კატეგორია: ბაკალავრიატი

დიზაინი (ტექსტილის დიზაინი; სამოსის დიზაინი)

საქართველო
April 5, 2021
3 ნახვა
  • Report This Listing
    Login Required
  • გააზიარე ეს პროგრამა
no media
საფასური:
პროგრამის აღწერა:

დიზაინი თანამედროვე დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების საინტერესო, დინამიური და ფართო დარგია. იგი ვიზუალური
აზროვნებისა და შემოქმედებითი მუშაობის პროცესია. ცოდნა და აზროვნების პროცესი ძირითადად ხორციელდება პრაქტიკული
მუშაობით, რომელიც დეკორატიული ხედვის თვალსაზრისით მუდმივად რაიმე სიახლეს წარმოშობს. სასწავლო პროგრამა სტუდენტს
პროფესიის დაუფლების პროცესში მხოლოდ წინასწარ განსაზღვრულ მოთხოვნებს არ უყენებს. მას ამ დარგში აქტიური წვლილის
შეტანისა და ინდივიდუალური თვითგამოხატვის საშუალებასაც აძლევს.
პროგრამის მიზანია: ქვეყნის, რეგიონისა და ზოგადად საზოგადოების ინტერესების შესატყვისი მაღალკვალიფიციური კადრების
მომზადება დიზაინის სფეროში; სტუდენტმა შეიძინოს პროგრამით გათვალისწინებული ცოდნა, გაერკვეს დიზაინის სპეციფიკაში და
განსაზღვროს მისი როლი თანამედროვე მოდისა და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების განვითარებაში; შეძლოს
შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარების გზით საკუთარი პოტენციალის რეალიზება. სტუდენტს ექნება საშუალება ქართული
და მსოფლიო მოდური ტენდენციების შესაბამისად გამოავლინოს თავისი მხატვრული შესაძლებლობები დიზაინის სფეროში.
პროგრამის მიზანია სტუდენტს მისცეს ზოგადთეორიული და პრაქტიკული ცოდნა დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების
მიმართულებით, რის საფუძველზეც ის შეძლებს წარმატებულ შემოქმედებით საქმიანობას და ორიენტირებული იქნება დასაქმების
ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებზე.
დიზაინის საბაკალავრო პროგრამის მიზნები სრულ შესაბამისობაშია უნივერსიტეტის მისიასთან, სტრატეგიული განვითარების
გეგმასთან (ასევე, თანხვედრაშია ფაკულტეტის დებულებასთან და სტატეგიული განვითარების გეგმასთან), რომელიც გულისხმობს
კვალიფიციური და კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადებას. სტუდენტის პიროვნული პოტენციალის რეალიზების
ხელშეწყობასა და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარებას აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების
გზით. სტუდენტების ორიენტირებას ეროვნული ტრადიციების დაცვაზე, სამოქალაქო საზოგადოებისა და ჰუმანიზმის იდეალების
განვითარებაზე.

საკონტაქტო ინფორმაცია
კატეგორია:   
ტელეფონი: +995(422) 27-93-53
მისამართი: საქართველო,
ელ.ფოსტა: info@batu.edu.ge

შეაფასე პროგრამა

სხვა პროგრამები
Shedule a Test Drive
[dhvc_form id="2578"]
Apply For TradeIn With Us
[dhvc_form id="2578"]