საექთნო განათლება

July 16, 2021
3 ნახვა
  • Report This Listing
    Login Required
  • გააზიარე ეს პროგრამა
no media
პროგრამის ხანგრძლივობა (საათი): 30 თვე
საფასური:
პროგრამის აღწერა:

პროგრამის ფარგლებში სტუდენტი შეისწავლის ავადმყოფის, სნეულის ან სპეციალური საჭიროებების მქონე პირების ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფას, ექიმებისა და სხვა სამედიცინო ჯანდაცვის პერსონალისთვის დახმარების გაწევას, პაციენტების დიაგნოზის დასმისა და მკურნალობის დროს. საექთნო საქმე ფოკუსირებულია ავადმყოფობისა და რეაბილიტაციის დროს პაციენტების ჯანმრთელობის შენაჩუნებასა და მოვლაზე. ასევე, პროგრამა მოიცავს მოხუცების და სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანების ჯანდაცვას. სამეანო საქმე შეისწავლის ქალის მოვლას (ჯანმრთელობის დაცვას) ორსულობის, მშობიარობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდში. პროგრამა ასევე მოიცავს ჩვილის მოვლასა და დახმარებას მეძუძური დედებისთვის. პროგრამის დასრულების შემდეგ კუსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს ჯანდაცვის სფეროში, სხვადასხვა პროფილის სამედიცინო დაწესებულებებში, შინმოვლის სფეროში; ან/და სხვა ტიპის ორგანიზაციებში, რომლებიც საჭიროებს საექთნო მომსახურებას. პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს შეეძლება შემდეგი სამუშაოების შესრულება: 1. შეაფასოს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა 2. უზრუნველყოს თერაპიული პაციენტის საექთნო მართვა 3. უზრუნველყოს ქირურგიული პაციენტის საექთნო მართვა 4. უზრუნველყოს გადაუდებელი პაციენტის საექთნო მართვა 5. უზრუნველყოს კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის საექთნო მართვა 6. უზრუნველყოს პერიოპერაციული პაციენტის საექთნო მართვა 7. უზრუნველყოს სამეანო და გინეკოლოგიური პაციენტის საექთნო მართვა 8. უზრუნველყოს პედიატრიული პაციენტის საექთნო მართვა 9. უზრუნველყოს შინმოვლის მომსახურების გაწევა 10. უზრუნველყოს გერიატრიული პაციენტის საექთნო მართვა 11. დაგეგმოს და განახორციელოს საკუთარი პრაქტიკისა და მოვლის ხარისხის შეფასება.

საკონტაქტო ინფორმაცია
ტელეფონი: 598113007
მისამართი: დიდუბე-ჩუღურეთი,წერეთლის გამზ. N142, , ,

შეაფასე პროგრამა

სხვა პროგრამები
Shedule a Test Drive
[dhvc_form id="2578"]
Apply For TradeIn With Us
[dhvc_form id="2578"]