ელექტროობა/ Electricity

July 16, 2021
62 ნახვა
  • Report This Listing
    Login Required
  • გააზიარე ეს პროგრამა
Media
პროგრამის ხანგრძლივობა (საათი): 9,5 თვე
საფასური:
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია ელექტროობაში/ Basic Vocational Qualification electricity; მისანიჭებელი კვალიფიკაცია განათლების საერთაშორისო კლასიფიკატორს შეესაბამება სფეროს “ელექტროობა ენერგეტიკა“ კოდი 0713
პროგრამის აღწერა:

მიზანი
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია უზრუნველყოს კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება ელექტროობაში.
დაშვების წინაპირობა/წინაპირობები
მესამე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაციისათვის – საბაზო განათლება; პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვება.
დასაქმების შესაძლებლობები
მესამე საფეხურის ელექტროობის პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭების შემთხვევაში პირი შეიძლება დასაქმდეს ნებისმიერ ორგანიზაციაში ელექტრულ დანადგარებისა და სხვა ელექტრულ აპარატურის მომსახურე პირად:
დასაქმების პოზიციები შესაძლებელია იყოს:

  • ელექტრიკოსი
  • ელექტროტექნიკური სისტემების მემონტაჟე
  • შენობის ელექტრიკოსი
  • მომმარაგებელ-ელექტრიკოსი
  • ელექტრო-მექანიკოსი
  • ელექტროგაყვანილობის და ფიტინგების მემონტაჟე
  • განათების სისტემების მემონტაჟე
  • ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაციის მემონტაჟე
  • დამცავი სიგნალიზაციის მემონტაჟე
  • ქუჩების განათების და ელექტრული სასიგნალო მოწყობილობების მემონტაჟე
  • ასფრენ-დასაფრენი ბილიკების განათების მემონტაჟე
  • მზის ენერგიის ელექტრული კოლექტორების მემონტაჟე

პროგრამის სტრუქტურა და მოდულები
პროფესიულმა სტუდენტმა უნდა დააგროვოს 52 კრედიტი, საიდანაც ზოგად მოდულთა კრედიტების ჯამური რაოდენობაა 10 კრედიტი,
დანარჩენი პროფესიული მოდულებია. არაქართულ ენოვანმა პროფესიულმა სტუდენტმა უნდა დააგროვოს 67 კრედიტი, საიდანაც ზოგად მოდულთა კრედიტების ჯამური რაოდენობაა 25კრედიტი. ქართულენოვანთათვის სწავლების ხანგრძლივობა არის 9.5 თვე.
არაქართულენოვანთათვის სწავლების ხანგრძლივობა არის 1 წელი

  • მისანიჭებელი კვალიფიკაციის სწავლის შედეგები
    1. გაუწიოს დაზარალებულს პირველადი სამედიცინო დახმარება;
    2. გამოიყენოს ელექტრული ტექნოლოგიები, ელექტროობის წარმოების, გადაცემისა და განაწილების საშუალებები;
    3. დაამონტაჟოს და შეამოწმოს განათება და ელექტრული წრედები საშინაო და მცირე საწარმოო გარემოში;
    4. მოიპოვოს და გამოიყენოს საინჟინრო ინფორმაცია საკომუნიკაციო ტექნოლოგიის (ICT) გამოყენებით;
    5. გამოთვალოს ფიგურათა მოცულობა, ფართობი და გამოიყენოს მონაცემთა გამოსახვის სტატისტიკური მეთოდები;
    6. წაიკითხოს და დახაზოს საინჟინრო ნახაზები სხვადასხვა ტექნიკის, მათ შორის კომპიუტერზე დაფუძნებული ხაზვის სისტემის (CAD) გამოყენებით;
    7. შექმნას და წარადგინოს პროექტი.

სწავლის შედეგების მიღწევის დადასტურება და კრედიტის მინიჭება
კრედიტის მინიჭება ხორციელდება სწავლის შედეგის მიღწევის დადასტურების საფუძველზე.
სწავლის შედეგის მიღწევის დადასტურება შესაძლებელია:
ა) წინმსწრები ფორმალური განათლების ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების აღიარებით (ჩათვლა);ბ) არაფორმალური განათლების გზით მიღწეული სწავლის შედეგების დადასტურება განათლების და მეცნიერების მინისტრის მიერ
დადგენილი წესით;
გ) სწავლის შედეგების დადასტურება შეფასების გზით.
არსებობს განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება.
განმავითარებელი შეფასება შესაძლოა განხორციელდეს როგორც ქულების, ასევე ჩათვლის პრინციპების გამოყენებით.
განმსაზღვრელი შეფასება ითვალისწინებს მხოლოდ ჩათვლის პრინციპებზე დაფუძნებული (კომპეტენციების დადასტურებაზე დაფუძნებული)
სისტემის გამოყენებას და უშვებს შემდეგი ორი ტიპის შეფასებას:
ა) სწავლის შედეგი დადასტურდა;
ბ) სწავლის შედეგი ვერ დადასტურდა.
განმსაზღვრელი შეფასებისას უარყოფითი შედეგის მიღების შემთხვევაში პროფესიულ სტუდენტს უფლება აქვს პროგრამის დასრულებამდე.
მოითხოვოს სწავლის შედეგების მიღწევის დამატებითი შეფასება. შეფასების მეთოდი/მეთოდები მოცემულია მოდულებში.

საკონტაქტო ინფორმაცია
ტელეფონი: 0353 20 04 23
მისამართი: კაჭრეთში (გურჯაანის მუნიციპალიტეტი), დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, სოფელი სამრეკლო, ,
Videos

შეაფასე პროგრამა

სხვა პროგრამები
Shedule a Test Drive
[dhvc_form id="2578"]
Apply For TradeIn With Us
[dhvc_form id="2578"]