თმისა და სილამაზის მომსახურება / Hair and Beauty Services

July 16, 2021
58 ნახვა
  • Report This Listing
    Login Required
  • გააზიარე ეს პროგრამა
Media
პროგრამის ხანგრძლივობა (საათი): ქართულენოვანი სტუდენტებისათვის 10.5თვე; არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის 13 თვე
საფასური:
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საბაზო პროფესიულიკვალიფიკაცია თმისა და სილამაზის მომსახურებაში / Basic Vocational Qualification in Hair and Beauty Services
პროგრამის აღწერა:

მიზანი

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია თმისა და სილამაზის სფერო უზრუნველყოს კონკურენტუნარიანი კადრით, კერძოდ, თმის სტილისტი.

დაშვების წინაპირობა - საბაზო განათლება; პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვება

დასაქმების სფერო და შესაძლებლობები

თმისა და სილამაზის მომსახურებაში საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია შესაბამისი კონცენტრაციის საფუძველზე დასაქმდეს შემდეგ პოზიციებზე: თმის ოსტატი, პარიკმახერი, თმის სტილისტი, ასევე შეიძლება იყოს თვითდასაქმებული.

დასაქმების საერთაშორისო კლასიფიკატორის (ISCO) კოდები: 5141; 5142.

ეროვნული კლასიფიკატორის – (ეკონომიკური საახეები) კოდები: 96.02.; 96.02.0

სტრუქტურა და მოდულები:

„თმის მომსახურება“ მოიცავს 4 ზოგად მოდულს – ჯამური 10 კრედიტის მოცულობით, 7 საერთო პროფესიულ მოდულს – ჯამური 22 კრედიტის მოცულობით, 7 კონცენტრაციის მოდულს – ჯამური 25 კრედიტის მოცულობით;თმის მომსახურების კონცენტრაციის გავლის შემთხვევაში პირმა კვალიფიკაციის მინიჭებისთვის უნდა დააგროვოს 57კრედიტი; საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია თმისა და სილამაზის მომსახურებაში კვალიფიკაციის მისანიჭებლად ქართულენოვანმა პროფესიულმა სტუდენტმა უნდა დააგროვოს ჯამურად 57 კრედიტი, ხოლო არაქართულენოვანმა პროფესიულმა სტუდენტმა უნდა დააგროვოს ჯამურად 722 კრედიტი, რომელთაგან 57კრედიტს ემატება ქართული ენა A2 (15კრედიტი)

სწავლება-სწავლების ხანგრძლივობა:

ქართულენოვანი სტუდენტებისათვის 10.5თვე;

არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის 13 თვე;

მისანიჭებელი კვალიფიკაციების შესაბამი სწავლის შედეგები

სწავლის შედეგები თმის მომსახურების კონცენტრაციისთვის

კურსდამთავრებულს შეუძლია:

  1. შეჭრას თმა
  2. სუბსტრაქტული სქემით აფორმიროს ძირითადი ფერები
  3. მოახდინოს პალიტრის კლასიფიცირება
  4. შეღებოს და გააღიაოს თმა
  5. შეასრულოს თმის ქიმიური დახვევა და გასწორება
  6. შეასრულოს სხვადასხვა სახის ვარცხნილობები
  7. შეასრულოს წვერ-ულვაშისა და ბაკენბარდების მოდელირება
  8. შეასრულოს თმის სპა პროცედურები.
საკონტაქტო ინფორმაცია
ტელეფონი: 0353 20 04 23
მისამართი: კაჭრეთი - გურჯაანის მუნიციპალიტეტი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, სოფელი სამრეკლო, ,
ელ.ფოსტა: kachreti@gmail.com

შეაფასე პროგრამა

სხვა პროგრამები
Shedule a Test Drive
[dhvc_form id="2578"]
Apply For TradeIn With Us
[dhvc_form id="2578"]