2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობა იწყება

ყველასათვის საინტერესოა მობილობის ვადები. ცნობილია, რომ მობილობა გაგრძელდება 16 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით. ამასთანავე, ცნობილი ხდება თუ რა შეთავაზებები ექნებათ უნივერისტეტს მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის, შეთავაზებები იხილეთ სტატიაში

 

გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტს, სტუდენტებისთვის გრანდიოზული შეთავაზება აქვს, იგი, სტუდენტებს სთავაზობს სწავლის გადასახადის განახევრებას პირელივე დღიდან.

გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტი – 5 საბაკალავრო და 5 სამაგისტრო პროგრამას გთავაზობთ .

საბაკალავრო პროგრამებია: ბიზნესის ადმინისტრირება (მენეჯმენტი, მარკეტინგი, ფინანსები), ტურიზმი, ჟურნალისტიკა, ფსიქოლოგია, სამართალმცოდნეობა.

ხოლო სამაგისტრო პროგრამებია: საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტი, საბანკო საქმე ,მასობრივი კომუნიკაცია, სისხლის სამართალი, კერძო სამართალი.

 

თბილისის ღია უნივერსიტეტი  სტუდენტებს სთავაზობს – მაღალი დონის აკრედიტირებულ პროგრამებს.

პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლებას.

ახალ, ულტრათანამედროვე კამპუსს ქალაქის ცენტრში.

დასაქმების რეალურ შესაძლებლობას.

გაცვლით პროგრამებს ჩინეთის, ევროპის, ამერიკის უნივერსიტეტებში.

 

 

რაც შეეხება სეუს ის სტუდენტებს სთავაზობს – სწავლის საფასურის გადახდას 10-12 ნაწილად, ან სასურველი ინდივიდუალური გრაფიკით, ასევე სახელმწიფო გრანტის გადაყოლას სეუშიც .

მოქნილი, სასურველი სალექციო ცხრილის შექმნას და საჭიროებისამებრ ცხრილში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა.

ლექციების მოხერხებულ დროს დასწრება.

სტუდენტები შეძლებენ შუალედური და დასკვნითი გამოცდების ჩაბარებას/აღდგენას ცნობებისა და განცხადებების გარეშე წინასწარ დადგენილი ცხრილით ან ცხრილის გარეშე, ყველაზე მოქნილი SEU-ს უნიკალური საგამოცდო ,,Live“ სისტემით:

ნებისმიერ საგანს,

ნებისმიერ დღეს,

ნებისმიერ დროს

და რეგულაციების მოხსნის შემდეგ 7 რეგიონის ნებისმიერ ქალაქში;

 

სტანდარტული ხელშეკრულებით ისარგებლებენ უნივერსიტეტში არსებული SEU- გრანტით, ფინანსური შეღავათებითა და სტიპენდიებით;

სეუში გელოდებათ:

დასავლური სტანდარტების შესაბამისი, ხარისხიანი განათლება,

გაცვლითი პროგრამები,

პრაქტიკაზე დაფუძნებული ინოვაციური სწავლება,

თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები,

პროფესიონალი ქართველი და უცხოელი ლექტორები,

ულტრათანამედროვე ინფრასტრუქტურა,

კომფორტული და მეგობრული გარემო,

დაუვიწყარი სტუდენტური ცხოვრება.

 

მობილობით გადმოსულ სტუდენტებთან ასევე აქვთ შეთავაზება, რომ 2990 ლარის ნაცვლად შეუძლიათ 2550 ლარად ისწავლონ თუკი ისინი სტიპენდიაზე იტყვიან უარს.

 

საბაუნი შემოდგომის სემესტრში სტუდენტებს მობილობას სთავაზობს შემდეგ ფაკულტეტებზე: სამართლის ფაკულტეტი, ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტი, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი.

დამატებით ერთი საგნის გავლის შესაძლებლობით (30 კრედიტს მიღმა, შემოდგომის სემესტრში შემოთავაზებული საგნებიდან); სწავლის საფასურის გადახდის ინდივიდუალური გრაფიკით; წლიური სწავლის საფასურის 10 ნაწილად გადახდის შესაძლებლობით;გაცვლითი და საგრანტო პროგრამებით ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში;

 

მომზადებულია: Studyprogrammes.Ge მიერ