კატეგორია: ბაკალავრიატი

აუდიოვიზუალური ხელოვნება (კნორეჟისურა; ტელერეჟისურა)

April 5, 2021
23 ნახვა
  • Report This Listing
    Login Required
  • გააზიარე ეს პროგრამა
no media
საფასური:
პროგრამის აღწერა:

სახვითი, სასცენო და კინო-ტელე ხელოვნების ფაკულტეტის კინო-ტელე ხელოვნების დეპარტამენტის ,,აუდიოვიზუალური
ხელოვნების“ უმაღლესი საგანმანათლებლო საბაკალავრო პროგრამა ამზადებს დამდგმელ რეჟისორს ორი პროფილით/სპეცილობით:
კინორეჟისურა/ტელერეჟისურა.
საგანამანათლებლო პროგრამის მიზანია, მოამზადოს თვითმყოფადი ხელოვანი, რომელიც კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლის
შესაბამისი პროფილის მიხედვით კინო და ტელე რეჟისურის პროფესიის შემოქმედებით-ტექნიკურ ასპექტებს და ჩამოუყალიბებს
თეორიულ-პრაქტიკულ ცოდნას დარგის მიმართულებით. მომავალი რეჟისორი შეძლებს შემოქმედებითი ძიების სწორად
წარმართვას, იდეის მოდელირებასა და სადადგმო ჩანაფიქრის წარმატებულ კინო/ტელე ეკრანიზაციას. გაერკვევა სფეროში
მიმდინარე თანამედროვე ტენდენციებში. საგანმანათლებლო პროგრამა ხელს შეუწყობს სტუდენტის მსოფლმხედველობის
გაფართოებას, დახვეწილი გემოვნების ფორმირებას, ანალიტიკური უნარებისა და წარმოსახვის განვითარებას. მოამზადებს
პრაქტიკული უნარ-ჩვევებით აღჭურვილ პროფესიონალს, რომელიც სრულად შეძლებს თავისი შესაძლებლობების გამოვლენას
ბაზრის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად.
საბაკალავრო პროგრამა ხელს შეუწყობს კურსდამთავრებულის მომზადებას დამოუკიდებელი პროფესიული შემოქმედებითი
საქმიანობისათვის, როგორც კინემატოგრაფში (მხატვრული, დოკუმენტური), ასევე ტელეხელოვნების მიმართულებით,
აუდიოვიზუალურ შოუ-სანახაობებში, სარეკლამო და ხმის ჩამწერ სტუდიებში, აუდიოვიზუალურ საარქივო სამსახურებში,
აუდიოვიზუალურწარმოდგენებსა და პერფომანსებში.
,,აუდიოვიზუალური ხელოვნების“ საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში კინორეჟისურის და ტელერეჟისურის სპეციალობებზე
სწავლება შეიცავს თეორიულ და შემოქმედებით-პრაქტიკულ ასპექტებს, რომლებიც პროფესიული სპეციფიკიდან გამომდინარეობს
და ობიექტურად განაპირობებს სწავლების შესაბამის თავისებურებებს, თუმცა, მათ აერთიანებთ აუდიოვიზუალური ხელოვნების
სწავლების ერთიანი პრინციპი და მეთოდოლოგია. პროგრამაში წარმოდგენილია ორივე პროფილის/სპეციალობის დეტალური
აღწერა. შესაბამისი სასწავლო გეგმების თანხლებით.

საკონტაქტო ინფორმაცია
კატეგორია:   
ტელეფონი: +995(422) 27-93-53
ელ.ფოსტა: info@batu.edu.ge

შეაფასე პროგრამა

სხვა პროგრამები
Shedule a Test Drive
[dhvc_form id="2578"]
Apply For TradeIn With Us
[dhvc_form id="2578"]