სასტუმრო მომსახურების მართვა

საქართველო
February 3, 2021
59 ნახვა
  • Report This Listing
    Login Required
  • გააზიარე ეს პროგრამა
Media
პროგრამის ხანგრძლივობა (საათი): 3000
საფასური: 2 250 ლარი
სერთიფიცირება: კვალიფიკაცია - ტურიზმის მაგისტრი
პროგრამის აღწერა:
პროგრამის მიზანია კურსდამთავრებულმა თეორიულად იცოდეს და პრაქტიკულად შეძლოს სასტუმროს ოპერაციული მენეჯმენტის წარმართვა, რაც ნიშნავს: სასტუმრო ბიზნესის საწარმოებში (სასტუმროებში, გესტჰაუზებში, ჰოსტელებში, მოტელებში და სხვა სახის განთავსების ობიექტებში) დეპარტამენტებისა და სამსახურების მართვას; მომსახურების ხარისხის კონტროლს; სტრატეგიული გეგმის შედგენასა და მისი განხორციელებას. მას ასევე შეეძლება სასტუმროს ოპერაციულ მენეჯმენტში არსებული პრობლემების გამოკვეთა და მათი გადაჭრა.

საქართველოს ტურიზმის განვითარების დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, ქვეყნის ტურისტული ბაზრის ყველაზე მოთხოვნადი სპეციალობები უკავშირდება სხვადასხვა დონისა და კატეგორიის სასტუმროს მმართველობით თანამდებობებს. სასტუმროების მსოფლიო ჯაჭვის ისეთი წარმომადგენლები, როგორებიცაა: მარიოტი, ჰაიატი, ჰოლდეი ინი, რედისონი და სხვა ქართულ ბაზარზე არსებული ბრენდები, ზემოაღნიშნული პერსონალის სიმწირის გამო, შიდა სწავლებით თვითონ ამზადებენ მმართველობით სტაფს; ხოლო შედარებით დაბალი კლასის სასტუმროები მუდმივად განიცდიან პროფესული კადრების სიმწირეს, რაც თავის გავლენას ახდენს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებაზე. საქართველოში აღნიშნული პროგრამა მაგისტრატურის დონეზე თითქმის არსად არ ისწავლება, განსაკუთრებით ევროკავშირის პროექტის ფარგლებში განხორციელებული აკადემიური პერსონალის გადამზადებისა და სასწავლო მეთოდოლოგიური მასალებით უზრუნველყოფის პირობებში, რაც უზუნველყოფს პროგრამით მიღებული  მაღალი დონის ცოდნას.

 

დასაქმების  სფერო

კურსდამთავრებულთა დასაქმების ძირითადი პოტენციური სფეროებია: სასტუმროები, გესტჰაუზები, მოტელები, ჰოსტელები და განთავსების სხვა ობიექტები; სანატორიულ-საკურორტო ობიექტები; დასასვენებელი სახლები და შატოები; გასართობი ცენტრები სასტუმროებში; სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრები; სამეცნიერო და ანალიტიკურო სტრუქტურები ტურიზმში; სახელმწიფო და კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებები ტურიზმისა და განთავსების ობიექტების პროფილით; ტურიზმთან დაკავშირებული საერთაშორისო ორგანიზაციები; ტურიზმის რეგიონული ორგანიზაციები; ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია; ტუროპერატორული ფირმები; ტურისტული სააგენტოები; ტურიზმის პროფილის არასამთავრობო ორგანიზაციები; ტურისტთა მომსახურების სხვა საწარმოები, რომლებიც დაკავშირებულია განთავსების მომსახურების (სასტუმროს) პროდუქტის  დაპროექტებასთან, კვლევასთან, წარმოებასა და მართვასთან.

საკონტაქტო ინფორმაცია
ტელეფონი: 593300765
მისამართი: კოსტავას 77, , საქართველო,
ელ.ფოსტა: n.chikviladze@gtu.ge

შეაფასე პროგრამა

სხვა პროგრამები
Shedule a Test Drive
[dhvc_form id="2578"]
Apply For TradeIn With Us
[dhvc_form id="2578"]