აბიტურიენტებმა, რომლებმაც უმაღლესი ქულები აიღეს ბიოლოგიასა და ქიმიაში

Studyprogrammes.ge გთავაზობთ 2021 წლის ყველაზე მაღალი ქულების მქონე აბიტურიენტების კომენტარებს, რომლებმაც ბიოლოგიაში და ქიმიაში ყველაზე მაქსიმალური ქულები აიღეს.

 

საბა გოჩიტაშვილი, 18წლის, თბილისიფოტოს გახსნა

ქიმიაში 61 ავიღე, ხოლო ბიოლოგია 66. ქულებს, მოველოდი, ქიმიაში უშეცდომოს და ბიოლოგიაში მიახლოებით იმას რაც მივიღე. პროფესია კი ჯერ არ მაქვს ზუსტად არჩეული.

 

 

 

ანი ვადაქარია, 17 წლის, ქალაქ ზუგდიდიდანფოტოს გახსნა

ვსწავლობდი ჯიჯი გიმნაზიაში. 61 ქულა ავიღე ქიმიაში. ქიმიაში მომზადება სექტემბრიდან დავიწყე და ინტენსიურად ვმეცადინეობდი არ დაგიმალავთ და ასეთ შედეგს ნამდვილად არ ველოდი.თუმცა, დაუღალავი შრომიდან გამომდინარე,იმედი მაინც მქონდა, რომ ნორმალურ ქულას ავიღებდი. ვაბარებ სამედიცინოზე, კერძოდ, დიპლომირებული მედიკოსის ფაკულტეტზე. სანამ შედეგებს გამოაქვეყნებდნენ ძალიან ვნერვიულობდი. თავიდან, როცა მიღებული ქულა ვნახე გამიკვირდა. ვფიქრობდი, რომ უფრო დაბალ შეფასებას მივიღებდი. ძალიან გამიხარდა, რომ შრომა დამიფასდა. თავდაპირველად, რა თქმა უნდა, ოჯახის წევრებს ვაცნობე. შემდეგ, კი ჩემს მასწავლებელს დავურეკე. სწორედ, მისი დამსახურებაა, რომ მაღალი ქულა ავიღე. დიდი მხარდაჭერა მქონდა ოჯახის წევრებისგან. ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მათ და რა თქმა უნდა ჩემს მასწავლებელს. და ბოლოს ყველა აბიტურიენტს ვუსურვებ წარმატებას!

 

 

ზუკა დარჯანია, 18 წლის, თბილისიდან

ბიოლოგიის გამოცდაში, 70-დან 69 ქულა ავიღე, რამაც ძალიან გამახარა. ამ გამოცდისთვის ფორმალურად 1 წელი ვემზადებოდი, როგორც ყველა აბიტურიენტი, თუმცა სკოლის პერიოდში მუდმივად ვიღებდი მონაწილეობას ბიოლოგიის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებსა და ტურნირებში, რაც უმაღლესი ქულის მიღებაში ნამდვილად დამეხმარა. ტესტირებიდან გამოსვლისას კმაყოფილი ვიყავი, თუმცა კარგად არ მახსოვდა ყველაფერი, ამიტომ ქულები წინსწრებით არ დამითვლია. შედეგი კი ერთი მხრივ, მოულოდნელი და თან ძალიან სასიამოვნო იყო. დიდიხანია გადაწყვეტილი მაქვს, რომ ჩემი კარიერა სამედიცინო სფეროს დავუკავშირო. ძალიან მომწონს ენდოკრინოლოგია და ჩემი ოცნებაა გავხდე ამ დარგის მკვლევარი. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო ისიც, რომ ჩემი ქულა მეგობრებთან ერთად გავიგე. ახლა ბაკურიანში ერთად ვისვენებთ და აღვნიშნავთ ერთმანეთის შედეგებს.

 

ნუცა გუგბერიძე 18 წლის, ქალაქ ხაშურიდან

ქიმიაში ავიღე 60 ქულა, რა თქმა უნდა ვემზადებოდი ამ საგანში. ვფიქრობ სასურველი მიზნის მისაღწევად უდიდესი შრომაა საჭირო, ძალიან ბევრი ვიბრძოლე ამ შედეგისთვის და მომავალ აბიტურიენტებსაც ამას მოვუწოდებ, რომ არ დანებდნენ არავითარ შემთხვევაში. აი ამ განწყობამ მიმიყვანა ამ შედეგამდე. გამოცდების პერიოდში არ ვნერვიულობდი ,რადგან ჩემ თავს მუდმივად ვეუბნებოდი რომ ყველაფერს შევძლებდი (პოზიტიური განწყობა აბიტურიენტისთვის აუცილებელია). დღეს გავიგე ეს შედეგი და მოულოდნელი არ ყოფილა ჩემთვის. მოკლედ დიდიხანია რაც მედიცინის სფერო გადავწყვიტე და მინდა უნაკლო, საყვარელი ექიმი ვიყო, რომლის დანახვაც ყველას გაახარებს. სიმართლე გითხრათ დღეს ქიმიის შედეგის დადებას არ ველოდი მაგრამ დილიდან რატომღაც ვერ ვისვენებდი, როდესაც ქულა გავიგე ყველა გრძნობა ერთად დამეუფლა, პირველი ვისაც ჩემი ქულა ვუთხარი ეს ჩემი და იყო, რადგან ის და ოჯახის სხვა წევრები ყოველთვის გვერდში მიდგანან და მხარს მიჭერენ. ბოლოს ბავშვებს მინდა ვუთხრა რომ ყოველი დღე შემართებით და ახალი განწყობით დაიწყონ, იფიქრონ და იშრომონ სასურველი შედეგისთვის, ზოგჯერ უარის თქმა მოგიწევთ რაღაცებზე, მაგრამ ეს ამად ღირს. უზომოდ ბედნიერი, გახარებული ვარ, რომ ჩემი შრომა დაფასდა. ეს დღეები არასოდეს დამავიწყდება. აბიტურიენტობა ძალიან დამღლელი და მტკივნეული პერიოდი მაგრამ ამავდროულად საინტერესო და დასამახსოვრებელი. ყველას წარმატებას გისურვებთ.

 

ანი ჩარკვიანი, 17 წლის, თბილისი

ქიმიაში ავიღე 62/63 და ბიოლოგიაში 67/70 ორივე საგნისთვის ბოლო 1 წელი ვემზადებოდი და თავი არ დამიზოგავს, რომ კარგი შეგედი დამედო ბიოლოგია ყოველთვის მიყვარდა და მაღალ ქულას ველოდი, თუმცა ქიმია 1 წელია, რაც დავიწყე და ამხელა ქულას ნამდვილად არ მოველოდი, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობდი კარგი შედეგის დადებას. სამედიცინოზე ვაბარებ და მინდა ცხოვრებისეული ოცნება ავიხდინო, ექიმი გავხდე. რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა, რომ შრომა დამიფასდა და მაქსიმალურად გამოვავლინე შესაძლებლობები. შედეგის გაგებისას კი პირველად მეგობრებს გავუზიარე ჩემი სიხარული.

 

გიორგი შუკაკიძე, საჩხერე

ქიმიაში 61 ქულა ავიღე, ხოლო ბიოლოგიაში 66, თითოეულ საგანში ვემზადებოდი 1 წელი, მოლოდინი იყო მაღალი ქულის, თუმცა მაინც ვფიქრობდი, რომ გამოცდაზე ფსიქოლოგიური ფაქტორი თავუსებურად იმოქმედებდა შედეგზე, კმაყოფილი ვარ ძალიაან, ეს იყო ჩემი და ჩემი პედაგოგების ერთობლივი მუშაობის, თავდაუზოგავი შრომის შედეგი. ვაბარებ თბილისის სახემწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, დიპლომირებული მედიკოსის პროგრამაზე. ამ ეტაპზე გადაწყვეტილი მაქვს კარდიოქირურგიის მიმართულებით წასვლა, სამედიცინოს შიდა სამზარეულო დამანახებს რა პროფილში მოვერგები მედიცინას. გრძნობა, ემოციაა, განცდაა, ყველაფერი ერთობლივად წამოვიდა ქულების დანახვისას, სიამაყით სავსვე ვიყავი. და თავდაჯერებულობა, საკუთარი თავის რწმენა და იმედი ერთი ორად გაიზარდა. საერთო ჯამში ძალიან კმაყოფილი ვარ და დიდი შემართებით ვაპირებ შევაბიჯოო სამედიცინო სფეროში.

 

ნათია გიორგაძე, 18 წლის, თბილისი

ქიმიაში ავიღე 60/63 და ბიოლოგია 69/70, ვემზადებოდი ბოლო 1 წელი და ისეთი ძლიერი მასწავლებლები მყავდა ერთად იმდენი ვიშრომეთ,ნამდვილად ველოდი მაღალ ქულებს. მომავალი ექიმი ვარ ვიმედოვნებ, ქულა როცა გავიგე არ ვიცოდი მეტირა თუ მეცინა სიხარულისგან მოლოდინის მიუხედავად ძალიან სასიხარულო მომენტია მართლა.

 

ნატალი დიასამიძე, ბათუმიდანფოტოს გახსნა

ავიღე უმაღლესი შეფასება ქიმიაში 63 ქულა. თავის დაზღვევის მიზნით ვემზადებოდი ჩვეულებრივ 9 თვე. ველოდი მაღალ შეფასებას თუმცა არ მეგონა 63 ქულას თუ ავიღებდი და ძალიან გამიხარდა. მომავალ პროფესიად არჩეული მაქვს ექიმობა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დასაფასებელი პროფესიაა დღესდღეობით. დილიდან მოყოლებული გული თითქოს მიგრძნობდა, რომ ბოლო ორი საგნის შედეგებიც დაიდებოდა და საბოლოოდ ამოვისუნთქებდი და როცა უკვე შედეგები ვნახე ჩემს სიხარულს საზღვრები არ ჰქონდა.

 

სალომე ჟოჟაძე, 17 წლის, ბათუმიდან

ქიმიაში ავიღე 63/63, ხოლო ბიოლოგიაში 68/70. სკოლაში მამზადებდნენ. დამატებითაც ვმეცადინეობდი ბოლო რამდენიმე თვე. ვაბარებ სამედიცინოზე. ამ ქულებს ველოდი და ნამდვილად გამიხარდა, როდესაც ვნახე. პირველად დედას გავაგებინე და უკვე საბოლოოდ გავუზიარე ეს ბედნიერი ემოციები.

 

სოფიო ივანიძე 18 წლის თბილისიდანფოტოს გახსნა

ბიოლოგიაში 67 ქულა ავიღე. დღეს არც ველოდებოდი შედეგის გაგებას, შემთხვევით შევედი საიტზე და ძალიან გახარებული დავრჩი, როცა ჩემი ქულა დავინახე, რადგან 65-ზე მეტს არ ველოდი. ერთი წელი ვემზადებოდი ბიოლოგიაში, თუმცა სკოლაშიც კარგად ვსწავლობდი ამ საგანს. პირველად ჩემს მასწავლებელს დავურეკე და ისიც ძალიან გავახარე. ახლა კი ველოდები ჩარიცხვებს. ერთი ნაბიჯიღა დარჩა საბოლოო მიზნამდე. პირველი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მიწერია, იმედი მაქვს, მოვხვდები. მინდა ყველა აბიტურიენტს წარმატება და სასურველ ფაკულტეტზე მოხვედრა ვუსურვო.

 

გვანცა რამაზაშვილი, 18 წლისფოტოს გახსნა

61 ქულა ავიღე ქიმიაში, რეპეტიტორთან არ ვემზადებოდი ცალკე, სკოლის მასწავლებელთან საკმარისზე მეტი ცოდნა მივიღე, ვაპირებ სტომატოლოგობას, ძალიან გამიხარდა ქულის გაგება და პირველ რიგში რა თქმა უნდა ოჯახის წევრებს ვაცნობე.

 

 

ნიკოლოზ მარშანია, 18 წლის, ქუთაისიდან

62 ქულა ავიღე ქიმიაში, რისთვისაც 1 წლის განმავლობაში ვემზადებოდი, მაღალ ქულას ველოდი ნამდვილად 63-იც შემეძლო, მომავალში ქირურგობას ვაპირებ, თუმცა ვფიქრობ, კონკრეტულ განხრას უნივერსიტეტში ავირჩევ. ქულის გაგების შემდეგ, საკმაოდ გახარებული ვიყავი და პირველი დედას ვაცნობე.

 

 

მომზადებულია: Studyprogrammes.Ge მიერ