გაიცანით 17 წლის ახალგაზრდა, რომელიც აქტიურად იცავს გარემოს

გაიცანით, 17 წლის გიორგი კავთელაძე ზესტაფონიდან, რომლიც აქტიურადაა ჩართული გარემოსდაცვით საქმიაონობაში უკვე წლებია, აპირებს პროფესიაც ეკოლოგიას დაუკავშიროს, სტატიაში გაიცნობთ ძალიან საინტერესო ბიჭს განსხვავებული ხედვებით.

-მოგესალმებით გიორგი, მოგვიყევით, თქვენზე და თქვენს საქმიანობებზე

-Მე ვარ, გიორგი კავთელაძე 17 წლის, ზესტაფონიდან ამჟამად ვცხოვრობ თბილისში, ჩემი საქმიანობა ძირითადად ეძღვნება გარემოს დაცვას და ახალგაზრდებში, არაფორმალური განათლების პოპულარიზაციას, და ახალგაზრდების ჩართვას საზოგადოებრივ საქმიანობებში, ეს ყველაფერი კი დაახლოებთ 4-5 წლის წინ წამოვიწყე.

 

-საინტერესოა, როდის შემოვიდა გარემოსდაცვითი საქმიანობა, თქვენს ცხოვრებაში, და რა ადგილი დაიკავა მან?

-გარემოსდაცვითი საქმიანობა ჩემს ცხოვრებაში 2017 წელს შემოვიდა, როდესაც პირველი საგრანტო კონკურსის გამარჯვებული გავხდი,  იარე ფეხით არასამთავრებო შენი უბნის იდეა რის შემდეგაც ერთ-ერთ საჯარო სკოლაში სკვერი მწვანე სივრცე გავაკეთეთ. ძირითადად რეკრეაციული სივრცეების შექმნაზე ვმუშაობდით. თუმცა ისიც გავიაზრე რომ პრობლემები მხოლოდ მაგით არ გადაიჭრებოდა, მერე ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიაში ჩავერთე, რომელიც ახალგაზრდული კონკურსია, მორგებულია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებზე,  რომლის ორგანიზატორიც არი CENN და დავიწყეთ უკვე გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებზე მუშაობა, ამან დიდი როლი ითამაშა ჩემს  გარემოს დაცვით საქმიანობაში,  პარარელურად კამპანია “პარასკევი მომავლისთვის”  ჩამოვაყალიბე რის საშუალებითაც კლიმატი ცვლილების მიმართ დამოკიდებულებას გამოვხატავდით . ტრენინგებსაც ვატარებდით სხვადასხვა ენაზე, რომ ინფორმაციული  ვაკუუმი არ შექმნილიყო ამ ყველაფრის გამო მწვანე სტიპენდიის მფლობელიც გავხდი. Ასე და ამგვარად ამ საქმიაონობამ დიდი როლი დაიკავა ჩემს ცხოვრებაში, და გახდა ყოველდღიურობის ნაწილი.

 

-გიორგი, გვესაუბრეთ განათლების მნიშვნელობაზე

-Განათლება, საწყისია ყველა სხვა დანარჩენი პროცესისა, განათლება არის ყველა პრობლემის გასაღები ეს ისეთი სფეროა, რომელიც ყოველდღიურად ინოვაციებით უნდა იყოს გაჯერებული.

 

-გვითხარით, რა არის თქვენთვის წარმატება და თუ გაქვთ რაიმე ფორმულა რასაც მიყვებით ხოლმე?

-ჩემთვის წარმატება ამათუ იმ საქმიაონობის შემდეგ სასურველი შედეგის მიღებაა, რისთვისაც ყველაფერს ვაკეთებ ხოლმე. კონკრეტული ფორმულა არ გამაჩნია, უბრალოდ,  ყოველთვის მაქსიმუმსს ვაკეთებ საკუთარი თავის,შრომა არ მეზარება და ყოველთვის ყველა ადამიანურ რესურს ვიყენებ.

 

-როგორც ვიცით წელს ჩააბარეთ ერთიანი ეროვნული გამოცდები, მოგვიყევით როგორი წელი გქონდათ და რამდენად კმაყოფილი ხართ თქვენი შედეგით

-ეს წელი საკმაოდ დატვირთული იყო, იმიტომ რომ სწავლასთან ერთად ისევ ვეწეოდი გარემოს დაცვით საქმიაონობასაც, ასევე სხვადასხვა ტრენინგებს ვატარებდი და საკმაოდ პროდუქტიული წელი იყო. Შედეგით კმაყოფილი ვარ ვინაიდან საკმაოდ მაღალი ქულები ავიღე გამოცდებში. ვაბარებ ეკოლოგიაზე ილიას სახელმწიფო უნივერისტეტში, ვფიქრობ ეს პროფესია თანდათან უფრო და უფრო აქტუალური გახდება.

 

-რა თქვენთვის მოტივაცია, რომ იყოთ ასეთი აქტიური?

-Ჩემი მოტივაციაა დღეს არსებული პრობლემები, მოტივაციაა რომ სიტუაცია გაუმჯობესდეს და ორიენტირებული  ვიყო ადამიანების მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ, რის შემდეგაც კი ადამიანებისგან მიღებული სითბო ორმაგი მოტივაცია ხდება ჩემთვის.

 

-გიორგი, ახალგაზრდებს რას ურჩევდით?

-ვურჩევდი რომ Მაქსიმალურად სწორად და პროდუქტიულად გამოიყენონ ეს წლები, რათა მიიღონ განათლება, რომელიც ასეთი მნიშვენლოვანია.  ვურჩევდი ისეთ პროექტებში ჩაერთონ  რომლებიც მარტო პიროვნულად კი არ განავითარებენ, არამედ საზოგადოებას რაც წაადგება ისეთებში, ასევე პროფესია ისე აირჩიონ, რომ გულით უნდოდეთ, გულით უყვარდეთ.

 

-საინტერესოა, სამომავლოდ რას გეგმავთ?

-Ზოგადად შორი პერსპექტივით გეგმებს არ ვისახავ, მირჩევნია ახლო პერსპექტივით დავგეგმო ასე უფრო მარტივად პროგრამირებადი იქნება ყველაფერი, ჩემი სამომავლო გეგმეა რომ ნებისმიერ ადგილას საქართველოში ახალგაზრდებმა იცოდნენ გარემოსდაცვით მნშვნელობაზე  და ნებისმიერ სკოლაში გარემოსდაცვით განათლებას ექცეოდეს საკმარისი ყურადღება .

 

მომზადებულია: Studyprogrammes.Ge მიერ