1. პროგრამის მიზანია სტუდენტმა შეიძნოს ფართო თეორიული და პრაქტიკული ცოდნა არქიტექტურაში. შეძლოს პროფესიული
კომპეტენციის ფორმირება, რომელიც საშუალებას მისცემს წარმატებით იმუშაოს არჩეულ სფეროში და იყოს მდგრადი შრომის
ბაზარზე. შეისწავლოს არქიტექტურული პროექტების/კონცეფციების ხორშესხმისთვის აუცილებელი პროცესები, დაპროექტების
უახლესი მეთოდები. წარმოსახვითი შემოქმედებითი მიდგომით, სამგანზომილებიანი სივრცითი აზროვნებით ჩამოაყალიბოს
საპროექტო კონცეფცია და წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად შექმნას არქიტექტურული პროექტი.
2. დაეუფლოს არქიტექტურასთან დაკავშირებული სფეროების ხელოვნების, ტექნოლოგიების, საინჟინრო, სამშენებლო
საქმიანობასთან დაკავშირებული პროცესების, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების ცოდნას. გააცნობიეროს
ქალაქმშენებლობის, გარემოს დაცვისა და კულტურული მემკვიდრეობის ფასეულობები.
3. ხელი შეუწყოს კურსდამთავრებულის პროფესიულ, შემოქმედებით საქმიანობას ფუნქციური, ესთეტიკური, ჰარმონიული,
კომფორტული და უსაფრთხო არქიტექტურული გარემოს შესაქმნელად საზოგადოების, დამკვეთის, მომხმარებლის
ინტერესებისა და პროფესიული ეთიკის გათვალისწინებით. განსაზღვროს ინდივიდუალური სასწავლო საჭიროებები და
დაგეგმოს საკუთარი პროფესიული განვითარება.

საფასური:
პროგრამის აღწერა:
საკონტაქტო ინფორმაცია
კატეგორია:
ბაკალავრიატი
ტელეფონი:
+995(422) 27-93-53
მისამართი:
საქართველო,
ვებ-გვერდი:
http://www.batu.edu.ge/
ელ.ფოსტა:
info@batu.edu.ge