კატეგორია: ბაკალავრიატი

ბიზნესის ადმინისტრირება

საქართველო
April 1, 2021
3 ნახვა
  • Report This Listing
    Login Required
  • გააზიარე ეს პროგრამა
Media
პროგრამის ხანგრძლივობა (საათი): 4 სასწავლო წელი
საფასური: 2 250 ლარი
სერთიფიცირება: გაიცემა დიპლომი
პროგრამის აღწერა:

ბიზნესის ადმინისტრირების საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია ისეთი
სპეციალისტის მომზადება, რომელსაც ექნება თეორიული და სპეციალური
ცოდნა ფინანსების, მენეჯმენტის, მარკეტინგის, საბუღალტრო აღრიცხვასა და
გადასახადების სფეროში. აღჭურვილი იქნება ბიზნესის საქმიანობისთვის საჭირო
ინსტრუმენტების ეფექტიანი გამოყენების უნარებით; შეიძენს პრაქტიკულ
უნარებს, რომლებიც მას მისცემს კარიერული და პიროვნული ზრდის, საქმიანი
ურთიერთობების ფორმირების შესაძლებლობას. აღჭურვილი იქნება
ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის პრაქტიკული უნარ-ჩვევებით;
ექნება გააზრებული ბიზნესის ადმინისტრირების, როგორც სისტემის და მისი
ძირითადი ფუნქციონალური მიმართულებების – სოციალურ-ეკონომიკური და
ეთიკურ-სამართლებრივი მნიშვნელობა.
სწავლის
შედეგები
შეუძლია ბიზნეს პროცესების იდენტიფიცირება, ბიზნეს იდეის საქმიან
მდგომარეობამდე მიყვანისათვის საჭირო სამუშაოების შესრულება და
კონკრეტული ღონისძიებების დასახვა. კომპანიების ფულადი ნაკადების
შეფასება, ფინანსური დოკუმენტების ინტერპრეტაცია, ფინანსური ინფორმაციის
თავმოყრა, ანალიზი, ანგარიშების მომზადება და წარდგენა;
-შეუძლია შეიმუშაოს კომპანიებისა და სახელმწიფო სტრუქტურების მართვისა
და განვითარების სტრატეგიული გეგმა და დაგეგმოს სისტემის სრულყოფის
გზები. აქვს კომერციული ბანკის ოპერაციების შესრულების, კომერციული ბანკის
პორტფელის ანალიზის უნარი.
შეუძლია ცალკეული სადაზღვევო პროდუქტის საჭიროების დასაბუთება,
მოსალოდნელი რისკების კლასიფიცირება და შესაბამისი სადაზღვევო
პირობების შერჩევა, სადაზღვევო პორტფელის აქტუარული შეფასება;
აქვს ბუღალტრული ბალანსის შედგენის, კერძო და საჯარო სექტორის
ფინანსური ინფორმაციის დამუშავების, ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა
და ბუღალტრული აღრიცხვის კომპიუტერული პროგრამა „ორისის“ გამოყენების
უნარი.
შეუძლია მარკეტინგული საქმიანობის ანალიზი, მარკეტინგული სტრატეგიების
განსაზღვრა, ბაზრის სეგმენტირებისა და მარკეტინგული კვლევის
დამოუკიდებლად განხორციელება, ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი,
მარკეტინგულ საქმიანობაში სწორი პრიორიტეტების გამოკვეთა, ლოგისტიკური
პროცესების დაგეგმვა და სასაქონლო ნაკადების მართვა;

საკონტაქტო ინფორმაცია
კატეგორია:   
ტელეფონი: +995(422) 27 17 86
მისამართი: რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35, , საქართველო,

შეაფასე პროგრამა

სხვა პროგრამები
Shedule a Test Drive
[dhvc_form id="2578"]
Apply For TradeIn With Us
[dhvc_form id="2578"]