კატეგორია: ბაკალავრიატი

ბიზნესის ადმინისტრირება

საქართველო
April 9, 2021
12 ნახვა
  • Report This Listing
    Login Required
  • გააზიარე ეს პროგრამა
no media
საფასური:
სერთიფიცირება: ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი
პროგრამის აღწერა:

სწავლის შედეგები და მათი მიღწევის მეთოდები
სწავლების პროცესის ორგანიზება მიზნად ისახავს ისეთი მეთოდების გამოყენებას, რომე­ლიც საბაკალავრო პროგრამის პრაქ­­ტიკული რეა­ლი­ზაციის შედეგად უზრუნველყოფს ბიზნესის ადმინისტრირების ბა­კალავრის აკადე­მიური ხარისხის შე­საბამისი ცოდნის და უნა­­­რე­ბის მიღწევას. პროგრამის მიზნების და სწავლის შედეგების რეალიზაცია ხდება სასწავლო კურსებში ლექციების (კლასიკური და ინტერაქტიული), ჯგუფში მუშაობის, პრაქტიკული მეცადინეობების საშუალებით, ასევე სტუდენტის დამოუკიდებელი მუშაობის გზით, წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად კვლევითი ხასიათის პროექტის განხორციელების მეშვეობით, თეორიისა და პრაქტიკის ინტეგრაციის მიზნით პრაქტიკის ობიექტზე სამუშაო პროცესში მონაწილეობის შედეგად.
ლექციის დანიშნულებაა – სილაბუსით გათვალისწინებული თემების თეორიული გააზრება, განზოგადება, პრობლემურ დონეზე განხილვა და სტუდენტის უზრუნველყოფა შესაბამისი მეთოდოლოგიური ინფორმაციით და ტერმინოლოგიით. ლექციებზე ყურადღება კონცენტრირებულია განსახილველი საკითხის ძირითადი დებულებების გამოკვეთაზე, დასაბუთებული თეზისების ფორმულირებასა და მათ კრიტიკულ ანალიზზე. ჯგუფში მუშაობის/პრაქტიკული მეცადინეობის დანიშნულებაა – ლექციებზე მიღებული ცოდნის გაღრმავება და დაკონკრეტება, პრაქტიკული აპლიკაცია. სწავლებისა და სწავლის პროცესში გამოიყენება როგორც ვერ­ბა­ლუ­რი, ისე წე­რითი, როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური მუშაობის მეთოდები; დავალებათა შესასრულებლად და საკითხების ვიზუალიზაციისათვის შემოქმედებითად იქნება გამოყენებული საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, წიგნზე მუშაობის მეთოდი;

კონკრეტული მეთოდის ან მეთოდთა კომბინაციის შერჩევა დამოკიდებულია შესაბამისი სასწავლო კომპონენტით დასახულ მიზნებსა და სწავლის შედეგებზე, რაც დეტალურადაა აღწერილი სასწავლო კურსების სილაბუსებში.

საკონტაქტო ინფორმაცია
კატეგორია:   
ტელეფონი: (+995 32) 2402946 /
მისამართი: საქართველო,
ელ.ფოსტა: info@openuni.edu.ge

შეაფასე პროგრამა

სხვა პროგრამები
Shedule a Test Drive
[dhvc_form id="2578"]
Apply For TradeIn With Us
[dhvc_form id="2578"]