა და ძალისხმევის შედეგად რეალობად იქცევა.

 

ნიე ხომასურიძე, ვარკეთილი, 17წლისფოტოს გახსნა

ავიღე 76ქულა, ველოდი. სამართალზე ვაბარებ და ვნახოთ დროსთან ერთად ზუსტად რაპროფესიაზე ჩამოვყალიბდები, თავიდან გაოცებისგან ხმა ვერ ამოვიღე… მართლაც დიდი სიამაყით აღვივსე, რომ ჩემს მშობლებს და მასწავლებელს შრომა დავუფასე. პირველად დედას დავურეკე.

 

 

მომზადებულია: Studyprogrammes.Ge მიერ