კატეგორია: ბაკალავრიატი

ბიზნესის ადმინისტრირება

საქართველო
March 30, 2021
7 ნახვა
  • Report This Listing
    Login Required
  • გააზიარე ეს პროგრამა
Media
პროგრამის ხანგრძლივობა (საათი): 4 წელი (6000 საათი)
საფასური: 2 000 ლარი
სერთიფიცირება: დიპლომი
პროგრამის აღწერა:

ბიზნესი წარმოადგენს დინამიურად განვითარებად სფეროს, რომელსაც უაღრესად ცვალებად გარემოში უწევს ფუნქციონირება. აღნიშნულ ცვლილებებთან სწრაფი ადაპტირება წარმოუდგენელია შესაბამისი განათლებისა და კვალიფიკაციის მქონე ადამიანური რესურსების მომზადების გარეშე, რომელთაც ექნებათ ბაზარზე ორიენტირებული ხედვა და შეძლებენ, წარმატებით გადაჭრან ბიზნესში არსებული პრობლემები.

თანამედროვე პირობებში, ორგანიზაციათა საქმიანობის ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია ბიზნესის ადმინისტრირების სფეროს პროფესიონალი კადრების მომზადება, რომელთაც ექნებათ შესაბამისი ცოდნა და პრაქტიკული უნარი ბიზნესის საშუალო და საწყის დონეზე ბიზნესის მართვის პროცესებში, ასევე სტრატეგიულ და ტაქტიკურ გადაწყვეტილებებში მონაწილეობის მისაღებად.

თჰუ „ბიზნესის ადმინისტრირების“ საბაკალავრო პროგრამა უზრუნველყოფს შესაბამისი ცოდნის, უნარებისა და ღირებულებების მქონე პირთა პროგრამაში ჩართვას, რაც ემსახურება სტუდენტის მიერ ამ პროგრამით განსაზღვრული სწავლის შედეგების მიღწევას.

პროგრამის მიზანი:

  • საგანმანათლებლო პროგრამის რეალიზაციის მიზანია, ბიზნესის მიმართულებით თანამედროვე ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გამომუშავების გზით, წვლილი შეიტანოს პიროვნების განვითარებასა და მისი ინტელექტუალური პოტენციალის რეალიზებაში;
  • უზრუნველყოს შრომის ბაზრის დამსაქმებელთა მოთხოვნების ადეკვატური ხარისხის, სათანადო კომპეტენციისა და კვალიფიკაციის მქონე უმაღლესი აკადემიური განათლების პირველი საფეხურის დონის კონკურენტუნარიანი სპეციალისტის მომზადება.
  • სტუდენტი დაეუფლება პრაქტიკული საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელ მეთოდებს, გამოიმუშავებს ბიზნეს პროცესების მართვის უნარ-ჩვევებს, ასევე კომუნიკაციისა და სწავლების უნარს, შეეძლება საწარმოო პრაქტიკისა და სფეროს სიახლეების მიდევნება და ცოდნის მუდმივად განახლება.
  • ამ მიზნების მისაღწევად, „ბიზნესის ადმინისტრირების“ საბაკალავრო პროგრამის სწავლის შედეგების განსაზღვრისა და პროგრამის განვითარების პროცესში ჩართულნი არიან  დაინტერსებული მხარეები -  აკადემიური პერსონალი, სტუდენტები, დამსაქმებლები, კურსდამთავრებულები.

დასაქმების სფერო:

„ბიზნესის ადმინისტრირების“ საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულებმა შეიძლება დაიკავონ პოზიციები კერძო ან საჯარო სექტორის ეკონომიკური საქმიანობის სხვადასხვა  მიმართულებით, მართვის საშუალო ან  საწყის დონეზე. კერძოდ, კურსდამთავრებულს შესაძლებლობა ექნება, დასაქმდეს სხვადასხვა ფუნქციონალური სფეროს ანალიტიკასა და მენეჯმენტში:

  • საჯარო დაწესებულებებში, მათ შორის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში;
  • კერძო სექტორში, როგორც სამეწარმეო ისე არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში;
  • საერთაშორისო  ორგანიზაციებში;
  • არასამთავრობო დაწესებულებებში, მათ შორის, საქველმოქმედო ორგანიზაციებსა თუ ფონდებში;
  • განახორციელოს კერძო ბიზნეს და სხვა ისეთი საქმიანობა, სადაც საჭიროა ბიზნესის ადმინისტრირების ცოდნა, და არ მოეთხოვებათ მაგისტრის აკადემიური ხარისხი.
საკონტაქტო ინფორმაცია
კატეგორია:   
ტელეფონი: +995 32 2545909
მისამართი: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი №31 (ყოფილი ჩოლოყაშვილის 53), , საქართველო,
ელ.ფოსტა: thu-posta@thu.edu.ge

შეაფასე პროგრამა

სხვა პროგრამები
Shedule a Test Drive
[dhvc_form id="2578"]
Apply For TradeIn With Us
[dhvc_form id="2578"]