კატეგორია: ბაკალავრიატი

სამართალი

საქართველო
February 26, 2021
65 ნახვა
  • Report This Listing
    Login Required
  • გააზიარე ეს პროგრამა
Media
პროგრამის ხანგრძლივობა (საათი): 4 წელი
საფასური: 4 700 ლარი
სერთიფიცირება: გაიცემა დიპლომი
პროგრამის აღწერა:

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა ფუნქციონირებს 1992 წლიდან,   2014 წლიდან კი ფუნქციონირებს  უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობის ბაზაზეც. პროგრამა აკრედიტებულია. საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელია: ზურაბ ძლიერიშვილი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე.

სასწავლო კურსები:

საჯარო სამართლის მიმართულება:

  1. ზოგადი ადამინისტრაციული სამართლის ინსტიტუტები საჯარო მმართველობის ცალკეულ სფეროში;
  2. სამოხელეო სამართალი;
  3. მუნიციპალური სამართალი ;
  4. განათლების სამართალი;
  5. ჯანდაცვის სამართალი;
  6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალი.

კერძო სამართლის მიმართულება  :

  1. დაზღვევის სამართალი;
  2. საფინანსო სამართალი;
  3. საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვის სამართალი;
  4. შესავალი საინვესტიციო სამართალში;
  5. მედიაცია- დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალება

სისხლის სამართლის მიმართულება:

  1. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საფუძვლები;
  2. სასჯელის შეფარდებისა და სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების მეთოდიკა;
  3. ფარული საგამოძიებო მოქმედებები.

სამართლის საფუძვლები და მეთოდები:

  1. რომის სამართალი.

 პრეკლინიკა:

  1. საჯარო მოხელეთა საკონსულტაციო ცენტრი.

თავისუფალი კომპონენტები:

  1. სამართლის გერმანული პროფესიული ენა (1/2);
  2. სამართლებრივი ინგლისური (1/2) ;
  3. ზეპირი და წერითი ეტიკეტი ოფიციალურ ურთიერთობებში.
  4. პროფესიული ეთიკა

პრაქტიკული კომპონენტის განხორციელება დიფერენცირებულია ეტაპებად. პირველი ეტაპიდან, სასწავლო წლების მიხედვით, ხორციელდება პრეკლინიკის სახით, რომელიც წარმოადგენს კონკრეტულ სასწავლო კურსში ინტეგრირებულ (ჩაშენებულ) მინი პრაქტიკულ კომპონენტს. საგანმანათლებლო პროგრამის დასკვნით ეტაპზე სტუდენტისათვის შეთავაზებულია შემაჯამებელი პრაქტიკული კურსები (იურიდიული კლინიკა), რაც საშუალებას აძლევს მათ, მოახდინონ პროგრამაზე სწავლის სხვადასხვა ეტაპებზე მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნის, უნარების შეჯამება  და ანალიზი.

სამართლის ახალი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა, რომელსაც საფუძვლად უდევს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განახლებული აკრედიტაციის სტანდარტები, ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო, სწავლის სფეროების კლასიფიკატორი და სამართლის დარგობრივი მახასიათებელი,  ორიენტირებულია კონკურენტუნარიანი, ახალი სამართლებრივი აზროვნებისა და პასუხისმგებლობის იურისტთა თაობის/კადრების მომზადებაზე, რომლებსაც შესწევთ უნარი იმოქმედონ სამართლიანობის, ადამიანის უფლებების დაცვის,  სოციალური, დემოკრატიული და ეროვნულ იურიდიულ კულტურაზე დაფუძნებული ფასეულებობის გათვალისწინებით და  მოწოდებულია  სტუდენტებს ჩამოუყალიბოს ფართო და თანამედროვე ცოდნა  სამართლის  დარგებში,  ამავე დროს, მისცეს მათ საშუალება განსაზღვრონ საკუთარი ინტერესის სფერო  და მოახდინონ კონცენტრაცია შესაბამისი დარგის სასწავლო კურსებზე, თუმცა,  ეს არჩევანს არ ზღუდავს – შესაძლებელია კომბინაცია სხვა დარგის კურსებითაც.

 ორგანიზაციის აღმასრულებელ გუნდში სხვადასხვა დროს მოღვაწე პირები დღეს წარმატებით აგრძელებენ საქმიანობას აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებაში, კერძო სექტორში, ბიზნესში, ადამიანის უფლებათა სფეროში, საერთაშორისო ორგანიზაციებში. პლატფორმის მიზანიც იმ ცოდნის და გამოცდილების გაზიარებაა, რომელიც ორგანიზაციის საქმიანობას და საუკეთესო ტრადიციებს შეუძლია. აღმასრულებელი გუნდის განახლება მუდმივად ეფუძნება ღია, გამჭვირვალე და მიუკერძოებელ კონკურსის შედეგებს. შესაბამისად, ორგანიზაციის აღმასრულებელ გუნდში მოხვედრა თითოეული კანდიდატის გამოწვევაა, რასაც მუდმივად მოწმობს ყოველი კონკურსის დროს რეგისტრირებულ აპლიკანტთა სიმრავლე.

საკონტაქტო ინფორმაცია
კატეგორია:   
ტელეფონი: 2384406 595483000
მისამართი: ირინი ენუქიძის #3 (აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ), , საქართველო,
ელ.ფოსტა: info@gruni.edu.ge

შეაფასე პროგრამა

სხვა პროგრამები
Shedule a Test Drive
[dhvc_form id="2578"]
Apply For TradeIn With Us
[dhvc_form id="2578"]