იატაკისა და ფილის სამუშაოები/ Floor and Tile Works

July 16, 2021
10 ნახვა
  • Report This Listing
    Login Required
  • გააზიარე ეს პროგრამა
Media
პროგრამის ხანგრძლივობა (საათი): ქართულენოვანი სტუდენტებისათვის 15თვე; არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის 17,5 თვე;
საფასური:
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია იატაკისა და ფილის სამუშაოებში / Basic Vocational Qualification in Floor and Tile Works
პროგრამის აღწერა:

მიზანი

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია მშენებლობის სფეროსთვის უზრუნველყოფს კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება იატაკისა და ფილის სამუშაოების კვალიფიკაციის მიმართულებით.

დაშვების წინაპირობა/წინაპირობები: საბაზო განათლება, პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვება

დასაქმების სფერო და შესაძლებლობები

„იატაკისა და ფილის სამუშაოებში“ საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირი შეიძლება დასაქმდეს სამოქალაქო და სამრეწველო შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე ღია ან/და დახურულ სივრცესა და სიმაღლეზე. ის შეიძლება იყოს თვითდასაქმებული ან დასაქმდეს სხვადასხვა ტიპის სამშენებლო-სარემონტო და დიზაინერულ კომპანიებში, სახელმწიფო ან კერძო საწარმო-დაწესებულებაში, რომელთა საქმიანობა დაკავშირებული იქნება შენობა-ნაგებობის მშენებლობასა ან მის რეკონსტრუქცია-გაძლიერებასთან. მას სამუშაოების შესრულება მოუწევს სხვადასხვა კლიმატის პირობებში. დასაქმების პოზიციები შესაძლებელია იყოს: სხვადასხვა სახის იატაკის მომწყობი; მომპირკეთებელი; ფილის დამგები; სამუშაო რგოლის უფროსი; ბრიგადის უფროსი.

სტრუქტურა და მოდულები

იატაკისა და ფილის სამუშაოები მოიცავს 7 სავალდებულო ზოგად მოდულს ჯამურად 18 კრედიტის ოდენობით, 3 პროფესიულ/დარგობრივ მოდულს ჯამური 5 კრედიტის ოდენობით და 9 იატაკისა და ფილის სამუშაოების მოდულს ჯამური 59 კრედიტის ოდენობით.

იატაკისა და ფილის სამუშაოებში საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭებისათვის პირმა უნდა დააგროვოს ჯამურად 82 კრედიტი.

იატაკისა და ფილის სამუშაოებში საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭებისათვის ქართულენოვანმა პროფესიულმა სტუდენტმა უნდა დააგროვოს ჯამურად 82 კრედიტი, ხოლო არაქართულენოვანმა პროფესიულმა სტუდენტმა უნდა დააგროვოს ჯამურად 97 კრედიტი, რომელთაგან 82 კრედიტს ემატება ქართული ენა A2 (15კრედიტი).

სწავლის შედეგები იატაკისა და ფილის სამუშაოებისათვის:

კურსდამთავრებულს შეუძლია:

  1. მოამზადოს იატაკი და კედელი მოსაპირკეთებლად
  2. დაახარისხოს ფილები სხვადასხვა ფორმებად
  3. დაჭრას ფილები სხვადასხვა ფორმებად
  4. მოამზადოს დუღაბი და წებო-ცემენტის ნაზავი ფილებისა და მოზაიკური ფილების დასაგებად
  5. დააგოს მეტლახის, გრანიტის, ვინილის ტიპის, რბილი და სხვადასხვა ზედაპირის იატაკი
  6. განახორციელოს ბეტონისა და პოლიმერული სამრეწველო იატაკის მოჭიმვა
  7. დაამუშაოს გამშრალი დუღაბის და ქვიშა-ცემენტის ხსნარით დამზადებული იატაკი
  8. მოაწყოს ფილისქვეშა ჰიდროიზოლაცია
  9. მოაწყოს იატაკი ხის მასალისგან უსაფრთხოების ნორმების დაცვით.
საკონტაქტო ინფორმაცია
ტელეფონი: 0353 20 04 23
მისამართი: კაჭრეთი, ახმეტის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქვემო ალვანი, ,
ელ.ფოსტა: kachreti@gmail.com

შეაფასე პროგრამა

სხვა პროგრამები
Shedule a Test Drive
[dhvc_form id="2578"]
Apply For TradeIn With Us
[dhvc_form id="2578"]