მევენახეობა და მეღვინეობა

July 16, 2021
10 ნახვა
  • Report This Listing
    Login Required
  • გააზიარე ეს პროგრამა
Media
პროგრამის ხანგრძლივობა (საათი): პროგრამა განსაზღვრავს ქართულენოვანი სტუდენტებისათვის ჯამურად 88 კრედიტს, 16 სასწავლო თვე; არაქართულენოვანი სტუდენტებისათვის ჯამურად 118 კრედიტს 21.5 სასწავლო თვე
საფასური:
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია მევენახეობა და მეღვინეობაში/Higher Vocational Qualification in Viticulture and Winemaking
პროგრამის აღწერა:

მიზანი

პროგრამის მიზანია მოამზადოს მაღალკვალიფიციური მევენახე-მეღვინე, რომელიც დაკისრებულ მოვალეობას შეასრულებს ხარისხის, შრომისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვით. კურსდამთავრებული შეძლებს სანერგეში, ვენახში, მარანში/მეღვინეობის ქარხანაში მუშაობას - ვენახის გაშენებასა და მოვლას, ყურძნის მოსავლის აღებასა და გადამუშავებას, ღვინის მოვლის ტექნოლოგიურ პროცესებში მონაწილეობას - შესაბამისი ტექნოლოგიური რუქებისა და პროცესების მიხედვით, აგროტექნოლოგიური ნორმების დაცვით. სამწლიანი პროგრამის დასრულების შემდეგ მევენახე-მეღვინე აღჭურვილი იქნება პროფესიული და ზოგადი/ტრანსფერული ცოდნითა და უნარებით, გაეცნობა სფეროს ღირებულებებსა და ეთიკურ ნორმებს.

დაშვების წინაპირობა - სრული ზოგადი განათლება, სტუდენტის სტატუსის მოპოვება

დასაქმების სფერო და შესაძლებლობები

მევენახეობა და მეღვინეობაში უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს საშუალო დონის მენეჯერად მევენახეობის მეურნეობაში, ღვინის საწარმოებში, მარანში, ფერმერულ მეურნეობაში, საკონსულტაციო/საინფორმაციო ცენტრებში, კომპანიებში კონსულტანტად, ასევე შეუძლია მართოს საკუთარი საოჯახო კომპანია,იმუშაოს საშუალო დონის მენეჯმენტის დონეზე ნებისმიერ სახელწიფო და კერძო კომპანიაში, რომლის საქმიანობა მევენახეობასა და მეღვინეობას შეეხება.

სტრუქტურა და მოდულები

პროგრამა ითვალისწინებს 3 ზოგად მოდულს - ჯამური 11 კრედიტის მოცულობით და 18პროფესიულ მოდულს - ჯამური 74 კრედიტის მოცულობით, ასევე, ითვალისწინებს ერთ არჩევით მოდულს 3 კრედიტის მოცულობით. მევენახეობა და მეღვინეობაში უმაღლესი პროფესიულ კვალიფიკაციის მისანიჭებლად სტუდენტმა უნდა დააგროვოს ჯამურად 88 კრედიტი.

პროგრამა ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ:

საკონტაქტო ინფორმაცია
ტელეფონი: 0353 20 04 23
მისამართი: კაჭრეთი, , ,
ელ.ფოსტა: kachreti@gmail.com

შეაფასე პროგრამა

სხვა პროგრამები
Shedule a Test Drive
[dhvc_form id="2578"]
Apply For TradeIn With Us
[dhvc_form id="2578"]