მსუბუქი ავტომობილის სავალი ნაწილის შეკეთება/Repair of the undercarriage of a car

July 16, 2021
54 ნახვა
  • Report This Listing
    Login Required
  • გააზიარე ეს პროგრამა
Media
პროგრამის ხანგრძლივობა (საათი): ქართულენოვანთათვის - 11 თვე, არაქართულენოვანთათვის - 13.5 თვე
საფასური:
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია მსუბუქი ავტომობილის შეკეთაბაში / Basic Vocational Qualification in Vehicle Repair
პროგრამის აღწერა:

მიზანი:

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, მოამზადოს პირი რომელიც შეძლებს სატრანსპორტო სფეროში ავტომობილების დაიგნოსტირებას, აღდგენითი სამუშაოების ჩატარებას, მოდერნიზებასა და შეკეთებას.

დაშვების წინაპირობები:

საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია მსუბუქი ავტომობილის შეკეთაბაში - საბაზო განათლება, პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვება

დასაქმების სფერო და შესაძლებლობები:

მსუბუქი ავტომობილის შეკეთაბაში საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს ავტომობილის სამუხრუჭე სისტემის ტექნიკოსად, სავალი ნაწილის მექანიკოსად, დიაგნოსტიკოსად.

სტრუქტურა და მოდულები

საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია მსუბუქი ავტომობილის შეკეთებაში - მოიცავს 6 ზოგად მოდულს ჯამური 16 კრედიტის რაოდენობით, 6 საერთო პროფესიულ მოდულს ჯამური 17 კრედიტის რაოდენობით, 4 პროფესიულ მოდულს ჯამური 10 კრედიტის რაოდენობით და ერთ კონცენტრაციას,სავალი ნაწილის შეკეთება - 5 კონცენტრაციის მოდულს ჯამური 15 კრედიტის რაოდენობით და 1 არჩევით მოდულს 2 კრედიტის რაოდენობით. კვალიფიკაციის მინიჭებისათვის პირმა უნდა დააგროვოს 60 კრედიტი. ქართულენოვანმა პროფესიულმა სტუდენტმა უნდა დააგროვოს ჯამურად 60 კრედიტი, არაქართულენოვანმა პროფესიულმა სტუდენტმა უნდა დააგროვოს ჯამურად 75 კრედიტი, რომელთაგან ზოგადი მოდულების კრედიტებს ემატება მოდულის ქართული ენა A2- 15 კრედიტი.

მისანიჭებელი კვალიფიკაციების შესაბამისი სწავლის შედეგები

კურსდამთავრებულს შეუძლია:

საერთო სწავლის შედეგები:

  1. მოახდინოს სატრანსპორტო საშუალებების, დაკიდების სისტემის საჭით მართვისა და სამუხრუჭე სისტემების, ტრანსმისიის და შიგა წვის ძრავების კლასიფიცირება
  2. შეარჩიოს სათადარიგო ნაწილები
  3. დაიცვას საგზაო მოძრაობის წესები
  4. ჩაატაროს ზოგადი ელექტროტექნიკური და ელექტრონული გაზომვები
  5. წარმართოს საქმიანობა შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვითი წესების გათვალისწინებით
  6. წარმართოს დამკვეთთან ეფექტური კომუნიკაცია.
საკონტაქტო ინფორმაცია
ტელეფონი: 0353 20 04 23
მისამართი: კაჭრეთი, , ,
ელ.ფოსტა: kachreti@gmail.com

შეაფასე პროგრამა

სხვა პროგრამები
Shedule a Test Drive
[dhvc_form id="2578"]
Apply For TradeIn With Us
[dhvc_form id="2578"]