აბიტურიენტები, რომელებმაც უმაღლესი ქულები აიღეს მათემატიკაში

გაიცანით, აბიტურიენტები, რომელებმაც უმაღლესი ქულები აიღეს მათემატიკაში, თუ რამდენი ხანი ემზადებოდნენ ამისთვის, რომელი მათი რჩეული პროფესია და რა რეაქციით შეხვდნენ ქულას იხილეთ სტატიაში

დემეტრე გელაშვილი, 17 წლის, თბილისიდან

მათემატიკის გამოცდაში, 51 ქულა ავიღე, არ ვემზადებფოტოს გახსნაოდი რეპეტიტორთან და ასეთ ქულასაც ველოდი, მომავალ პროფესიად პროგრამისტობა მაქვს არჩეული, პირველად მშობლებს და მეგობრებს გავაგებინე ქულა, გაგება, სასიამოვნო გრძნობა იყო, ვინაიდან ის ავიღე რასაც ველოდი.

 

 

 

ზურაბი კობალაძე, ქუთაისიდანფოტოს გახსნა

46 ქულა ავიღე გამოცდაში და 2 წელი ვემზადებოდი, მაღალ ქულასაც ველოდი, მომავალ პროფესიად პროგრამირება მაქვს არჩეული, ქულა კი მე და დედამ ცალ-ცალკე ოთახებში გავიგეთ ერთდროულად და გახერებულებმა ვახარეთ ერთმანეთს.

 

 

სოფიო ივანიძე 18 წლის, თბილისიდანფოტოს გახსნა

მათემატიკის გამოცდაში 49 ქულა ავიღე. ასეთ მაღალ შედეგს ნამდვილად არ ველოდი, თავიდან გაოცებული ვიყავი და არ მჯეროდა. შემდეგ დედაჩემს დავურეკე, ტირილით ვახარე, რომ მე ეს შევძელი. სწორედ ის არის ჩემი მასწავლებელი და მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო. რომ არა ის, მე ამდენს ვერ შევძლებდი. მათემატიკა ჩემთვის ყველაზე საპასუხისმგებლო საგანი იყო. ის საკმაოდ რთულია და დიდი პროგრამა აქვს, ამიტომ გამოცდისთვის ორი წელი ვემზადებოდი. მომავლის პროფესია რაც შეეხება, სამედიცინოზე ვაბარებ. იმედია ბიოლოგიაშიც მაღალ ქულას ავიღებ. ყველა აბიტურიენტს წარმატებებს ვუსურვებ!

 

მომზადებულია:Studyprogrammes.Ge მიერ