მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურება – 2021 წლის შედეგები

გთავაზობთ ტესტირების შედეგებს დაწყებითი საფეხურის საგნებში (ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება I-IV), ასევე ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, გეოგრაფიასა და სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში.
შედეგების გაგება შესაძლებელია მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც. ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან იმდენჯერ, რამდენჯერაც აბონენტი გააგზავნის შეტყობინებას).
სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება შედეგების გამოქვეყნების დასრულებისთანავე.