კატეგორია: ბაკალავრიატი

გემის ენერგეტიკული დანადგარები

საქართველო
April 12, 2021
5 ნახვა
  • Report This Listing
    Login Required
  • გააზიარე ეს პროგრამა
no media
საფასური:
სერთიფიცირება: საზღვაო ინჟინერია
პროგრამის აღწერა:

საგანმანათლებლო პროგრამის მიზნები: მომზადდეს საქართველოს, უკრაინის და საერთაშორისო საგანმანათლებლო და შრომის ბაზარზე არსბული მოთხოვნების შესაბამისი კომპეტენციებით აღჭურვილი კონკურენტუნარიანი, პრაქტიკულ საზღვაო-საექსპლუატაციო მუშაობაზე ორიენტირებული, მაღალკვალიფიციური სპეციალისტები,
რომლებსაც ექნებათ საქართველოს (მათ შორის, მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების შესახებ საქართველოს კანონის) და უკრაინის მოქმედი კანონმდე-ბლობის,
ბაკალავრის აკადემიური ხარისხის შესაბამისი დარგობრივი და ტრანსფერული კომპეტენციები; საერთაშორისო კონვენციებით, ნორმატიული დოკუმენტებით და სტანდარტებით (კერძოდ, მეზღვაურთა მომზადების, დიპლომირების და ვახტაზე დგომის საერთაშორისო კონვენციით STCW-78/95, IMO-ს ნორმატიული დოკუმენტებით და სხვ.)
განსაზღვრული საერთაშორისო სივრცეში პროფესიონალური საქმიანობისთვის აუცილებელი თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები; ცოდნის მუდმივი
განახლების და კომპეტენციების სრულყოფის, სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულების და პროფესიონალური განვითარების, ეთიკური ნორმების დაცვის, ღირებულებების ფორმირების პროცესში მონაწილეობისა და მათი დასამკვიდრებლად სწრაფვის მოტივაცია; შეძლებენ სფეროს კომპლექსური საკითხების თეორიული და პრაქტიკული
ასპექტების შერწყმის შედეგად სამსახურეობრივი (გემთმექანიკოსის) მოვალეობის შესრულებას, დარგისთვის დამახასიათებელი სტანდარტული და ზოგიერთი გამორჩეული
მეთოდების გამოყენებით სიტუაციების და ინფორმაციის/მონაცემების შეფასება-ანალიზს, პრობლემების მიზეზებისა და შედეგების ურთიერთკავშირის გაცნობიერებას და
თავისი კომპეტენციის ფარგლებში სწორი გადაწყვეტილებების მიღებას, საზღვაო ინგლისური და რუსული ტერმინოლოგიის სწორი გამოყენებით სამსახურეობრივი ვალდებულებების შესრულებას, გემის მულტინაციონალურ ეკიპაჟთან, დარგის სპეციალისტებთან, არასპეციალისტებთან და სხვ. წერით და ვერბალურ კომუნიკაციას, სპეციალური
ინფორმაციის (ინსტრუქციების, წესების და სხვ.) გააზრებას და ინტერპრეტაციას, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების და საზღვაო სფეროს სპეციალური
კომპიუტერული პროგრამების გამოყენებას, საერთაშორისო საზღვაოსნო კონვენციების მოთხოვნების და ზღვაზე უსაფრთხოების წესების შესრულებას და სხვ.; უმაღლესი
აკადემიური განათლების შემდეგ საფეხურზე (მაგისტრატურაში) სწავლის გაგრძელებას, პრაქტიკულ და საზოგადოებრივ საქმიანობაში კომპეტენციების და შესაძლებლობების
რეალიზაციას, კარიერულ წინსვლას წარმატებული საქმიანობის შედეგად - მეზღვაურთა მომზადების, დიპლომირებისა და ვახტის გაწევის სტანდარტების შესახებ
საერთაშორისო კონვენციის (STCW78/95) და მეზღვაურთა მომზადებისა და დიპლომირების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად პროგრამის კურსდამთავრებულს
შეუძლია გემზე მუშაობის აღიარებული სტაჟის და სათანადო მომზადების საფუძველზე ეტაპობრივად მოიპოვოს საოკეანო-სავაჭრო გემის სამეთაურო შემადგენლობის
გემთმექანიკოსის მორიგი წოდება და დაიკავოს თანამდებობა გემის მორიგე მექანიკოსიდან დაწყებული უფროსი მექანიკოსის ჩათვლით.

საკონტაქტო ინფორმაცია
კატეგორია:   
ტელეფონი: 593 34 02 65
მისამართი: საქართველო,
ელ.ფოსტა: info@bntu.edu.ge

შეაფასე პროგრამა

სხვა პროგრამები
Shedule a Test Drive
[dhvc_form id="2578"]
Apply For TradeIn With Us
[dhvc_form id="2578"]