კატეგორია: ბაკალავრიატი

სამსახიობო ხელოვნება

საქართველო
April 5, 2021
3 ნახვა
  • Report This Listing
    Login Required
  • გააზიარე ეს პროგრამა
no media
საფასური:
პროგრამის აღწერა:

სამსახიობო ხელოვნება (დრამისა და კინოს სამსახიობო; დრამისა და თოჯინების თეატრის სამსახიობო) საბაკალავრო
საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია:
ქართული ეროვნული სათეატრო სკოლის პრინციპებით მსახიობის აღზრდა. პროგრამის ათვისება საშუალებას მისცემს სტუდენტს
ჩასწვდეს მსახიობის პროფესიის მნიშვნელობას, თუ რა ადგილი უჭირავს მსახიობს სანახაობით, კერძოდ კი სასცენო თეატრალურ
ხელოვნებაში.
პროგრამა ორიენტირებულია პროფესიისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების შეძენაზე და მომავალ მსახიობს გამოუმუშავებს
პროფესიული ჩვევებს და მათი პრაქტიკული რეალიზების უნარს. ხელს შეუწყობს სტუდენტის შემოქმედებითი ინდივიდუალობის
ფორმირებას.
პროგრამის მიზანია გააცნოს სტუდენტს სასცენო ხელოვნების ძირითადი ჟანრები, მათი განმასხვავებელი ნიშნები და
თავისებურებები, მსახიობის შემოქმედების ძირითადი პრინციპები. სტუდენტს შეასწავლოს სამსახიობო ოსტატობის ძირითადი
ელემენტები, განუვითაროს შემოქმედებითი ფანტაზია, მხატვრული წარმოსახვა. მოამზადოს მომავალი მსახიობი მხატვრული სახის
შესაქმნელად სცენური გარდასახვისა და მისი (სახის) პრაქტიკული რეალიზაციისათვის.
აღზარდოს შემოქმედებითად აქტიური ხელოვანი, რომელიც შეძლებს მუშაობას როგორც ინდივიდუალურად, ასევე შემოქმედებით
კოლექტივში (თეატრში, გადასაღებ მოედანზე კინოში და სატელევიზიო დადგმებში).
პროგრამაში გათვალისწინებულია როგორც უშუალოდ პრაქტიკულ-შემოქმედებითი საშემსრულებლო ხელოვნების კურსები
(მსახიობის ოსტატობა, სასცენო მეტყველება, რიტმიკა, სასცენო მოძრაობა და სხვა), ასევე თეორიული კურსები, რომლებიც მისცემს
კურსდამთავარებულს – მომავალ მსახიობს საბაზო ჰუმანიტარულ განათლებას.
პროგრამის მიზანია ქვეყნის, რეგიონისა და საზოგადოების ინტერესების შესატყვისი მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება
სათეატრო სფეროში. ასევე თანამედროვე თეატრისა და კინოს პროფესიონალი პრაქტიკოსი მსახიობის აღზრდა, რომელიც პროგრამის
ათვისების შედეგად მიღებული პროფესიული და ზოგადი კომპეტენციებით ორიენტირებული იქნება დასაქმების ბაზრის
თანამედროვე მოთხოვნებზე.
პროგრამის თითოეული კურსი და ყოველი კომპონენტი ემსახურება პროფესიონალი მსახიობის აღზრდას, რაც სრულად შეესაბამება
ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მისიას.

საკონტაქტო ინფორმაცია
კატეგორია:   
ტელეფონი: +995(422) 27-93-53
მისამართი: საქართველო,
ელ.ფოსტა: info@batu.edu.ge

შეაფასე პროგრამა

სხვა პროგრამები
Shedule a Test Drive
[dhvc_form id="2578"]
Apply For TradeIn With Us
[dhvc_form id="2578"]