ინფორმაციის ტექნოლოგია/Information Technology

July 16, 2021
13 ნახვა
  • Report This Listing
    Login Required
  • გააზიარე ეს პროგრამა
Media
პროგრამის ხანგრძლივობა (საათი): ქართულენოვანი სტუდენტებისათვის 11თვე; არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის 13,5 თვე;
საფასური:
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია ინფორმაციისტექნოლოგიის მხარდაჭერაში / Basic Vocational Qualification in Information Technology Support;
პროგრამის აღწერა:

მიზანი

ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერის პროფესიული პროგრამის მიზანია, ინფორმაციის ტექნოლოგიების სფეროსთვის უზრუნველყოფს კონკურენტუნარიან კადრის აღზრდა; პერსონალური კომპიუტერის აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფის კვალიფიცირებული სპეციალისტის მომზადება, რომელიც ფლობს აპარატურული უზრუნველყოფისა და ოპერაციული სისტემების დაყენების, განახლების, დაზიანებების აღმოფხვრის, ოპტიმიზაციის, დიაგნოსტირებისა და მომსახურებისათვის საჭირო სპეციალურ ტექნიკურ უნარ-ჩვევებს; აქვს სფეროსათვის დამახასიათებელი ძირითადი ფაქტების, პრინციპების, პროცესებისა და ზოგადი კონცეფციების ცოდნა, აცნობიერებს გართულებული ამოცანების შესასრულებლად აუცილებელ ნაბიჯებს.

დაშვების წინაპირობა/წინაპირობები

საბაზო განათლება, პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვება

კურსდამთავრებულთა კარიერული შესაძლებლობები

ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდამჭერის საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტად ნებისმიერ სახელწიფო/მუნიციპალურ ორგანიზაციაში და კერძო კომპანიაში, სადაც გამოიყენება ინფორმაციული ტექნოლოგიები.

ეკონომიკური საქმიანობების სახეების ეროვნული კლასიფიკატორის კოდი: 62.09.0; 95.11;95.11.0

დასაქმების საერთაშორისო კლასიფიკატორის (ISCO) კოდი: 3512

პროგრამის სტრუქტურა და მოდულები

საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერა მოიცავს 6 ზოგად მოდულს ჯამური 16 კრედიტის ოდენობით. 8 პროფესიულ მოდულს ჯამური 44 კრედიტის ოდენობით. ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერაში საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭებისთვის პირმა უნდა დააგროვოს 60 კრედიტი. ქართულენოვანმა სტუდენტმა უნდა დააგროვოს ჯამურად 60 კრედიტი, ხოლო არაქართულენოვანმა პროფესიულმა სტუდენტმა უნდა დააგროვოს ჯამურად 75 კრედიტი, რომელთაგან ზოგადი მოდულების კრედიტებს (16 კრედიტი) ემატება ქართული ენა A2 (15 კრედიტი).

ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდამჭერაში მესამე საფეხურის კვალიფიკაციის მქონე პირს

შეუძლია:

  1. ააწყოსდა დააკომპლექტოს პერსონალურიკომპიუტერი;
  2. დაამონტაჟოს პერიფერიული მოწყობილობები;
  3. დააინსტალიროს და გამართოს ოპერაციული სისტემი;
  4. დააინსტალიროს გამოყენებითი პროგრამული უზრუნველყოფა;
  5. უზრუნველყოს ოპერაციული სისტემის უსაფრთხოება;
  6. განასხვავოს ქსელების ფუნდამენტური პრინციპები და ტიპები;
  7. გაარჩიოს ქსელში ინფორმაციის მიმოცვლის მოდელების (TCP/IP,OSI) შრეები და ამ შრეებზე მომუშავე პორტები და ოქმი;
  8. გამართოს მარტივი სადენიანი და უსადენო შიდა ქსელი;
  9. შეაფასოს აპარატურული და პროგრამული რისკები და განსაზღვროს პრევენციული ზომები;
  10. მოახდინოს აპარატურულიდაპროგრამულიპრობლემისიდენტიფიცირება და აღმოფხვრას გაუმართაობა.
საკონტაქტო ინფორმაცია
ტელეფონი: 0353 20 04 23
მისამართი: კაჭრეთი, , ,
ელ.ფოსტა: kachreti@gmail.com

შეაფასე პროგრამა

სხვა პროგრამები
Shedule a Test Drive
[dhvc_form id="2578"]
Apply For TradeIn With Us
[dhvc_form id="2578"]