კატეგორია: ბაკალავრიატი

ინგლისური ფილოლოგია

საქართველო
April 3, 2021
12 ნახვა
  • Report This Listing
    Login Required
  • გააზიარე ეს პროგრამა
Media
საფასური:
პროგრამის აღწერა:

პროგრამის მიზანია მოამზადოს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრის შესაბამისი
კომპეტენციებით აღჭურვილი მაღალკვალიფიციური სპეციალისტი ინგლისურ
ფილოლოგიაში, რომელიც შეძენილი ცოდნით, გამომუშავებული უნარებით და
განვითარებული მოქალაქეობრივი ღირებულებებით წარმატებით შეძლებს პროფესიულ
საქმიანობას და/ან სწავლის გაგრძელებას უმაღლესი განათლების შემდგომ საფეხურზე -
მაგისტრატურაში.
ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა კომპლექსურად შეასწავლის
ინგლისურ ენას (ენათა სწავლის, სწავლებისა და შეფასების საერთოევროპული
რეფერენციული დონეების გათვალისწინებით), ლინგვისტიკას (ენათმეცნიერების
შესავალი, ინგლისური ენის ისტორია, ინგლისური ენის თეორიული გრამატიკა,
ინგლისური ენის ლექსიკოლოგია, ინგლისური ენის სტილისტიკა), ინგლისური
ლიტერატურის ისტორიას უძველესი დროიდან თანამედროვე პერიოდის ჩათვლით.
პროგრამა გულისხმობს სტუდენტის ენობრივი კომპეტენციის მიღწევას
„საერთოევროპული რეფერენციული ჩარჩო“ დოკუმენტის B2+ დონემდე; სამეტყველო
აქტივობათა: მოსმენის, კითხვის (რეცეფციული), ლაპარაკისა და წერის (პროდუქტიული)
უნარ-ჩვევების განვითარებას, ენის დამოუკიდებლად გამოყენებას, ქვეყანათმცოდნეობის
ზოგიერთი საკითხის და ინტერკულტურული კომუნიკაციის ელემენტების
გაცნობიერებას.
პროგრამა ასევე ორიენტირებულია სტუდენტთა მსოფლმხედველობის გაფართოებაზე,
ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებისა და ფასეულობების მიმართ
შეგნებული და ტოლერანტული დამოკიდებულების ფორმირებაზე, წერითი და ზეპირი
კომუნიკაციური უნარების განვითარებასა და საინფორმაციო-საკომუნიკაციო
ტექნოლოგიების შემოქმედებითად გამოყენების უნარის გამომუშავებაზე.

საკონტაქტო ინფორმაცია
კატეგორია:   
ტელეფონი: 0(370)272413
მისამართი: გორი, ჭავჭავაძის ქ., 53, , საქართველო,
ელ.ფოსტა: contact@gu.edu.ge

შეაფასე პროგრამა

სხვა პროგრამები
Shedule a Test Drive
[dhvc_form id="2578"]
Apply For TradeIn With Us
[dhvc_form id="2578"]