კატეგორია: ბაკალავრიატი

საზღვაო ნავიგაცია

საქართველო
March 25, 2021
8 ნახვა
  • Report This Listing
    Login Required
  • გააზიარე ეს პროგრამა
Media
პროგრამის ხანგრძლივობა (საათი): 4 სასწავლო წელი
საფასური: 2 200 ლარი
სერთიფიცირება: გაიცემა დიპლომი
პროგრამის აღწერა:

 საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია:
1) საზღვაო დარგის სპეციალისტის მომზადება და შესაბამისი სპეციალობით
აკადემიური ხარისხის მინიჭება. კერძოდ:
2) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და საერთაშორისო
სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისი კომპეტენციების მქონე
კონკურენტუნარიანი, პრაქტიკულ მუშაობაზე ორიენტირებული
სპეციალისტის - გემის ნავიგატორის მომზადება, რომელსაც: - გაცნობიერებული აქვს პროფესიისა და შესასრულებელი
ვალდებულებების სპეციფიკა, - გააჩნია პროფესიული საქმიანობისთვის აუცილებელი თეორიული
ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები; - შეუძლია გემის ნავიგატორის ვალდებულებებისა და
პასუხისმგებლობების შესრულება (გემზე ნავიგაციის უზრუნველყოფა,
ტვირთის განლაგება და დამუშავება, გემის ოპერაციების კონტროლი და
გემზე მყოფ ადამიანებზე ზრუნვა, რადიოკავშირის უზრუნველყოფა, გემის
ტექნიკურ მომსახურების კონტროლი და მართვა, გემის შესაკეთებელი
სამუშაოების კონტროლი); - შესაბამისი მეთოდების გამოყენებით სიტუაციის/ინფორმაციის/მონაცე- მების შეფასება-ანალიზი, პრობლემის მიზეზებისა და შედეგების ურთი- ერთკავშირის გაცნობიერება და თავისი კომპეტენციის ფარგლებში სწორი
გადაწყვეტილებების მიღება; - დარგობრივი ტერმინოლოგიის სწორი გამოყენებით წერითი და ზეპირი
კომუნიკაცია; - საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და სპეციფიკური
კომპიუტერული პროგრამების გამოყენება; - გააჩნია პროფესიული განვითარების უნარი და სხვ.
3) ისეთი კომპეტენციების ჩამოყალიბება, რომელთა საფუძველზე
კურსდამთავრებული შეძლებს უმაღლესი განათლების შემდეგ საფეხურზე
11
(მაგისტრატურაში) სწავლის გაგრძელებას, საზოგადოებრივ თუ
პროფესიულ საქმიანობაში თავისი შესაძლებლობების რეალიზებას და
კარიერულ წინსვლას - გემზე მუშაობის აღიარებული სტაჟისა და
სათანადო მომზადების საფუძველზე ეტაპობრივად საოკეანო-სავაჭრო
გემის სამეთაურო შემადგენლობის გემის ნავიგატორის მორიგი წოდების
მოპოვებას და თანამდებო-ბის დაკავებას გემის კაპიტნის სავახტო
თანაშემწიდან დაწყებული გემის კაპიტნის ჩათვლით.
 საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტების ერთობლიობა (სასწავლო კურსი, მოდული და სხვ.), მათი შინაარსი სწავლების მეთოდებისა და კრედიტების
მოცულობის გათვალისწინებით, უზრუნველყოფს ამ კომპონენტით დასახული
მიზნებისა და სწავლის შედეგების მიღწევას კვალიფიკაციათა ჩარჩოს შესაბამისი
საფეხურის აღმწერის სათანადო დონით;
 პროგრამის სწავლის შედეგები უზრუნველყოფს კურსდამთავრებულთა
კონკურენტუნარიანობას საგანმანათლებლო (განათლების შემდგომ საფეხურზე)
და დასაქმების ბაზარზე;
 ყოველივე ზემოთჩამოთვლილი მიზნის მისაღწევად შემუშავებულია და
ხორციელდება პროგრამის სწავლის შედეგების განსაზღვრისა და პროგრამის
განვითარების პროცესში დაინტერსებული მხარეების (დამსაქმებლები, აკადემიური პერსონალი, სტუდენტები, კურსდამთავრებულები) მონაწილეობის
მექანიზმი;
 გემის ნავიგატორი შეიძლება დასაქმდეს საზღვაო სავაჭრო, სამგზავრო,
თევზსაჭერ, ნავსადგურის დამხმარე ფლოტის და სხვ. გემებზე დამხმარე,
ექსპლუატაციისა (A-II/1, A-II/3) და მართვის (A-II/2) დონეებზე. ასევე,
დასაქმების შესაძლო სფეროებს წარმოადგენს საზღვაო ტრანსპორტის
სფეროსთან დაკავშირებული სახელმწიფო ან კერძო დაწესებულებები;
 პროგრამის მიზანი შეესაბამება სასწავლებლის მისიას, ჩამოყალიბებულია,
ორიენტირებულია დასაქმების ბაზარზე და მიღწევადია.

საკონტაქტო ინფორმაცია
კატეგორია:   
ტელეფონი: +995 579 799944
მისამართი: ბათუმი 6010, შალვა ინასარიძის ქ. №29;, , საქართველო,
ელ.ფოსტა: info@mtc-anri.ge

შეაფასე პროგრამა

სხვა პროგრამები
Shedule a Test Drive
[dhvc_form id="2578"]
Apply For TradeIn With Us
[dhvc_form id="2578"]