სასტუმრო მომსახურება

საქართველო
February 3, 2021
74 ნახვა
  • Report This Listing
    Login Required
  • გააზიარე ეს პროგრამა
Media
პროგრამის ხანგრძლივობა (საათი): 6000
საფასური: 2 250 ლარი
სერთიფიცირება: კვალიფიკაცია - ტურიზმის ბაკალავრი
პროგრამის აღწერა:

საბაკალავრო პროგრამა „სასტუმრო მომსახურება“ შემუშავებულ იქნა მსოფლიოში წამყვანი უნივერსიტეტების (გრენობლის აკადემია, საფრანგეთი; ჟირონას უნივერსიტეტი, ესპანეთი)  გამოცდილების გაზიარებით TEMPUS-ის პროგრამის ფარგლებში და შექმნილია საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, რომელიც იძლევა მაღალხარისხიან განათლებას სასტუმროს სფეროში აკადემიური და პრაქტიკული ცოდნის გათვალისწინებით.

„სასტუმრო მომსახურება“  ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამას ანალოგი არ გააჩნია ქართულ ბაზარზე და იგი გახლავთ პირველი მცდელობა.  პროგრამა  სტუდენტებს აძლევს პროფესიისათვის საჭირო ცოდნას და ძირითად უნარებს, რაც მომავალში წარმატებული კარიერის შექმნაში დაეხმარებათ.

საბაკალავრო პროგრამის მიზანია სასტუმრო ინდუსტრიის ბაზრისთვის კვალიფიციური და კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება დაბალი და საშუალო მენეჯერული პოზიციებისთვის შემდეგი მიმართულებით:

·        მდგრადი ტურიზმის პოლიტიკის განხორციელება სასტუმრო ინდუსტრიაში;

·        სასტუმრო საქმის  მართვა და ოპერირება;

·        სასტუმრო ინდუსტრიის კვლევა და პროგნოზირება;

·        სასტუმროს თანამედროვე საინფორმაციო, ელექტრონული და საოპერაციო სისტემებისა და ტექნოლოგიების გამოყენება.

დასაქმების სფერო

სასტუმრო ინდუსტრიაში დასაქმების შესაძლებლობები: სასტუმრო და განთავსების ობიექტები; ტურისტული კომპანიები; რესტორნები და კვების ობიექტები; ტურისტული სანახაობები და ატრაქციები; შეხვედრებისა და ღონისძიებების ინდუსტრია; გასართობი ინდუსტრია; აზარტული თამაშების ინდუსტრია; ტურიზმის ინდუსტრიაში არსებული ასოციაციები; ტურიზმის სფეროში არსებული საინფორმაციო ტექნოლოგიების და ინტერნეტ სააგენტოების მიმართულებები; ტურიზმისა და სასტუმრო ბიზნეს კვლევის კომპანიები; ტურიზმისა და სასტუმრო ბიზნესის საკონსულტაციო კომპანიები;

საკონტაქტო ინფორმაცია
ტელეფონი: 593300765
მისამართი: კოსტავას 77, , საქართველო,
ელ.ფოსტა: n.chikviladze@gtu.ge

შეაფასე პროგრამა

სხვა პროგრამები
Shedule a Test Drive
[dhvc_form id="2578"]
Apply For TradeIn With Us
[dhvc_form id="2578"]