კატეგორია: ბაკალავრიატი

საბაკალავრო პროგრამა ფსიქოლოგია

თბილისი
May 11, 2021
12 ნახვა
  • Report This Listing
    Login Required
  • გააზიარე ეს პროგრამა
Media
საფასური:
პროგრამის აღწერა:

პროგრამა მიზნად ისახავს სტუდენტს გააცნოს ფსიქოლოგიის ძირითადი ცნებები, თეორიები და მეთოდები; განუვითაროს  კრიტიკული აზროვნების, ფსიქოლოგიური მოვლენებისა და პროცესების ანალიზის, შესწავლის, ახსნისა და შეფასების უნარი. პროგრამა ასევე ორიენტირებულია სტუდენტს მისცეს ცოდნა ფსიქოლოგიის სხვა მეცნიერებებთან (საბუნებისმეტყველო, სოციალური) მიმართების შესახებ.

სწავლის ძირითადი მიმართულებები

ფსიქოლოგიის მეცნიერება მრავალ დარგსა და ქვედარგს მოიცავს, შესაბამისად, პროგრამა აერთიანებს შემდეგ საგნებს: კლინიკური ფსიქოლოგია, განვითარების ფსიქოლოგია, პიროვნების ფსიქოლოგია, განწყობის ფსიქოლოგია, კოგნიტური ფსიქოლოგია, ექსპერიმენტული ფიზიოლოგია, განათლებისა და სოციალური ფსიქოლოგა.

სწავლის შედეგები   

ცოდნა და გაცნობიერება:

სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს შესწავლილი ექნება:

  • ფსიქოლოგიის, როგორც მეცნიერების, ისტორია, ასევე მისი საგანი და ამოცანები;
  • ქცევის, შემეცნებითი პროცესების, ემოციური სფეროს, მოტივაციისა და პიროვნების ფსიქოლოგიის ზოგადი კანონზომიერებები და მათი ბიოლოგიური საფუძვლები;
  • ფსიქოლოგიის სხვადასხვა დარგის ძირითადი ცნებები, თეორიული მიდგომები და ემპირიული აღმოჩენები;
  • ფსიქოლოგიური კვლევის ძირითადი მეთოდები (დაკვირვება, ექსპერიმენტი, ტესტი, კითხვარი, ანკეტა, ინტერვიუ)
საკონტაქტო ინფორმაცია
კატეგორია:   
ტელეფონი: (+995 32) 222 00 09 (707)
მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზირი 32, ოთახი N A204, , თბილისი,

შეაფასე პროგრამა

სხვა პროგრამები
Shedule a Test Drive
[dhvc_form id="2578"]
Apply For TradeIn With Us
[dhvc_form id="2578"]