პროფესიული მომზადების პროგრამაზე სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ სრულწლოვან პირს, რომელსაც აქვს სურვილი მოკლე დროში მიიღოს კონკრეტული ცოდნა/უნარები,გაიაროს ანაზღაურებადი პრაქტიკა m²-ის შვილობილი კომპანია „ბიქეი კონსთრაქშენის“ ობიექტებზე და დასაქმდეს „ბიქეი კონსთრაქშენის" ობიექტებზე აღნიშნული მიმართულებით. სწავლება განხორციელდება სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მეთოდოლოგიით მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ, შრომის უსაფრთხოების თანამედროვე რეგულაციების გათვალისწინებით. კოლეჯში თეორიული და პრაქტიკული კომპონენტის კვირეული დატვირთვა არის 26 საათი და საწარმოო პრაქტიკის კომპონენტის განხორციელების დროს კვირეული დატვირთვა არის 40 საათი. პროფესიული მომზადების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს კვალიფიკაციის დამადასტურებელ, სახელმწიფოს მიერ აღიარებულ პროფესიული განათლების დამადასტურებელ სერტიფიკატს, დანართით, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდა და უნარები.
საკალატოზო სამუშაოების შესრულება

პროგრამის ხანგრძლივობა (საათი):
4.5 თვე
საფასური:
0 ლარი
სერთიფიცირება:
პროფესიული განათლების დამადასტურებელი სერტიფიკატი
პროგრამის აღწერა:
საკონტაქტო ინფორმაცია
კატეგორია:
პროფესიული განათლება
ტელეფონი:
557355335
მისამართი:
იმერეთი, ზესტაფონი, ნიკო ნიკოლაძის 28, , საქართველო,
ელ.ფოსტა:
info@construct2.ge