სამკერვალო წარმოება

July 15, 2021
2 ნახვა
  • Report This Listing
    Login Required
  • გააზიარე ეს პროგრამა
no media
პროგრამის ხანგრძლივობა (საათი): 18 თვე
საფასური:
პროგრამის აღწერა:

პროგრამის ფარგლებში სტუდენტი შეისწავლის საფეიქრო წარმოებას, ტექსტილისა და ტყავის პროდუქციას, ტანსაცმელსა და მასთან დაკავშირებულ პროდუქციას, ფეხსაცმელსა და ფეხსაცმლის სხვა ფორმებს. პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს დიდი, საშუალო და მცირე სიმძლავრის სამკერვალო საწარმოებში, მოდის სალონებში მკერავის და კონსტრუქტორის პოზიციაზე. პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს შეეძლება შემდეგი სამუშაოების შესრულება: 1. უზრუნველყოს უსაფრთხო სამუშაო ადგილის ორგანიზება 2. შექმნას სხვადასხვა დანიშნულების ტანსაცმლის კომპოზიცია 3. შეარჩიოს სამკერვალო ნაწარმის დამზადებისათვის საჭირო ძირითადი და დამხმარე მასალები, დაამზადოს ჩანახაზი და გამოჭრას ქსოვილი 4. გამოიყენოს ტანსაცმლის დამზადებისათვის საჭირო სხვადასხვა დანიშნულების სამკერვალო მანქანები და თბურ-დანამვითი დამუშავების მოწყობილობები 5. დაამუშაოს ტექნოლოგიურად ტანსაცმლის დეტალები და ძირითადი კვანძები 6. გაიანგარიშოს საწყისი მონაცემები ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ტანსაცმლის კონსტრუქტორული დაგეგმარებისათვის 7. განახორციელოს ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ტანსაცმლის კონსტრუქტორული დაგეგმარება და მოდელირება 8. გააფორმოს დეკორატიულად ქართული ეროვნული სამოსი 9. შეასრულოს მასალაში ქართული ეროვნული სამოსი 10. შეასრულოს მასალაში ქალის ტანსაცმელი 11. შეასრულოს მასალაში მამაკაცის ტანსაცმელი 12. შეასრულოს მასალაში ბავშვის ტანსაცმელი 13. შეასრულოს მასალაში სხვადასხვა დანიშნულების სამკერვალო ნაწარმი 14. გადააკეთოს ტანსაცმელი 15. აღადგინოს ტანსაცმლის დაზიანებული უბნები.

საკონტაქტო ინფორმაცია
ტელეფონი: 595506732
მისამართი: წალენჯიხა,ქ. ჯვარი, ყაზბეგის №2, , ,

შეაფასე პროგრამა

სხვა პროგრამები
Shedule a Test Drive
[dhvc_form id="2578"]
Apply For TradeIn With Us
[dhvc_form id="2578"]